ხორცი
იერსახე
ქართული
[რედაქტირება]ხორცი
[რედაქტირება]ეტიმოლოგია
[რედაქტირება]წაკითხვა
[რედაქტირება]- ფონეტიკური ტრანსლიტერაცია (IPA): [xɔrt͡sʰi]
- აუდიო მაგალითი: ხორცი ?
- დამარცვლა: ხორ·ცი, მრ. რ. არ აქვს
- პარონიმები: ხორხი
მნიშვნელობა
[რედაქტირება]➤ ხორც-ი, ხორც-ის(ა), მრ. რ. არ აქვს | ||||||||||||||||||||||||||||||||||
|
- ადამიანის ან ცხოველის სხეულის კუნთოვანი ნაწილი.
- „ფერი კარგი ჰქონდა, ხორცი უკეთესი, სმა-ჭამა და ძილი ხომ რაღა. მეტი რა უნდა ქართველ კაცს, რომელიც ბედს და უბედობას ბალნით არჩევს“
- დაკლული (მოკლული) ცხოველის ან ფრინველის სხეული, მისი ნაწილები, რომელსაც საჭმელად იყენებენ.
- 1974: ჭაბუა ამირეჯიბი, „დათა თუთაშხია“
- „ ჩამოუარა დასტურიძემ მაგიდას, თითო ნაჭერი ხორცი ამოაკლო თითო ჩანახსა.“
- ნაყოფის რბილი ნაწილი.
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
- ადამიანის სხეული.
- 1935: ილია ჭავჭავაძე, კაცია ადამიანი?!
- „მე თუ წიგნი არ ვიცი, კაცი აღარ ვარ, ქუდი არა მხურავს, განა! ხორცი მე არ მაკლია და ფერი.“
- ფიზიკური არსებობა («სულის» საპირისპიროდ).
- „ მხოლოდ ის იქნება, რომ კახელებმა სახელი მაინც ნახეს, ხორცი გასწირეს და სული გადაირჩინეს, და ჩვენ კი სულსაც ვწყმენდავთ! … “
- გადატანით: მომაგრდება, წელს გაიმაგრებს.
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
- რთული ფუძის მეორე შემადგენელი ნაწილი.
- ავხორცი. ერთხორცი. მეტხორცი. სისხლ-ხორცი. სულ-ხორცი. ფერ-ხორცი. ძვალ-ხორცი
- მიგელ დე სერვანტესი, „დონ კიხოტ ლამანჩელი“
- „უკუნისამდე ნუ შეაკრთობენ თქვენდა ურგებად მაღმერთებელნი მკვირცხლნი, ავხორცი და ტკბილ ვნებიანი სატირნი.“
- ➤ სინონიმები: ლეში, ჩიჩია, ჯიჯია
წარმოებული ლექსიკა
[რედაქტირება]- ➤ წარმოებული სიტყვები: ხორც-წვენი, ხორციანობა, ხორციელი, ხორციჭამია, ხორცკომბინატი, ხორცმეტი, ხორცმრავალი, ხორცპროდუქტი, ხორცსავსე, ხორცსავსეობა, ხორცსაკეპი, ხორცშესხმა, ხორცშესხმული, ხორცშეუსხმელი
- ➤ შესიტყვებები: ხორცს უდნობს , ჩილა ხორცი, ხორცი მოემატება, მშრალი ხორცი, თეთრი ხორცი, შავი ხორცი, საზარბაზნე ხორცი , სულისა და ხორცის გაყრა , შუა ხორცად
- ➤ იდიომები: ხორცი ადნება • ხორცს დაყრის • სისხლსა და ხორცში გაუჯდება • ხორცით აღება • ერთ სულ და ერთ ხორც
თარგმანები
[რედაქტირება]
|
წყაროები და რესურსები
[რედაქტირება]- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტომი 8, სვეტი 1492, თბილისი, 1964 წელი.
- იხილეთ ქართული ვიკიპედიის სტატია „ხორცი“
- „ხორცი“ ქართული ენის განმარტებით ონლაინ-ლექსიკონში
- ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი, ვარლამ თოფურია, ივანე გიგინეიშვილი, თბილისი „განათლება“, 1998, გვ. 620