ბარბიტურატები
იერსახე
ბარბიტურატები — ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი სამკურნალო ნივთიერებათა ჯგუფი; ძილის მომგვრელი, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ნარკოტიკული მოქმედების პრეპარატები. განარჩევენ ხანგრძლივი (ბარბიტალი, ფენობარბიტალი, ბარბიტალ-ნატრიუმი), საშუალო (ციკლობარბიტალი, ბარბამილი, ეტამინალ-ნატრიუმი) და ხანმოკლე მოქმედების (ჰექობარბიტალი) ბარბიტურატებს. ბარბიტურატები შეჰყავთ კუნთებში, ვენაში (ძირითადად ნარკოზისათვის) ან სწორ ნაწლავში; შინაგანი ხმარებისათვის იყენებენ ფხვნილებს და ტაბლეტებს. ბარბიტურატები აძლიერებს ნარკოტიკული, საანესთეზიო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მოქმედებას, მაგრამ მათი ხანგრძლივად მიღება შეიძლება მავნე ჩვევად იქცეს.[1] ბარბიტურატები ზოგჯერ იწვევს ალერგიას ან პირუკუ რეაქციებს — მოუსვენრობას, აგზნებას და ა.შ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 205.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- U.S. Drug Enforcement Administration Source for some public domain text used on this page.
- History of Barbiturates
- National Institute on Drug Abuse: "NIDA for Teens: Prescription Depressant Medications".
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ იხილეთ ნარკომანია.