WonderSwan
სახელწოდების გარეშე | |
---|---|
ზედა: WonderSwan შუა: WonderSwan Color ქვედა: SwanCrystal | |
მწარმოებელი | Bandai |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეხუთე თაობა |
გამოშვების თარიღი |
WonderSwan: იაპ 4 მარტი, 1999 WonderSwan Color: იაპ 9 დეკემბერი, 2000 SwanCrystal: იაპ 12 ივლისი, 2002 |
თავდაპირველი ფასი |
|
შეწყდა | 2003 |
გაიყიდა |
3.50 მილიონი
|
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
კვება |
1 × AA ბატარეა
|
პროცესორი | NEC V30 MZ |
მეხსიერება | 512 კილობიტი (64 KB) RAM |
მონიტორი |
|
ხმა | 4 PCM არხი |
წინა | Design Master Senshi Mangajukuu |
შემდეგი | Digital Monster |
დაკავშირებული სტატიები | ტამაგოჩი |
WonderSwan — მეხუთე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, წარმოებული იაპონური კომპანია Bandai-ის მიერ. კონსოლი შექმნა იაპონელმა დიზაინერმა გუნპეი იოკოიმ, ხოლო გამოვიდა 1999 წლის 4 მარტს იაპონიაში,[1] მეხუთე თაობის ეპოქაში. მოგვიანებით გამოვიდა კონსოლის ორი ვარიანტი — WonderSwan Color და SwanCrystal. არსებობის ისტორიაში, იაპონიის გარეთ კონსოლის რაიმე სახის ვარიაცია არ გამოცემულა.
სისტემა აღჭურვილი იყო NEC-ის V30 MZ 16-ბიტიანი ცენტრალური პროცესორითა[2][3] და 64 კილობაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით. მის კონკურენტ კონსოლებთან, Nintendo-ს Game Boy Color და SNK-ის Neo Geo Pocket Color-თან შედარებით WonderSwan დაბალი ფასითა და ბატარეის ხანგრძლივობით გამოირჩეოდა. WonderSwan-ზე თამაში შესაძლებელია როგორც ვერტიკალურად, ისევე ჰორიზონტალურად განთავსებულ პოზიციაში. იგი მოიცავს თამაშების უნიკალურ ბიბლიოთეკას, შექმნილი პირველი და მესამე მხარის დეველოპერების მიერ, როგორებიცაა Squaresoft, Namco, Capcom და Banpresto. Koto Laboratories-ზე დაყრდნობით, მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა კონსოლის 10 მილიონი სათამაშო კარტრიჯი.[4]
2000 წლის 9 დეკემბერს Bandai-მ გამოსცა კონსოლის განახლებული ვერსია WonderSwan Color,[5] რომელსაც გააჩნდა ფერადი ეკრანი და მის წინამორბედთან უკუთავსებადი იყო.[6]
2002 წლის 12 ივლისს გამოვიდა კონსოლის კიდევ ერთი განახლებული ვერსია SwanCrystal. მიუხედავად დაბალი ფასისა და განახლებული LCD-ეკრანისა, SwanCrystal-მა ვერ შეძლო Game Boy Advance-ისთვის კონკურენციის გაწევა, შედეგად Bandai-მ შეწყვიტა WonderSwan-ის წარმოება 2003 წელს.[6] მას შემდეგ Game Boy Advance-ზე გამოვიდა WonderSwan-ის რამდენიმე თამაშის პორტირებული ვერსია.[7] საერთო ჯამში გაიყიდა კონსოლის 3.5 მილიონი ეგზემპლარი[8] და მოიცვა იაპონიის პორტატიული კონსოლების ბაზრის 8%.[6] მიუხედავად წარუმატებლობისა, თანამედროვე მიმოხილველები დადებითად აფასებენ WonderSwan-ის ტექნიკურ შესაძლებლობებს.
თამაშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „WonderSwan“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი (დაარქივებული) (იაპონური)
- WonderSwan — Giant Bomb
- WonderSwan — RetroGamer
- WonderSwan — OLD-COMPUTERS.COM Museum
- WonderSwan — Game Data Library
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Plunkett, Luke. (8 აპრილი, 2011) The Game Boy Creator's Last Handheld Was a Wonderful Thing. Kotaku. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2014.
- ↑ McFerran, Damien. (18 ივნისი, 2008) Handheld Classics: Bandai WonderSwan. Pocket Gamer. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო, 2017.
- ↑ Marshall, Alex. (2014–2016) WSMan rev.7. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო, 2017.
- ↑ Koto Laboratory: Products. Koto Laboratories. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-16. ციტირების თარიღი: 12 მაისი, 2014.
- ↑ Harris, Craig. (30 აგვისტო, 2000) WonderSwan Color Revealed. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-25. ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2011.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Wild, Kim (2007). „Retroinspection: WonderSwan“. Retro Gamer (36): 68–71. ISSN 1742-3155.
- ↑ Parish, Jeremy. (8 მაისი, 2014) Exploring Game Boy's True Successor, Bandai WonderSwan. USGamer. ციტირების თარიღი: 12 მაისი, 2014.
- ↑ Brunskill, Kerry (2010). „Swan Song: A WonderSwan Retrospective“. Retro Gamer (126): 45–47.
თარგი:Bandai-ს აპარატული უზრუნველყოფა
|
|