Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

გლარუსის კანტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კანტონი
გლარუსი
Glarus
დროშა გერბი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ადმ. ცენტრი გლარუსი
შიდა დაყოფა გლარუსი, Glarus Nord და Glarus Süd
კოორდინატები 46°59′00″ ჩ. გ. 9°04′00″ ა. გ. / 46.98333° ჩ. გ. 9.06667° ა. გ. / 46.98333; 9.06667
დაარსდა 1352
ფართობი 685,3 კმ²
ოფიციალური ენა გერმანული ენა
სალაპარაკო ენები გერმანული
მოსახლეობა 38 608 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 56 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საავტომობილო კოდი GL
ოფიციალური საიტი gl.ch

გლარუსიკანტონი აღმოსავლეთ შვეიცარიაში. დედაქალაქია გლარუსი. მოსახლეობა ალემანური გერმანულის დიალექტის სახესხვაობაზე საუბრობს. 81% ქრისტიანია, ძირითადად პროტესტანტები და კათოლიკეები. 2010 წლის მონაცემებით, მთლიანი მოსახლეობა 38 608 ადამიანს შეადგენს.

კანტონის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული რელიგიასთან. მდინარე ლინტის ხეობის მოსახლეობა ქრისტიანობაზე II საუკუნეში ირლანდიელმა ბერმა წმინდა ფრიდოლინმა მოაქცია, რომელიც ამჟამინდელ გერბზეა გამოსახული. ბაზელის სიახლოვეს მან ზეკინგენის სააბატო დააარსა. IX საუკუნეში, გლარუსის მთელი ტერიტორია სააბატოს კუთვნილებაში იყო. 1288 წლისთვის, ჰაბსბურგებმა თანდათან გამოთქვეს პრეტენზიები ამ ტერიტორიაზე. 1352 წელს კანტონი შვეიცარიის კონფედერაციაში შევიდა. 1388 წლის 9 აპრილს, შვეიცარიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროს ავსტრიასთან, ქალაქ ნეფლესთან, შვეიცარიელებმა სასტიკად დაამარცხეს ავსტრიის ძალები.

გლარუსის კანტონისთვის დამახასიათებელია მდინარე ლინტისა და სერნტფალის ღრმა ხეობები. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მთიანია. უმაღლესი წერტილია გლარნის ალპებში მდებარე ტედის მთა.

კანტონის გეოგრაფიამ XVII საუკუნეში ხელი შეუწყო ფიქლების მოპოვებითი სამუშაოების დაწყებას. გარსშემორტყმული მთები ინდუსტრიალიზაციისათვის ასევე ძლიერ ხელსაყრელი იყო. XVIII საუკუნეში მნიშვნელოვანი იყო ბამბის დართვა, რაც ტრადიციულ შალის დართვას ავსებდა. ინდუსტრიალიზაციამ ჰიდროელექტროსადგურები მოიტანა, მოგვიანებით კი დანადგარების წარმოება, მეტალურგია და ქაღალდის საწარმოები.

სამრეწველო უპირატესობებმა ვერ განდევნა მეცხოველეობა. მთიან არეალებში აშენებენ მსხვილფეხა რქოსან საქონელს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]