Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

გერმანული ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გერმანული)
გერმანული ენა
deutsche Sprache
გავრცელებულია დროშა: გერმანია გერმანია

დროშა: ავსტრია ავსტრია
დროშა: შვეიცარია შვეიცარია
დროშა: ყაზახეთი ყაზახეთი
დროშა: პოლონეთი პოლონეთი
იტალიის დროშა იტალია
დროშა: პარაგვაი პარაგვაი
ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი
დროშა: რუმინეთი რუმინეთი
დროშა: ჩეხეთი ჩეხეთი
დროშა: უნგრეთი უნგრეთი
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
დროშა: უკრაინა უკრაინა
ლიხტენშტაინის დროშა ლიხტენშტაინი
დროშა: დანია დანია
დროშა: ბელგია ბელგია
დროშა: ნამიბია ნამიბია
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
სლოვენიის დროშა სლოვენია

მოლაპარაკეთა რაოდენობა მშობლიური ენა: დაახ. 105 მლნ.
მეორე ენა: დაახ. 80 მლნ.
ოფიციალური სტატუსი დროშა: გერმანია გერმანია[1]
დროშა: ავსტრია ავსტრია[1]
ლიხტენშტაინის დროშა ლიხტენშტაინი[2]
დროშა: შვეიცარია შვეიცარია[1]
ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი[3]
დროშა: ბელგია ბელგია[4]

დროშა: ევროპის კავშირი ევროკავშირი[5]
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდო-ევროპული ენები
გერმანიკული ენები
დასავლეთ-გერმანიკული ენები
გერმანული ენა
დამწერლობის სისტემა ლათინური დამწერლობა
ენის კოდები ISO 639-1:
de

ISO 639-2

ger (B)
deu (T)
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-de}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიაგერმანული ენა

გერმანული ენა (გერმ. Deutsch [ˈdɔʏtʃ]) — გერმანიის, ავსტრიისა და ლიხტენშტაინის ოფიციალური და შვეიცარიის, ლუქსემბურგისა და ბელგიის ერთ-ერთი ოფიციალური ენა. გერმანული ინგლისურთან, ნიდერლანდურთან და ფრიზიულთან ერთად ინდოევროპული ოჯახის დასავლეთ-გერმანიკული ენების ჯგუფს მიეკუთვნება.[1]

გავრცელება და სტატუსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ოფიციალური ენა
ფრანგულთან და ლუქსემბურგულთან ერთად.
ფრანგულთან და ნიდერლანდურთან ერთად.
ფრანგულთან, იტალიურთან და რეტო-რომანულთან ერთად.
გავრცელების არეალი

სიტყვა „deutsch“-ის ეტიმოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეტიმოლოგიურად სიტყვა „deutsch“ მომდინარეობს ძველგერმანული სიტყვისგან „თიოდა“ (thioda, thiodisk), რაც „ხალხის კუთვნილს“, „ეროვნულს“, „ხალხის ენაზე მოლაპარაკეს“ ნიშნავს. ამ სიტყვიდან მოდის ასევე ლათინური სიტყვა „theodisce“, რომელსაც იმ ერების აღსანიშნავად იყენებდნენ, რომლებიც ლათინურად არ საუბრობდნენ, კერძოდ, ამ შემთხვევაში გერმანელებისა და ნიდერლანდელების. ნიდერლანდელები იმხანად ჯერ კიდევ არ მოიაზრებდნენ თავიანთ თავს გერმანელებისაგან გამოყოფით ცალკე.

გერმანული ენის ისტორია იწყება VIII—IX სს-ში ძველი ზემოგერმანული (Althochdeutsch) დიალექტების საფუძველზე. XIII—XV სს-ში განაგრძობს განვითარებას საშუალო ზემოგერმანულის (Mittelhochdeutsch) სახელწოდებით, XV ს-დან კი სრულიად ახალი სალიტურატურო გერმანული (Neuhochdeutsch) ენა იწყებს ჩამოყალიბებას.[6] უძველესი წერილობითი ძეგლებია: სანტ-გალენის ლათინურ-გერმანული გლოსარიუმი (VIII ს.), შესრულებული ალემანურ დიალექტზე, ისიდორეს ტრაქტატის თარგმანი რაინის ფრანკულ დიალექტზე (IX ს-ის დასაწყისი).

გერმანიის ტერიტორიაზე შუა საუკუნებში მრავლად იყო პატარ-პატარა ტერიტორიული წარმონაქმნები, რამაც განაპირობა საკმაოდ განსხვავებული დიალექტების წარმოქმნა. დიალექტთა მრავალფეროვნება ხელს უშლიდა საერთო გერმანული ენისა და კულტურის განვითარებას. ამის გამო, მე-13 საუკუნის დასაწყისში, გერმანელმა პოეტებმა და მწერლებმა თავის შემოქმედებაში დიალექტური სიტყვების ხმარება აიკრძალეს. სწორედ ეს დრო ითვლება საერთო გერმანული სამწერლობო, ლიტერატურული ენის შექმნის პირველ მცდელობად.

1521 წელს მარტინ ლუთერმა თარგმნა ახალი, ხოლო 1534 წელს ძველი აღთქმა, რითაც მან განვითარების სრულიად საფეხურზე აიყვანა გერმანული ენა.

ევროპის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც სალიტერატურო ენა ძირითადად დედაქალაქის დიალექტს ეფუძნება, გერმანული სამწერლობო ენა შუალედურია ჩრდილოეთისა და სამხრეთის დიალექტებს შორის და ადგილობრივად ითვლება მხოლოდ ჰანოვერში. სალიტერატურო ენამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სწრაფად ჩაანაცვლა ადგილობრივი დიალექტები, ხოლო სამხრეთ გერმანიაში ჯერ კიდევ უფრო მეტად განსხვავებულ დიალექტებზე საუბრობენ.

გერმანული ენის განვითარების პერიოდები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1. 750–1050: ძველი ზემოგერმანული ენა (Althochdeutsch)
2. 1050–1350: საშუალო ზემოგერმანული ენა (Mittelhochdeutsch)
3. 1350–1650: ადრეული ახალი ზემოგერმანული ენა (Frühneuhochdeutsch)
4. 1650–დან: ახალი ზემოგერმანული, ანუ თანამედროვე სალიტერატურო გერმანული ენა (Neuhochdeutsch)

გერმანული ანბანი ჩამოყალიბდა ლათინური ანბანის საფუძველზე. ანბანში სულ 26 ასო-ნიშანია, რომელთაგან 6 ხმოვანია, 20 — თანხმოვანი.

А а
//
B b
/ბე/
C c
/ცე/
D d
/დე/
E e
//
F f
/ეჶ/
G g
/გე/
H h
/ჰა/
I i
//
J j
/ჲოთ/
K k
/ქა/
L l
/ელ/
M m
/ემ/
N n
/ენ/
O o
//
P p
/ფე/
Q q
/ქუ/
R r
/ეღ/
S s
/ეს/
T t
/თე/
U u
//
V v
/ჶაუ/
W w
/ვე/
X x
/იქს/
Y y
/იფსილონ/
Z z
/ცეთ/

ხმოვნები: A, a; E, e; I, i; O, o; U; u; Y y.

გარდა ამისა, გერმანულ ენაში არის დამატებითი ნიშნები:

  • Ä, ä — ა უმლაუტით (წარმოითქმის გრძლად, დაახლ. ე:)
  • Ö, ö — ო უმლაუტით. წარმოითქმის გრძლად.
  • Ü, ü — უ უმლაუტით. წარმოითქმის გრძლად.
  • ß — ეს ცეტი, ანუ ორმაგი ესი (ახალი მართლწერის წესების თანახმად, ß მხოლოდ გრძელი ხმოვნების და დიფტონგების შემდეგ გამოიყენება.[7] შესაბამისად, „Faß“ (წარმოითქმის [fas]) ჩანაცვლდა „Fass“-ით,[8]groß“ ([ɡroːs]) კი არ შეცვლილა. შვეიცარიაში ß მთლიანად ჩაანაცვლა ss-მა.[7] ß-ის ss-ით მაშინაც გამართლებულა, როცა კლავიატურას არ გააჩნია ß-ღილაკი.[7])

გერმანულ ენაში ბგერა ც-სთვის ორი ასო-ნიშანია: Z და C. თუკი Z, z გამოიყენება გერმანული სიტყვების დასაწერად, იკითხება როგორც „ც“, ხოლო თუ ინგლისური ან ფრანგული სიტყვები წერია ამ ასოთი — როგორც „ზ“. არის შემთხვევები როდესაც ეს ასო გვხვდება იტალიური, პორტუგალიური, ესპანური ენებიდან გადმოტანილ საკუთარ სახელებში. ამ შემთხვევაში ეს ასო შესაბამისი ენის ფონეტიკის მიხედვით წაიკითხება. არსებობს უცხოურ წარმოშობის საკუთარ სახელთა ლექსიკონი, სადაც მითითებულია ამ სახელთა წაკითხვის, წარმოთქმის შესამაბისი წესები.

ასო-ბგერა C დამოუკიდებლად არაგერმანულ, ნასესხებ სიტყვებში, ან უცხოურ საკუთარ სახელებში გვხვდება. გერმანულში მას გამოიყენებენ ასოთა შემდეგ შეთანხმებებში: Ch, ch; Sch, sch; Tsch, tsch; –, chs; –, ck. ამ ორ უკანასკნელს დიდი ვარიანტი არ გააჩნია, რადგან არ არსებობს სიტყვა, რომელიც ამ ასოთშეთანხმებაზე დაიწყებოდა.

გერმანულ ენას მრავალი დიალექტი აქვს, თუმცა სტანდარტული გერმანულის (ზემოგერმანულის) ფონოლოგია განსხვავებულ დიალექტებზე ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა.

ასო V გერმანულ ენაში ორნაირად იკითხება: გერმანული წარმოშობის სიტყვებში იკითხება როგორც „ჶ“. მაგალითად, Vater, vier, viel, voll და ა.შ.; არაგერმანულ, ძირითადად ლათინურიდან შემოსული სიტყვებში იკითხება როგორ „ვ“. მაგალითად, Revolution, Evolution, Verb, Evaluation, Divergenz და ა. შ..

ასო-ბგერა R-ს რეგიონული ვარიაცია ახასისათებს და შეიძლება გამოითქვას როგორც „რ“, ისე „ღ“.

დიფტონგები და ასოთა კომბინაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიფტონგების არტიკულაციისთვის დამახასიათებელი ორი ბგერის ერთგვარი მოსხლეტით წარმოთქმა.

  • eu — ოი [ɔʏ] (neu (ნოი) — ახალი)
  • äu — ოი [ɔʏ] (träumen (თროიმენ) — ოცნება)
  • ie — იი [iː] (wie (ვი:) — როგორ)
  • ei — აი [aɪ] (eins (აინს) — ერთი)
  • h (თუ ხმოვნის შემდეგ დგას) — აგრძელებს ხმოვანს (gehen (გე:ენ [ˈɡɛːən]— წასვლა)
  • s (ხმოვნის წინ) — ზ [z] (sein (ზაინ)— ყოფნა)
  • s (თანხმოვნის წინ ან სიტყვის ბოლოში) — ს [s] (eins (აინს) — ერთი)
  • st (ფუძის დასაწყისში) — შტ [ʃt] (Straße (შტრასე)— ქუჩა, მაგრამ Frost (ფროსტ) — ყინვა)
  • sp — შპ [ʃp] (später (შპეტერ) — გვიან)
  • g (სიტყვის ბოლოში) — ჰ [ç] (zwanzig (ცვანციჰ) — ოცი)
  • ch — ხ [x] (a, o, u ხმოვნების შემდეგ: Dach (დახ) — სახლის სახურავი, noch (ნოხ) — კიდევ, auch (აუხ) — აგრეთვე). სხვა დანარჩენ შემთხვევებში - ჰ (ich (იჰ) - მე)
  • sch — შ [ʃ] (schlecht (შლეჰთ) — ცუდი)
  • tsch — ჩ [tʃ] (Deutsch (დოიჩ) — გერმანული)
  • ck — კ [k] (Ecke (ეკე) — კუთხე)

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა! — Guten Tag!
  • დილა მშვიდობისა! — Guten Morgen!
  • საღამო მშვიდობისა! — Guten Abend!
  • ღამე მშვიდობისა! — Gute Nacht!
  • გამარჯობა! (ფამილარული ფორმა) — Hallo!
  • გამარჯობა! (ფამილარული ფორმა) — Grüß dich!
  • როგორ ხარ? — Wie geht es dir? / Wie geht's?
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! — (Herzlich) Willkommen!
  • გმადლობთ! — Danke! / Danke schön! / Vielen Dank!
  • კი. / არა. — Ja. / Nein.
  • გეთაყვა. — Bitte.
  • ნახვამდის! — Auf Wiedersehen! / Tschüss!

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 „German language“. Encyclopædia Britannica (ინგლისური). Encyclopædia Britannica Online. ციტირების თარიღი: 2013-11-25.
  2. BBC - ენები - ენები en. BBC. ციტირების თარიღი: 2013-11-25.
  3. BBC - ენები - ენები en. BBC. ციტირების თარიღი: 2013-11-25.
  4. BBC - ენები - ენები en. BBC. ციტირების თარიღი: 2013-11-25.
  5. ევროკავშირის ოფიციალური ენები. ევროპის კომისია. ციტირების თარიღი: 2013.
  6. hoch გერმანულად „მაღალს“, „ზემოს“ ნიშნავს. ამ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინი ქვეყნის ჩრდილოეთში არსებულ არაერთგვაროვან ენობრივ სურათზე მიანიშნებს.
  7. 7.0 7.1 7.2 ss და ß de. დუდენი. ციტირების თარიღი: 2013-11-25.
  8. ძიების შედეგები de. DWDS. ციტირების თარიღი: 2013-11-25.