Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

Windows 10

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Windows 10
Windows NT-ის ვერსია

Windows 10 (Fall Creators Update, ვერსია 1709), მოქმედებათა ცენტრი და დაწყების მენიუ
შემქმნელი Microsoft
ოპერაციული
სისტემის ოჯახი
Microsoft Windows
წყაროს მოდელი დახურული წყარო, გაზიარებული წყარო (Windows Driver Frameworks ღია წყაროს სახის არის)[1]
თავდაპირველი ვერსიის
საბოლოო ვარიანტი
15 ივლისი, 2015; 9 წლის წინ (2015-07-15)[2]
ძირითადი
ხელმისაწვდომობა
29 ივლისი, 2015; 9 წლის წინ (2015-07-29)
უკანასკნელი გამოშვება 22H2 (10.0.19045.3758) / 30 ნოემბერი, 2023
უახლესი ნიმუში 22H2 (10.0.19045.3758) / 30 ნოემბერი, 2023
მარკეტინგული სამიზნე პერსონალური კომპიუტერები
განახლების მეთოდი Windows Update, Windows Store, Windows Server Update Services
მხარდაჭერილი
პლატფორმები
IA-32, x86-64, ARM64
ბირთვის ტიპი ჰიბრიდული (Windows NT)
სამომხმარებლო
სივრცე
Windows API
.NET Framework
Universal Windows Platform
Windows Subsystem for Linux
მომხმარებლის
გრაფიკული გარემო
Windows-ის გარსი
ლიცენზია საცდელი,[3] Microsoft Software Assurance, MSDN, Microsoft Imagine
წინა Windows 8.1 (2013)
შემდეგი Windows 11 (2021)
ოფიციალური საიტი https://www.microsoft.com/it-it/windows microsoft.com/ru-ru/software-download/windows10, https://www.microsoft.com/it-it/windows
მხარდაჭერის სტატუსი
ყველა, ხანგრძლივი პერიოდით მხარდაჭერილი ვერსიის გარდა:
  • ძირითადი მხარდაჭერა 2020 წლის 13 ოქტომბრამდე
  • გაფართოებული მხარდაჭერა 2025 წლის 14 ოქტომბრამდე
  • მოწყობილობა საჭიროებს უკანასკნელი განახლების დაყენებას, რათა მისი მხარდაჭერა გაგრძელდეს[4]
2015 წლის ხანგრძლივი პერიოდით მხარდაჭერილი ვერსია:
  • ძირითადი მხარდაჭერა 2020 წლის 13 ოქტომბრამდე
  • გაფართოებული მხარდაჭერა 2025 წლის 14 ოქტომბრამდე [5]
2016 წლის ხანგრძლივი პერიოდით მხარდაჭერილი ვერსია:
  • ძირითადი მხარდაჭერა 2021 წლის 12 ოქტომბრამდე
  • გაფართოებული მხარდაჭერა 2026 წლის 13 ოქტომბრამდე [5]

Windows 10ოპერაციული სისტემა პერსონალური კომპიუტერებისთვის. იგი შემუშავებულია კომპანია Microsoft-ის მიერ, როგორც Windows NT სერიის ოპერაციული სისტემა. მისი, როგორც Windows 8.1-ის გაგრძელების გამოსვლის შესახებ ცნობილი გახდა 2014 წლის 30 სექტემბერს.[6] სისტემის სრული ვერსია გამოვიდა 2015 წლის 29 ივლისს.

Windows 10-ში პირველად არის წარმოდგენილია ე.წ. „უნივერსალური პროგრამები“, Metro-ს სტილის პროგრამების ახალი ვერსიები, რომლებიც Microsoft-ის სხვადასხვა ტიპის პროდუქციაში არის ხელმისაწვდომი - პერსონალურ კომპიუტერებზე, პლანშეტებზე, სმარტფონებზე, ჩასმულ პროგრამებში, Xbox One-ზე, Surface Hub-ში და Mixed Reality-ში. Windows-ის მომხმარებლის ინტერფეის გადამუშავდა ისე, რომ ზოგიერთ მოწყობილობაზე გადართვა მაუსს და სათითურს შორის მარტივად ხდება. ყველა ინტერფეისს ახლავს განახლებული დაწყების მენიუ, რომელშიც შეთავსებულია Windows 7-ის ტრადიციული დაწყების მენიუ და Windows 8-ის მოზაიკა. Windows 10-ის პირველ ვერსიაში აგრეთვე წარმოდგენილია ვირტუალური სამუშაო დაფა, ხელების ანაბეჭდების იდენტიფიცირების მხარდაჭერა და სახის ამოცნობა, კორპორატიული გარემოების უსაფრთხოების ელემენტები და DirectX 12 / WDDM 2.0-ის მხარდაჭერა, რათა შესაძლებელი იყოს ახალი ვიდეო თამაშების მხარდაჭერა.

  • დაბრუნდა ძველი დაწყების მენიუ, რომელიც ამოღებული იყო წინა ვერსიებში (Windows 8 და 8.1).
  • დაემატა ხმოვანი ასისტენტი Cortana.
  • შეიცვალა სტანდარტული ბრაუზერი. Internet Explorer შეცვალა Microsoft Edge (Project Spartan)-მა, რომელსაც მომხმარებლები საკმაოდ დადებითად აფასებენ.
  • დაემატა ახალი სერვისი Windows Hello, იდენტიფიკაციის ახალი გზა.
  • დაემატა რამდენიმე სამუშაო მაგიდის გამოძახების შესაძლებლობა.
  • ინტეგრირებულია OneDrive როგორც ვირტუალური მყარი დისკი.
  • დამატებულია აპლიკაციებში შესაბამისი კომბინაციით (Win+Alt+G) სურათის გადაღება ე.წ. „ScreenShot“.
  • მნიშვნელოვნად შეიცვალა ინტერფეისი.
  • გაიზარდა ოპერაციული სისტემის, მონაცემებისა და აპლიკაციების ჩატვირთვის სიჩქარე.
  • დამატებულია გვერდითი Notification პანელი (Windows 10 mobile-ს მსგავსად) სადაც შესაძლებელია შეტყობინებების ნახვა და გასუფთავება.
  • დამატებულია Task View მიმდინარე პროცესების მარტივი გადახედვისა და დახურვისთვის.
  • დამატებულია ახალი მუსიკების დამკვრელი Groove Music.
  • როგორც ამერიკული ტექნოლოგიური გამოცემა, The Verge-ის თანახმად, „Microsoft-ის“ მიერ გავრცელებული ფოტოების მიხედვით, Windows 10-ის ინტერფეისი მინიმალურადაა შეცვლილი და მეტწილად ემთხვევა ინტერნეტში პროექტ „ნეონის“ აქამდე გაჟონილ გამოსახულებს, თუმცა კომპანია დიზაინში ცვლილებების განხორციელებას სხვა კუთხით გეგმავს. კერძოდ, მაიკროსოფტი გეგმავს განახლებულ Windows-ს აპლიკაციის გახსნისას ეფექტები დაამატოს  და ოპერაციული სისტემა მეტად ანიმირებული გახადოს.[7]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Windows Driver Frameworks. Microsoft. ციტირების თარიღი: 15 February 2017.
  2. 15 ივლისი, 2015; 9 წლის წინ (2015-07-15)
  3. Windows 10. Microsoft. ციტირების თარიღი: November 27, 2015.
  4. Bott, Ed. Microsoft commits to 10-year support lifecycle for Windows 10. CBS Interactive (July 17, 2015).
  5. 5.0 5.1 Windows 10. Microsoft. ციტირების თარიღი: August 10, 2016.
  6. Hello World: Windows 10 Available on July 29. windows.com (June 1, 2015). ციტირების თარიღი: June 1, 2015.
  7. ბოგვერაძე, მარიამ (13 თებერვალი, 2017). „მაიკროსოფტი ვინდოუს 10-ის დიზაინს ცვლის“. NETGAZETI.ge. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Windows_10&oldid=4663641“-დან