Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ბაჰრეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაჰრეინის სამეფო
არაბ. مملكة البحرين
ბაჰრეინი
ბაჰრეინის
ჰიმნი:  بحريننا  (ბაჰრაინონა)
"ჩვენი ბაჰრეინი"
ბაჰრეინის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
მანამა
26°13′ ჩ. გ. 50°35′ ა. გ. / 26.217° ჩ. გ. 50.583° ა. გ. / 26.217; 50.583
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე ჰამად იბნ ისა ალ-ჰალიფა
ფართობი
 -  სულ 741 კმ2 (189-ე)
მოსახლეობა
 -  2016 შეფასებით 1,425,171 (150-ე)
 -  სიმჭიდროვე 2,007.1 კაცი/კმ2 (მე-7)
მშპ (მუპ)  შეფასებით
 -  სულ $100.922 მილიარდი (96-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $ 51,956 (13-ე)
აგი (2007) 0.824 (მაღალი) (47-ე)
ვალუტა ბაჰრეინის დინარი (BHD)
დროის სარტყელი UTC+03:00
ქვეყნის კოდი BHR
Internet TLD .bh
სატელეფონო კოდი 973

ბაჰრეინი (არაბ. البحرين‎ ალ-ბაჰრაინ), ოფიციალურად ბაჰრეინის სამეფო (არაბ. مملكة البحرين მიამლაქა ალ-ბაჰრაინ) — სამეფო სპარსეთის ყურის ამავე დასახელების არქიპელაგზე. ბაჰრეინი აზიის მესამე ყველაზე პატარა ქვეყანაა მალდივისა და სინგაპურის შემდეგ.

გეოგრაფია და ბუნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაჰრეინის შემადგენლობაში შედის კონტინენტური და მარჯნის კუნძულების ჯგუფი (20-ზე მეტი). შედარებით დიდი კუნძულებია: ბაჰრეინი, მუჰარაკი, სითრა, უმ-ნასანი, ჰავარი. ზედაპირი დაბლობია (135 მ-მდე). აგებულია უმთავრესად კირქვებით. ჰავა გარდამავალია ტროპიკულიდან სუბტროპიკულისაკენ. იანვრის საშუალო ტემპერატურა 16 °C-ია, ივლის-აგვისტოსი - 37 °C. ნალექები დაახლოებით 90 მმ-ია წელიწადში. ჭარბობს ტროპიკული უდაბნოს ლანდშაფტები.

2010 წელს, ბაჰრეინის მოსახლეობამ 1.2 მილიონამდე მიაღწია, რომელთაგან 568,399 ბაჰრეინელი და 666,172 უცხოელი.

რელიგია ბაჰრეინში[1]
მუსლიმი
  
70.3%
ქრისტიანი
  
14.5%
ინდუისტი
  
9.8%
ბუდისტი
  
2.5%
ებრაელი
  
0.6%
სხვა
  
0.4%
ათეისტი
  
1.9%

ბაჰრეინის ოფიციალური რელიგია არის ისლამი და ბაჰრეინელების უმეტესობა მუსლიმანია. უმრავლესობა მუსლიმანებისა არის შიიტი. ქრისტიანობა მეორე ყველაზე გავრცელებული რელიგიაა ბაჰრეინში და არის ორად გაყოფილი: ბაჰრეინელი ქრისტიანები და უცხოელი ქრისტიანები, რომლებიც შეადგენენ უცხოელების უმრავლესობას. იუდაიზმის მიმდევრები არიან 36-50 ქვეყანაში. ებრაელების უმრავლესობა, რომელებიც ცხოვრობდნენ ბაჰრეინში, ისრაელში გადასახლდნენ. იმიგრაციამ სამხრეთ-აზიის ქვეყნებიდან (ინდოეთი, ფილიპინები და შრი ლანკა), მუსლიმანების პროცენტი დააწევინა. ბაჰრეინის ოპოზიციამ ბაჰრეინის მთავრობას დაანაშაულა სირიელი გადმოსახლებულებისთვის ბაჰრეინული მოქალექეობის მიცემისათვის, რაც მთავრობამ უარყო.

ბაჰრეინელები არიან ეთნიკურად მრავალფენოვანი. შიიტი ბაჰრეინელები არიან გაყოფილი ორ მთავარ ეთნიკურ ჯგუფად: ბაჰარნები და აჟამები. უდიდესი შიიტების ნაწილი ბაჰარნები არიან. აჟამები ეთნიკურად სპარსელები არიან და ცხოვრობენ მანამასა და მუჰარაქში. სუნიტი ბაჰრეინელებიც არიან ორად გაყოფილი: არაბები და ჰუვალები. არაბები რომლებიც არიან სუნიტები არიან ყველაზე ძლიერი ეთნიკური ჯგუფი ბაჰრეინში და იკავებენ დიდ ადგილებს პოლიტაში. ტრადიციულად ისინი ცხოვრობდნენ მუჰარაქში, ზალაქში, რიფაში და ჰავარის კუნძულზე. ჰუვალები არიან სპარსელების შთამომავლები. ბაჰრეინელები რომლებსაც აქვთ აფრიკული ფესვები არიან აღმოსავლეთ აფრიკიდან.

ბაჰრეინის შესახებ პირველი ცნობები ძვ. წ. III ათასწლეულს განეკუთვნება. ახ. წ. დასაწყისში ბაჰრეინი არაბული სამთავრო იყო. IV-VI საუკუნეებში შედიოდა ჯერ სასანიანთა იმპერიის, ხოლო შემდეგ - არაბთა სახალიფოს შემადგენლობაში. IX საუკუნის ბოლოს ბაჰრეინში გაბატონდნენ კარმატები, რომლებმაც X-XI საუკუნეებში იგი თავიანთი სახელმწიფოს ცენტრად აქციეს. XIII საუკუნის შუა წლებში ბაჰრეინმა ხანმოკლე დამოუკიდებლობა მოიპოვა, თუმცა შემდეგ ჰორმუზის საამირომ შეიერთა. 1521-1602 წლებში ბაჰრეინს განაგებდნენ პორტუგალიელები, რომლებიც XVII საუკუნის დამდეგს განდევნა ირანის ჯარმა ალავერდი-ხანის (უნდილაძის) მეთაურობით, რის შემდეგაც ის სეფიანთა იმპერიის მფლობელობაში აღმოჩნდა.

1783 წელს ალ-ხალიფას საგვარეულოს არაბმა შეიხებმა ბაჰრეინი დამოუკიდებელ სამთავროდ გამოაცხადეს. 1871 წელს ბაჰრეინზე დაწესდა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი, ფაქტობრივად კი ის კოლონიად იქცა. პირველი მსოფლიო ომის წლებში ბაჰრეინზე შეიქმნა დიდი ბრიტანეთის მსხვილი სამხედრო ბაზა. ირანის მთავრობა ბაჰრეინს უკანონოდ მიტაცებულ ირანის ტერიტორიად მიიჩნევდა. XX საუკუნის 20-იანი წლების დასასრულს ბაჰრეინში ამერიკულმა ნავთობის მონოპოლიებმა მოიკიდეს ფეხი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბაჰრეინში გაძლიერდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. დიდმა ბრიტანეთმა ანტიიმპერიალისტური გამოსვლების ჩასახშობად სამხედრო ძალები გამოიყენა. 1970 წლის იანვარში ბაჰრეინში პირველად შეიქმნა ადგილობრივი მთავრობა - სახელმწიფო საბჭო 12 მინისტრის შემადგენლობით.

დიდი ბრიტანეთისა და ირანის მთავრობების თხოვნით გაეროს გენერალურმა მდივანმა 1970 წლის გაზაფხულზე ბაჰრეინში გაგზავნა საგანგებო მისია, რათა გაერკვია მოსახლეობის დამოკიდებულება ქვეყნის მომავალი სტატუსისადმი. რეფერენდუმზე (1970 წლის აპრილში) მოსახლეობის უმეტესობამ ბაჰრეინისათვის დამოუკიდებლობის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 1970 წლის 11 მაისს რეფერენდუმის შედეგები მოიწონა გაეროს უშიშროების საბჭომ. 1971 წლის 14 აგვისტოს სამთავროს მმართველმა, შეიხ ისა ბენ სალმან ალ-ხალიფამ გამოაცხადა ბაჰრეინის დამოუკიდებლობა. 1971 წლის 11 სექტემბერს ბაჰრეინი მიიღეს არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში, ხოლო 1971 წლის 21 სექტემბერს - გაეროში. 1975 — დათხოვილია პარლამენტი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Pew Research Center's Religion & Public Life Project: Bahrain. Pew Research Center. 2010.