1. ინტეგრირებული გაკვეთილი
კლასი, სწავლების
საფეხური
პირველი კლასი, დაწყებითი დონე
საგნები ინგლისური ენა - მაია თელიაშვილი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - ინგა კაკაჩიშვილი
გაკვეთილის თემა „ჩვენ გვიყვარს ინგლისური ენა, ხატვა, ძერწვა და სიმღერა“
წინარე ცოდნა ინგლისური ენა- მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ ინგლისური
ენის ანბანი
ხელოვნება- მოსწავლეებს შეუძლიათ სხვადასხვა მასალის
გამოყენებით (პლასტელინი, ფერადი ფანქრები, მაკრატელი)
სხვადასხვა ნამუშევრების (აპლიკაცია) შექმნა.
გაკვეთილის მიზანი წინარე ცოდნიდან გამომდინარე გაკვეთილის ბოლოს
მოსწავლეები შესძლებენ ინგლისურ ენასა და ხელოვნებაში
მიღებული ცოდნის ინტეგრირებას, ანბანის ასოების გამოძერწვას,
ფერად ქაღალდებზემოცემული ასოების ელემენტების გამოჭრას,
მათგან ასოს აწყობასაა და სწორად დაწებებას (აპლიკაციის
შექმნას) სუფთა ფურცელზე,დიდი და პატარა ასოების
ერთმანეთთან სხვადასხვა ფერის ხაზებით დაკავშირებას, ასოებისა
და შესაბამისი სურათების დაკავშირებას ნეთბუქებში
ეროვნული სასწავლო
გეგმის მიზნები და
ინდიკატორები
(სტანდარტთან
შესაბამისობა)
ინგლისური ენა
-მიმართულება: მოსმენა
უცხ.დ.I.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებების
გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე
(ადექი, დაჯექი, მოდი დაფასთან, გადაშალე წიგნი და სხვა).
მიმართულება: კითხვა
უცხ.დ.I.5. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობი და ხშირად გამოყენებული
სიტყვების ორთოგრაფიული ხატის1 პირდაპირი გზით
(გაშიფრვის გარეშე) ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ამოიცნობს საკუთარ და თანაკლასელების სახელებს;
ამოიცნობს ზეპირმეტყველებაში შესწავლილ და ხშირად
გამოყენებულ სიტყვებს;
უცხ.დ.I.6. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების
გაშიფრვა-წაკითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ასხვავებს მთავრულ და არამთავრულ ასოებს;
2. მიმართულება: წერა
უცხ.დ.I.7. მოსწავლეს შეუძლია ასოების, სიტყვების წერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
აღწერს კონკრეტული ასოს ზედა/ქვედა/შუა ნაწილებს (მაგ.,
სად არის სწორი ხაზი, რგოლი, რკალი; საით მრგვალდება
რკალი; რამდენი რკალია და ა.შ.);
ხელის სწორი მოძრაობით გამოსახავს ნაცნობი ასოს ფორმას;
მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.დ.I.9. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების,
ჟღერადობების, ინტონაციების აღქმა, მიბაძვა-
გამეორება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს
სიმღერებს;
ლექსის/სიმღერის შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს
არავერბალურ მეტყველებას (ინტონაციას, მიმიკას,
ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
უცხ.დ.I.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის
ორგანიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მოაქვს საჭირო ნივთები;
ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას;
ცდილობს, დაიცვას დროის ლიმიტი ყველა ტიპის
აქტივობის შესრულებისას.
ხელოვნება
ს.გ.I.1. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ერთი
ან რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის
შექმნისას
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე :
ნამუშევარში იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს
ს.გ.I.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას,
ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
იყენებს ფანქრებს, პასტელს, ფლომასტერებს, პლასტელინს,
ნამუშევრის შესაქმნელა
ფერადი ქაღალდებით, მუყაოთი, ბუნებრივი მასალით
ქმნის აპლიკაციას, კოლაჟს.
3. ინტეგრირებული
უნარ-ჩვევები
(განსავითარებელი
უნარ-ჩვევები)
მოტორული და მარტივი შრომითი საქმიანობის
ელემენტარული უნარ-ჩვევა
ძერწვის მოტორული ჩვევები
აპლიკაციის ტექნიკით გამოსახულების შექმნის (კერძოდ
ინგლისური ენის ანბანის ასოების) უნარი
ჯგუფში მუშაობის, ურთიერთ პატივისცემის, აზრთა
გაცვლისა და გაზიარების უნარი
არსებული ცოდნის (ნასწავლი ასოების) სხვა ფორმით
(აპლიკაციით, ნაძერწით) წარმოჩენის უნარი
ურადღების კონცენტრირებისა და დროის ლიმიტის
დაცვის უნარი
ელემენტარული კომპიუტერული უნარები
Wordის ფურცელზე საგნის მონიშვნა და მისი შესაბამის
ასოსთან დაკავშირება
სწავლების
სტრატეგიები
კლასის ორგანიზება წყვილებში, ჯგუფური, ინდივიდუალური, მთელი კლასი
მოსალოდნელი
პრობლემები
შესალებელია აპლიკაციის შექმნისას ზოგ მოსწავლეს გაუჭირდეს
ასოს სწორად აგება, ჯგუფში მუშაობისას მოხდეს რომელიმე
მოსწავლის პასიურობა ან ვერ განაწილდეს როლები მოსწავლეების
მიერ
გამოყენებული
რესურსები
ფერადი ფანქრები, პლასტელინი, ლეპტოპი, პროექტორი,
მოსწავლეთა ნეთბუქები, ასოებისა და შესაბამისი სიტყვების
ბარათები, დიდი და პატარა ასოების ბარათები
4. გაკვეთილის მსვლელობა
N აქტივობის მიზანი და
სტანდარტთან
შესაბამისობა
აქტივობა კლასის
ორგანიზება
დრო რესურსი
1 მოთელვა, ასოების
წარდგენა, უცხ.დ.I.9
ინგლისური ენის მასწავლებელი ურიგებს
მოსწავლეებს ბარათებს, რომლებზეც
მოცემულია დიდი და პატარა ასოები და ამ
ასოებზე დაწყებული სიტყვების სურათები.
მაგ: Aa- apple, Bb-ballდა ა.შ. შემდეგ
სთხოვს მათ ყურადღებით მოუსმინონ და
უყურონ სიმღერას და თითოეული ასოს
გამოჩენისას რიგ-რიგობით
თანმიმდევრულად გამოვიდნენ დაფასთან,
დადგნენ ისე რომ ანბანის ასოები სწორად
იყოს განლაგებული ( პირველი მოსმენა),
მეორე მოსმენაზე უნდა იმღერონ სიმღერა
და თან რიგ-რიგობით ასწიონ ბარათები
მაღლა.
მთელი კლასი, 5-6
წთ
ლეპტოპი,
ბარათები1,
სიმღერა
Youtube-დან
2 ნაცნობი ასოების
კომბინაციიდან
სიტყვების ამოკითხვა
უცხ.დ.I.5.
ინგ. მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს
ბარათებზე დაწერილ ასოთა კომბინაციას
ანუ სიტყვებს და სთხოვს მათ ამოიკითხონ
ასოები და მიიღონ სიტვა, შემდეგ
ატრიალებს ბარათის მეორე მხარეს სადაც
მოცემულია შესაბამისი სიტყვის სურათი
და მოსწავლეებს აჩვენებს, რამდენად
სწორად ამოიკითხეს სიტყვა
მთელი კლასი 2 წთ ბარათები2
3 დიდი და პატარა
ასოების ერთმანეთთან
დაკავშირება, სწორი და
მრუდე ხაზების გავლება
უცხ.დ.I.6.
ს.გ.I.1.
ინგლისური ენის მასწავლებელი ურიგებს
მოსწავლეებს ბარათებს და სთხოვს მათ
წყვილებში იმუშაონ და დააკავშირონ
დიდი ასოები შესაბამის პატარა ასოებთან,
ხელოვნების მასწავლებელი კი სთხოვს მათ
იმუშაონ ფერადი ფანქრებით,გაავლონ
სწორი ხაზები, სადაც საჭიროა მრუდეები
და ყველა სხვადასხვა ასო სხვადასხვა
ფერის ფანქრით დააკავშირონ.
წყვილები 3-4
წთ
ბარათები3,
ფერადი
ფანქრები
4 ელემენტარული
კომპიუტერული უნარ-
ჩვევის განვითარება,
ხელოვნებისა და ინგლისურის
მასწავლებლები წინასწარ ქმნიან Wordის
ფურცელზე სამუშაო მასალას. მოცემულია
რამდენიმე სურათი და ის ასოები,რაზეს ეს
სიტყვები იწყება, მოსწავლეების
ნეთბუკებში ხდება ამ მასალის გადაგზავნა.
მასწავლებლები სთხოვენ მოსწავლეებს
ინდივიდუალ
ური
4წთ მოსწავლეთა
ნეთბუქები
5. მაუსის დაწკაპუნებიტ მონიშნონ სურათი
და დაუკავშირონ შესაბამის ასოს
5 განტვირთვა მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს
განთვირთვის მიზნით კვლავ იმღერონ
ანბანის ასოებზე ერთი ნაცნობი სიმღერა
მთელი კლასი 2 წთ ლეპტოპი
6 ინგლისური ასოების
გამოძერწვა, ასოს
შემადგენელი
ცალკეული ელემენტის
გამოჭრა და ასოს აწყობა
(აპლიკაციის მსგავსად),
ჯგუფური მუშაობის,
ორგანიზებულობის,დრო
ის ლიმიტის
განაწილების,
ნამუშევრის შექმნის
უნარების განვითარება,
უცხ.დ.I.7. უცხ.დ.I.12.
ს.გ.I.2.
მოსწავლეები იყოფიან 5 ჯგუფად, თითო
ჯგუფში 4 მოსწავლე. ორ ჯგუფს ურიგებენ
პლასტელინებსა და ბარათებს, რომლებზეც
გამოსახულია ინგლისურის სამ-სამი ასო
და სთხოვენ გამოძერწონ მოცემული
ასოები და შემდეგ ბარათებზე დააკრან.
დანარჩენ სამი ჯგუფის მოსწავლეებს
ურიგებენ ბარათებს , რომლებზეც
მოცემულია ასევე სამ-სამი ასოს
შემადგენელი ელემენტები და სთხოვენ
მოსწავლეებს ჯერ გამოჭრან ეს
ელემენტები, შემდეგ ააწყონ სწორი ასოები
და ყველა ასო სხვადასხვა ფერად
გააფერადონ.მოსწავლეები აკვირდებიან
ასოების მოხაზულობას და ცდილობენ
ყველა ასო სწორად გამოძერწონ და ააწყონ.
ასევე აუცილებელი პირობაა რომ
მოსწავლეებმა იმუშაონ ჯგუფში
შეთანხმებულად
ჯგუფური 15
წთ
ბარათები4
და 5,
პლასტელინი,
ფერადი
ფანქრები,
წებო
6 შეფასება მასწავლებლები აფასებენ მოსწავლეების
ნამუშევრებს და მათ წინასწარ
გამზადებული ცხრილის მიხედვით (
ჯგუფური მუშაობის წესები), ასევე
ნამუშევრების შესრულების ხარისხისა და
სისწორის შესაბამისად აქებენ, აძლევენ
სიტყვიერ შეფასებას, ნამუშევრები კი
იკვრება სპეციალურად გამოყოფილ
კუთხეში საკლასო ოთახში
2-3
წთ
9. ბარათი 5
გამოჭერი ასოს ელემენტები, ააწყე ასოები, დააწებე ფურცელზე და შემდეგ გააფერადე
სხვადასხვა ასო სხვადასხვა ფერით
10. ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი /
შკალა
დაბალი საშუალო კარგი საუკეთესო
მონაწილეების
ჩართულობა
არ არიან
ჩართულები.
იშვიათად
ერთვებიან.
არიან ჩართულები. გამოთქვამენ საკუთარ
მოსაზრებებს.
მონაწილეებს
შორის
კომუნიკაცია
არ უსმენენ
ერთმანეთს.პატივს
არ სცემენ
ერთმანეთის აზრს.
არ მსჯელობენ.
იშვიათად უსმენენ
ერთმანეთს.
იშვიათადად
პატივს სცემენ
ერთმანეთის აზრს,
ვერ მსჯელობენ.
აქტიურად უსმენენ
ერთმანეთს. პატივს
სცემენ ერთმანეთის აზრს.
მიმართავენ პოზიტიურ
კრიტიკას. კარგად
მსჯელობენ.
აქტიურად უსმენენ
ერთმანეთს.
პატივს სცემენ
ერთმანეთის აზრს.
მიმართავენ პოზიტიურ
კრიტიკას. მსჯელობენ.
ლიდერობა ჯგუფში არ არის
ლიდერი. ვერ
იღებენ
გადაწყვეტილებებს
კონსენსუსით.
იშვიათადად
გამოიკვეთება
ჯგუფში ლიდერი.
იშვიათად იღებენ
გადაწყვეტილებებს
კონსენსუსით.
გამოიკვეთება ჯგუფში
ლიდერი.ხშირად იღებენ
გადაწყვეტილებებს
კონსენსუსით.
ჯგუფში არის ლიდერი.
ყველა წევრს აქვს
ლიდერობის საშუალება.
იღებენ
გადაწყვეტილებებს
კონსენსუსით.
როლების
გადანაწილება
და შესრულება
არ არის ჯგუფში
განაწილებული
როლები.
არის ჯგუფში
განაწილებული
როლები. წევრები
ვერ ინარჩუნებენ
საკუთარ როლს.
მკაფიოდ არის ჯგუფში
განაწილებული როლები.
წევრები ინარჩუნებენ
საკუთარ როლს.
როლები მკაფიოდ არის
განაწილებული.
როლები
გაცნობიერებულია.
წევრები ინარჩუნებენ
საკუთარ როლს.
სასწავლო
ამოცანის
შესრულება
არ უსმენენ და არ
იზიარებენ
სასწავლო
ამოცანის
ინსტრუქციას.
საბოლოო შედეგი
გაუაზრებელია.
იშვიათად უსმენენ
და იზიარებენ
სასწავლო
ამოცანის
ინსტრუქციას.
საბოლოო შედეგი
გაუაზრებელია.
ყურადრებით უსმენენ და
იზიარებენ სასწავლო
ამოცანის ინსტრუქციას.
საბოლოო შედეგი კარგად
გააზრებულია.
ყურადღებით ისმენენ
და იაზრებენ სასწავლო
ამოცანის ინსტრუქციას.
საბოლოო შედეგი
გააზრებულია.
ორგანიზება ვერ მართავენ
დროს და ვერ
იცავენ
რეგლამენტს.
იშვიათად
მართავენ დროს და
იცავენ
რეგლამენტს.
კარგად მართავენ დროს
და იცავენ რეგლამენტს.
მართავენ დროს. იცავენ
რეგლამენტს.
11. გაკვეთილის რეფლექსია
მოცემული ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა 2012 წლის თებერვალში I კლასში
ინგლისური ენისა და ხელოვნების მასწავლებლების მიერ. გაკვეთილი იყო შემაჯამებელი
ტიპის, ორივე საგანში მოსწავლეების წინარე ცოდნის გათვალისწინებით ერთობლივად
მოხდა ესგ-ს მიხედით გაკვეთილის მიზნებისა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა.
კლასში არიან ძალიან აქტიური, გონიერი და მოტივირებული მოსწავლეები,მათ საკმაოდ
კარგად აქვთ შესწავლილი ინგლისური ენის ანბანი, ძალიან კარგად ცნობენ თითოეულ ასოს,
ანსხვავებენ დიდ და პატარა ასოებს, შეუძლიათ მათი ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე
ხელოვნების გაკვეთილებზე მუშაობდნენ სხვადასხვა მასალებზე, იციან ძერწვა,
აპლიკაციების შექმნა. მოცემული გაკვეთილის მიზანი იყო ორივეე საგანში არსებული
ცოდნისა და შეძენილი უნარ-ჩვევების ინტეგრირება, თუ რამდენად შესძლებდნენ
მოსწავლეები ანბანის ასოების სხვადასხვა ფორმით წარმოჩენას,მათ გამოძერწვას, აწყობასა
და აპლიკაციის გაკეთებას.
პირველი აქტივობა ძალიან სახალისო აღმოჩნდა, მოსწავლეები ხალისით გამორბოდნენ
დაფასთან, კარგად გაართვეს თავი და ადვილად დადგნენ ისე, რომ ასოები
თანმიმდევრულად განლაგდა. აქ მოგვიხდა დამსწრე მასწავლებლების ჩართვაც, ვინაიდან
მოსწავლეების რაოდენობა არ იყო საკმარისი და 6 ასო მასწავლებლებმა გავინაწილეთ,
მასწავლებლების მონაწილეობამ აქტივობაში განსაკუთრებით გაახალისა მოსწავლეები.
მოსწავლეებმა შემდგომ აქტივობებსაც კარგად გაართვეს თავი. მათ არ გასჭირვებიათ
სიტყვების ამოკითხვა, ძალიან ადვილად იცნობდნენ ყველა სიტყვას. მიზანი აქაც მიღწეული
იყო.
განსაკუთრებული ხალისით მუშაობდნენ ნეთბუქებში, საკმაოდ მოკლე დროში დააკავშირეს
ასოები სურათებთან. თითოეული მათგანი კარგად ფლობს ელემენტარულ კომპიუტერულ
უნარ-ჩვევებს და ეს აქტივობაც შედეგიანი აღმოჩნდა.
რაც შეეხება მე-6 აქტივობას, ეს იყო ყველაზე შრომატევადი და ცოტათი
რთული.მოსწავლეები დიდი ყურადღებით აკვირდებოდნენ თითოეული ასოს
მოხაზულობას და ცდილობდნენ სწორად გამოეძერწათ.ხოლო აპლიკაციის აგებისას
მოსწავლეებმა საბედნიეროდ სირთულეების ( რაც წინასწარ გვქონდა
გათვალისწინებული)გარეშე მოახერხეს ასოების სწორად აწყობა. მოსწავლეებმა კარგად
გაართვეს თავი დავალებას, თუმცა ორ ჯგუფში შეიქმნა პრობლემა, მოხდა მათ შორის მცირე
კამათი დავალების განაწილებისას, პრობლემის გადაჭრის მიზნით მოვახდინეთ ჯგუფებში
მოსწავლეთა შეცვლა ისე რომ ყველას შესძლებოდა უპრობლემოდ მუშაობა.
12. ვთვლით, რომ გაკვეთილის მიზნები სრულად იქნა მიღწეული, მოსწავლეებმა შესძლეს
მოცემული დავალებების კარგად შესრულება, გამოავლინეს ჯგუფური მუშაობის უნარ-
ჩვევების კარგი ცოდნა. ეროვნული სასწავლო გეგმის ყველა მოთხოვნა რაც გვქონდა
დასახული, მიღწეულ იქნა, აქტივობები ერთმანეთთან ლოგიკურად იყო დაკავშირებული.
აღნიშნულმა აქტივობებმა უზრუნველყვეს ყველა მოსწავლის მაქსიმალური ჩართულობა ,
ხოლო გამოყენებულმა რესურსებმა გაკვეთილი უფრო ეფექტური, სახალისო და შედეგიანი
გახადა, ყველა აქტივობის შესრულება მოხდა წინასწარ განსაზღვრულ დროში.
გარდა ამისა დამსწრე პედაგოგებმა: ჯულიეტა საანიშვილმა, მარინა ჯანაშვილმა, ნინო
დარბაიძემა და ირა გოგილაშვილმა შეავსეს საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის სქემა.
მათი თვალთახედვით ჩატარებულ გაკვეთილზე სრულად იყო მიღწეული დასახული
მიზნები, სწორად იყო განაწილებული დრო, ლოგიკურად იყო დაკავშირებული აქტივობები
და მეთოდები, რომლებიცუზრუნველყოფდა მოსწავლეების მაქსიმალურად ჩაართულობას
და სასწავლო შედეგის მიღწევას.
ვთვლი, რომ საბოლოოდ გაკვეთილი საინტერესო და სახალისო გამოვიდა,რაც
აღნიშნეს ბავშვებმაც და დამსწრე პედაგოგებმაც. შერჩეული სტრატეგიები ეფექტური
აღმოჩნდა, სწორად იყო გათვლილი დრო და აქტივობები თანმიმდევრულად იყო
განაწილებული.
პედაგოგი: მაია თელიაშვილი