უნგრული ენა
უნგრული magyar | |
გავრცელებულია | უნგრეთი, რუმინეთი (ძირითადად ტრანსილვანია) და უნგრეთის სხვა მოსაზღვრე ევროპული ქვეყნები |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 13 მლნ.
რანგი: 52 |
ოფიციალური სტატუსი | ოფიციალური ენა: უნგრეთი, ევროპის კავშირი
რეგიონალური ან ლოკალური ოფიციალური ენა: სლოვენია, სერბეთი, ავსტრია, რუმინეთი გარკვეული ოფიციალური სტატუსი: უკრაინა, ხორვატია, სლოვაკეთი არეგულირებს: უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ლინგვისტიკის კვლევითი ინსტიტუტი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ფინურ-უგრული
|
დამწერლობის სისტემა | ლათინური ანბანი უნგრული რუნები |
ენის კოდები | ISO 639-1: hu ISO 639-2: hun ISO/FDIS 639-3: hun |
რუკა | |
მოლაპარაკეთა არეალი | |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-hu}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — უნგრული |
უნგრული ენა (უნგრ. magyar nyelv) — ერთადერთი არაინდოევროპული ენა ცენტრალურ ევროპაში. ის მიეკუთვნება ფინურ–უგრულ ენათა ჯგუფს, ენების ეს ჯგუფი ურალურ ენათა ოჯახის ერთ-ერთ შტოს წარმოადგენს.
უნგრულად 13,5 მილიონი ადამიანი მეტყველებს. სხვა მონაცემებით უნგრულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 15 მილიონია.
უნგრული ენა უნგრეთის სახელმწიფოს ოფიციალური ენაა, ხოლო 2004 წლის 1 მაისიდან კი, ევროკავშირის ოფიციალური ენაც.
ენობრივი ნათესაობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნგრულ ენას ენათმეცნიერებაში ხანტურ და მანსურ ენებთან ერთად აღმოსავლეთ ციმბირის ენების ფინურ-უგრული ენების ქვეჯგუფად მიიჩნევენ. ამ უკანასკნელ ენებში კი, რამდენიმე ათას მოსაუბრეს (ანუ როგორც ხშირად გაიგონებთ ასევე რუსულიდან მცდარად თარგმნილ ტერმინს „ენის მ(ა)ტარებელს“,) მოითვლიან. ენათა ფინურ-უნგრული ენები კი, თავის მხრივ სამოედური ენების მცირე ჯგუფთან ერთად ურალურ ენათა ოჯახში შედის.
ალტერნატიული თეორიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცენტრალური ევროპის სხვა ენათა შორის უნგრული (ან მაგიარული) ენის განსაკუთრებულმა მდგომარეობამ ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მიიპყრო ყურადღება და ხშირად ურთიერთგანსხვავებული თეორიები წარმოშვა ენათმეცნიერთა შორის, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ თეორიების უმეტესობა არასაკმარისი არგუმენტირების გამო უფრო სპეკულატიური ხასიათისად მიიჩნევა.
ამ თეორიათაგან ერთ-ერთი არის XIX საუკუნეში არმინ ვამბერის (Ármin Vámbéry) მიერ გამოთქმული ვარაუდი თურანულ ენათა შესახებ. არმინ ვამბერის ჰიპოთეზა ეფუძნება თურქულ ენებში შემჩნეულ გარკვეულ სტრუტურულ მსგავსებებს, როგორიცაა მაგ.: აგლუტინაცია, ხმოვანთა ჰარმონია. მიუხედავად ამისა, დღესდღეობით ჰიპოთეზა უნგრული ენის თურქულ ენებთან გენეტიკური ნათესაობის შესახებ უარყოფილია. ეს დისკუსიები საენათმეცნიერო ლიტერატურაში ე.წ. უნგრულ–თურქულ ომადაა ცნობილი.
ზოგი მოყვარული ენათმეცნიერი-ავტორი შეეცადა უნგრულის კავშირი დაედგინა შუმერულ ენასთან. ზოგნი კელტური ენების ნათესაობას ამტკიცებდნენ უნგრულთან მიმართებაში. იტალიელი ენათმეცნიერი მარიო ალინეი (Mario Alinei) ეტრუსკულ ძირებს იკვლევს უნგრულში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 158.