Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

დენვერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი-ოლქი
დენვერი
Denver
დროშა გერბი

ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
შტატი კოლორადო
ქალაქი-ოლქი დენვერი
შიდა დაყოფა 78 სტატისტიკური უბანი
კოორდინატები 39°45′43″ ჩ. გ. 104°52′52″ დ. გ. / 39.76194° ჩ. გ. 104.88111° დ. გ. / 39.76194; -104.88111
ქალაქის მერი მაიკლ ჰენკოკი
დაარსდა 22 ნოემბერი, 1858, როგორც ქალაქი დენვერი (კანზასის ტერიტორია)
ფართობი 400,5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1.563,6–1.667,3[1]
კლიმატის ტიპი სემიარიდული[2]
მოსახლეობა 634.265[3] კაცი (2012)
სიმჭიდროვე 1.514,5[3] (2010) კაცი/კმ²
აგლომერაცია 2.645.209[4] კაცი (დენვერ-აურორა-ლეიკვუდის მეტროპოლია) (2012)
სასაათო სარტყელი UTC-7, ზაფხულში UTC-6
სატელეფონო კოდი 303, 720
საფოსტო ინდექსი 80201–80212, 80214–80239, 80241, 80243–80244, 80246–80252, 80256–80266, 80271, 80273–80274, 80279–80281, 80290–80291, 80293–80295, 80299, 80012, 80014, 80022, 80033, 80123, 80127
ოფიციალური საიტი denvergov.org
დენვერი — აშშ
დენვერი
დენვერი — კოლორადო
დენვერი

დენვერი (ინგლ. Denver წარმოითქმის /ˈdɛnvə/) — ქალაქი-ოლქი აშშ-ის დასავლეთ ნაწილში; კოლორადოს შტატის დედაქალაქი და მისი უდიდესი ქალაქი. დენვერი მდინარე საუთ პლეტის ნაპირზე, კლდოვანი მთების ფრონტ რეინჯის აღმოსავლეთითაა განთავსებული. ქალაქის ცენტრი მდინარე ჩერი კრიკის და საუთ პლეტის თანაკვეთს აღმოსავლეთით და კლდოვანი მთების მთისწინეთიდან აღმოსავლეთით 19 კმ-ზე მდებარეობს. დენვერს მეტსახელად „ერთ-მილიან ქალაქს“ (ინგლ. Mile-High City) ეძახიან, რადგან ის ზღვის დონიდან ერთ მილზეა (1.609,3 მ) გაშენებული — ის აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქალაქია.[1] გრინვიჩის მერიდიანის დასავლეთით 105-ე მერიდიანი დენვერის იუნიონის სადგურზე გადის, რომლის დროც აშშ-ს მთის დროის სარტყელს განსაზღვრავს.

2012 წლის მიახლოებითი მონაცემებით, დენვერის მოსახლეობა 634.265 კაცია,[3] რითაც ის აშშ-ს უდიდესი ქალაქებიდან 23-ე ადგილს იკავებს.[5] მოსახლეობით ის მთის შტატების რიგით მე-3 ქალაქია. დენვერ-აურორა-ლეიკვუდის მეტროპოლიის მოსახლეობა 2.645.209-ია[4], რითაც ის აშშ-ს მეტროპოლიებიდან 21-ეა. დენვერ-აურორას გაერთიანებული სტატისტიკური არეს მოსახლეობა 3.214.218 კაცია,[6] რითაც ის აშშ-ს გაერთიანებული სტატისტიკური არეებიდან სიდიდით მე-16 ადგილს იკავებს.[6]

ქალაქი-ოლქი დენვერი განლაგებულია 39°45'43" ჩ. გ. და 104°52'52" დ.გ. (39.761842, −104.881222[7]), კოლორადოს ფრონტ რეინჯის რეგიონში. სამხრეთი კლდოვანი მთები დენვერის დასავლეთით, ხოლო ჰაი პლეინზი მის აღმოსავლეთით მდებარეობს. ცენტრალური დენვერი ვაკეა, ქალაქის ჩრდილოდასავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი და სამხრეთაღმოსავლეთი კი — მთიანი.

დენვერის სრული ფართობი 400.531.560 მ²-ია. აქედან 4.208.558 მ² (1,06%) წყალია.[7] დენვერი ზღვის დონიდან საშუალოდ 1609,3 მეტრზეა განთავსებული,[8] რითაც აშშ-ს დიდი ქალაქებიდან რიგით მეორეა.

დენვერის მოსაზღვრე ოლქებია:

  • ადამსი: ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან
  • არაპაჰო: სამხრეთიდან აღმოსავლეთიდან, ანკლავებს — სამხრეთ-აღმოსავლეთიდან
  • ჯეფერსონი: დასავლეთიდან

დენვერის მოსაზღვრე ქალაქებია:

დენვერს კონტინენტური, სემიარიდული[2] კლიმატი ახასიათებს (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით BSk[9]) დაბალი ტენიანობით და წელიწადში დაახლოებით 3.107 მზიანი საათით.[10] ქალაქის ჰავაზე გავლენას ახდენს დასავლეთით განლაგებული კლდოვანი მთები. დენვერის კლიმატი დასავლეთის მთებსა და აღმოსავლეთის პლატოებთან შედარებით ზომიერია, თუმცა ხანდახან — მკვეთრად ცვალებადი.[11] მაგალითად, იშვიათ შემთხვევებში დენვერში თოვლი როგორც ადრეულ სექტემბერში, ისე გვიან მაისში[12] დაფიქსირებულა.

დენვერის საშუალო წლიური ტემპერატურა 10,4 °C-ია,[13] საშუალო ნალექების რაოდენობა — 379,0 მმ.[13] თოვლი საშუალოდ 19 ოქტომბრიდან 26 აპრილამდე მოდის[14] და 1882−2013 წლების მონაცემებით ერთ სეზნოზე საშუალოდ 146,1 სმ გროვდება.[14] ყოველწლიურად დენვერში საშუალოდ 115 მზიანი, 130 ნაწილობრივ ღრუბლიანი 120 ღრუბლიანი დღეა.[15]

ზამთარი დენვერში უმეტესწილად ზომიერია, თუმცა ტემპერატურები ხანდახან მკვეთრად ეცემა. დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით საშუალოდ 10−13 დღეა 10 °C-ზე მაღალი მაქსიმალური ტემპერატურით და 1−3 დღე 0 °C-ზე მაღალი მინიმალური ტემპერატურით. დენვერში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა 1875 წლის 9 იანვარს დაფიქსირდა და −33,9 °C-ის ტოლი იყო.[16] აშშ-ს დიდი (500.000 მოსახლეზე მეტი) ქალაქებიდან წელიწადში დენვერში საშუალოდ ყველაზე მეტი დღეა (157) 0 °C-ზე დაბალი ტემპერატურით;[17] ასევე ყველაზე მეტი წლიური თოვლი (136.7 სმ).[18] წელიწადში დერნვერში 2,54 მმ-ზე მეტი თოვლი საშუალოდ 31,2 დღის მანძილზე მოდის.[13]

დენვერის გაზაფხულის კლიმატზე გავლენას ახდენს როგორც არქტიკული (ჩრდილოეთიდან), ისე წყნაროკეანური (დასავლეთიდან) ჰაერის მასები, რაც გაზაფხულის თოვლს უწყობს ხელს. მარტი დენვერის მეორე ყველაზე თოვლიანი თვეა და საშუალოდ 24,4 სმ თოვლი მოაქვს.[13] მექსიკის ყურის თბილი ჰაერის მასების გავლენით ხანდახან ჭექა-ქუხილიც მოსალოდნელია, კონტინენტური ჰაერის მასები კი თბილ, მშრალ ამინდს უწყობს ხელს. გაზაფხულის უკანასკენლი ყინვიანი დღე საშუალოდ 5 მაისია.[14] წელიწადში დენვერში 0,254 მმ-ზე მეტი ნალექები საშუალოდ 85,9 დღის მანძილზე მოდის.[13]

ივლისის შუა რიცხვებიდან დენვერში შუადღის მეორე ნახევარში ჭექა-ქუხილს ტროპიკული მუსონი განაპირობეს. მიუხედავად ამისა, ქალაქში დღის მანძილზე ტენიანობა ძალიან დაბალია (ივლისში საშუალოდ 34%[19]) და მინიმალური ტემპერატურა იშვიათად სცდება 21 °C-ს. წელიწადში მაქსიმალური ტემპერატურა 32,2 °C-ს საშუალოდ 37,8 დღის მანძილზე სცდება.[13] 37,8 °C-ზე მაღალი მაქსიმალური ტემპერატურები იშვიათობაა და წელიწადში საშუალოდ 1,3 დღე გვხვდება.[13] 32,2 °C-ზე მაღალი მაქსიმალური ტემპერატურები დაახლოებით 4 ივნისიდან 7 სექტემბრამდე გასტანს.[13] დენვერში რეკორდულად უმაღლესი ტემპერატურა 40.6 °C-ია და პირველად 1878 წლის 8 აგვისტოს, უკანასკნელად კი 2012 წლის 26 ივნისს დაფიქსირდა.[13]

შემოდგომაზე, ტროპიკული მუსონის გავლენას არქტიკული ჰაერის მასები ანაცვლებს, რასაც წყნაროკეანური ჩრდილოდასავლეთის ტენიანობა ემატება და თოვლს განაპირობებს. შემოდგომის პირველი ყივნა საშუალოდ 7 ოქტომბერს ხდება.[14] ნოემბერი დენვერის მესამე ყველაზე თოვლიანი თვეა (საშუალოდ 22,9 სმ)[13] და ისტორიულად ყველაზე ღრმა დღიური თოვლი (66 სმ) სწორედ ნოემბერში დაფიქსირებული[13]. ერთი დიდთოვლობიდან ყველაზე მეტი თოვლი (116,1 სმ) ადრეულ დეკემბერში 1913 წელსაა აღრიცხული.[14]

დენვერის ტემპერატურა საკმაოდ მერყევია და საშუალოდ დღეში 14,8 °C−16,9 °C-ით იცვლება

დენვერის კლიმატის უკიდურესი მაჩვენებლები შემდეგია (1872 წლიდან მოყოლებული):[13]

  • უმაღლესი ტემპერატურა: 41 °C (8 აგვისტო, 1878; 20 ივლისი, 2005; 25−26 ივნისი, 2012).
  • უდაბლესი ტემპერატურა: −34 °C (9 იანვარი, 1875)
  • უდაბლესი ყოველდღიური მაქსიმუმი: −23 °C (3 თებერვალი, 1883)
  • უმაღლესი ყოველდღიური მინიმუმი: 25 °C (3 ივლისი, 1881)
  • უმაღლესი დღიური საშუალო: 31 °C (26 ივნისი, 2012)
  • უდაბლესი დღიური საშუალო: −27 °C (11 იანვარი, 1963)
  • უმაღლესი ნალექები 24 საათის მანძილზე: 165,1 მმ (22 მაისი, 1876)
  • უმაღლესი თოვლი 24 საათის მანძილზე: 59,9 სმ on (24 დეკემბერი, 1982)
  • უმაღლესი თოვლი ერთ დიდთოვლობიდან: 116,1 სმ (1−6 დეკემბერი, 1913) [14]
  • უღრმესი თოვლი (1921 წლიდან): 66 სმ (4−5 ნოემბერი, 1946)
  • უმაღლესი თოვლი ერთ სეზონზე: 301,5 სმ (1908−09 წლები)[14]
  • უდაბლესი თოვლი ერთ სეზონზე: 52,8 სმ (1888−89 წლები)[14]


დენვერის კლიმატი (1981−2010)
იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
მაქსიმალური ტემპერატურა (°C) 6,8 7,9 12,3 16,3 21,8 27,7 31,6 30,2 25,4 18,2 11,2 6,2 Ø 18
მინიმალური ტემპერატურა (°C) −7,5 −6,3 −2,6 1,4 6,7 11,6 15,2 14,4 9,3 2,6 −3,5 −8,1 Ø 2,8
ტემპერატურა (°C) −0,3 0,8 4,8 8,9 14,2 19,7 23,4 22,3 17,3 10,4 3,8 −0,9 Ø 10,4
ნალექები (მმ) 10,2 10,4 29,0 43,7 55,6 47,2 55,9 43,9 24,9 27,9 19,3 11,2 Σ 379,2
მზიანი საათები (/) 6,9 7,5 8,2 9,2 9,4 10,5 10,5 9,9 9,1 8,0 6,5 6,3 Ø 8,5
წვიმიანი დღეები () 2,9 3,5 6,1 5,7 7,4 5,6 6,4 5,9 4,6 3,7 3,8 3,6 Σ 59,2
ტენიანობა (%) 49 44 40 35 38 35 34 35 34 36 49 52 Ø 40,1










6,8
−7,5
7,9
−6,3
12,3
−2,6
16,3
1,4
21,8
6,7
27,7
11,6
31,6
15,2
30,2
14,4
25,4
9,3
18,2
2,6
11,2
−3,5
6,2
−8,1
იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ







10,2
10,4
29,0
43,7
55,6
47,2
55,9
43,9
24,9
27,9
19,3
11,2
  იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
წყარო: NOAA, HKO, WRCC

2013 წლის სექტემბრის მონაცემებით, დენვერში სულ 78 სტატისტიკური უბანია,[20] რომლებსაც ქალაქი დაგეგმარების და ადმინისტრაციული მიზნით იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ უბნები ერთმანეთისგან გარკვეულწილად პირობითადაა გამოყოფილი, უბნების საზღვრების დაახლოებით შეესაბამება დენვერის მაცხოვრებლების მიერ გამოყენებული ლექსიკას. დენვერის უბნები არ უნდა აგვერიოს დენვერის გარეუბნებსა და მეტროპოლიის სხვა ქალაქებში.

დენვრის უბნები მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ზოგში ცათამბჯენებია, ზოგში მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებული სახლები, ზოგში — თანამედროვე გარეუბნის სტილის სტრუქტურები. ზოგადად, ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარე უბნები უფრო ძველი და მჭიდროდ დასახლებულია, ასევე უფრო მეტ აგურის შენობას მოიცავს. ცენტრიდან მოშორებული მრავალი უბანი მეორე მსოფლიო ომის შემდეგაა აშენებული და უფრო თანამედროვე სტილით და მასალითაა აშენებული. ქალაქის ცენტრიდან კიდევ უფრო მოშორებული უბნები, ასევე ქალაქის ცალკეული ნაწილები, გარეუბნის სტილშია მოწყობილი; ზოგიერთი ახალი ურბანიზმის სტილშია აშენებული, რითაც ძველი უბნების სტილს ემსგავსება. უბნების უმეტესობას აქვს პარკი ან სხვა ცენტრალური ღირსშესანიშნაობა.

78 ოფიციალური უბნის გარდა დენვერში რამდენიმე არაოფიციალური უბანია, რაც მაცხოვრებლების თვით-იდენტიფიკაციას ან უძრავი ქონების აგენტების მიერ გამოყენებული ლექსიკას შეესაბამება: მაგალითად, პრესტიჟული ლოუდოუ (ინგლ. Lower Downtown, შემოკლებით LoDo), რომელიც ქალაქის იუნიონის სადგურის (ინგლ. Union Station) უბანს ეკუთვნის; აპთაუნი, რომელიც ჩრდილოეთი კეპიტოლ ჰილის (ინგლ. North Capitol Hill) და სიტი პარკ უესტის (ინგლ. City Park West) უბანს ეკუთვნის; კურტის პარკი (ინგლ. Curtis Park), რომელიც ფაივ პოინტსის (ინგლ. Five Points) შემადგენლობაშია; ალამო პლასიტა (ინგლ. Alamo Placita), რომელიც სპირის (ინგლ. Speer) უბნის ჩრდილოეთ ნაწილს შეადგენს; და ოქროს სამკუთხედი (ინგლ. Golden Triangle), რომელიც მიახლოებით სივიკ ცენტრში (ინგლ. Civic Center) მდებარეობს; პარკ ჰილი (ინგლ. Park Hill), რომელიც ჩრდილოაღმოსავლეთი პარკ ჰილის, ჩრდილოეთ პარკ ჰილის და სამხრეთი პარკ ჰილისგან შედგება.

დენვერის სტატისტიკური უბნებიდან ფართობით ყველაზე დიდია[20] ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით განლაგებული დენვერის საერთაშორისო აეროპორტის, სტეიპლტონის (ინგლ. Stapleton) და გეიტვეი / გრინ ველი რენჩის (ინგლ. Gateway / Green Valley Ranch) უბნები.

პარკები და რეკრეაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დენვერში 200-ზე მეტი პარკია, რომელთა საერთო ფართობი 20 კმ²-ს აღემატება.[21] პარკები მთელი წლის მანძილზე დილის 5-იდან ღამის 11-ამდეა ღია.[21] ქალაქში 30 რეკრეაციული ცენტრია, რაც მაცხოვრებლების დასვენების და განტვირთვის საშუალებას აძლევს.[22]

დენვერის მრავალი პარკი მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქალაქი-მშვენიერის რეფორმის დროს, შტატის ტერიტორიებისგან იქნა შეძენილი. დენვერის მერმა რობერტ სპირმა 1904–12 და 1916–18 წლებში ქალაქის პარკების გაფართოება და გალამაზება დაიწყო. დენვერის ლანდშაფტის პირველი არქტიექტორი გერმანიაში განათლებული რაინჰარდ შუეცე იყო, რომელმაც ვაშინგტონის, ჩიზმენის და სიტი პარკი გააშენა. სპირმა და შუეცემ ქალაქის სხვა არქიტექტორებთან — ფრედერიკ ლოუ ოლმსტედ უმცროსთან და საკო რინკ დებოერთან — ერთად არა მარტო სივიკ ცენტრის პარკი, არამედ ქალაქის მრავალი ხეებით შემორიგული გზა და გაზონი გააშენეს. გამწვანებას ხელს უწყობდა საუთ პლეტის მდინარიდან გამოყვანილი არხი. ჩიზმენის პარკი სასაფლაოზე გაშენდა. 1911 წლიდან მოყოლებული დენვერმა მთის პარკების გასაშენებლად მიმდებარე ტერიტორიების შესყიდვა დაიწყო. წლების მანძილზე ქალაქში დაახლოებით 57კმ² ოდენობის მთის პარკი გაშენდა, მათ შორის რედ როკსის პარკი, რომელიც თავისი ბუნებით და მუსიკალური ისტორიითაა ცნობილი (რედ როქსის ამფითეატრი).

დენვერის ორთოგონალური გეგმა უმეტესწილად სწორხაზოვანია და ჰორიზონტის მხარეებზეა ორიენტირებული. კორპუსები ჩვეულებრივ ასეულებითაა გადანომრილი მედიანებიდან, რომლებიც „0“-ითაა აღნიშნული. მედიანებია: ბროდვეი (დასავლეთი-აღმოსავლეთის მედიანა) და ელსუორთის პროსპექტი (ინგლ. Ellsworth Avenue) (ჩრდილოეთი-სამხრეთის მედიანა). ელსუორთის ჩრდილოეთით განლაგებული პროსპექტები გადანომრილია (ერთ-ერთი გამონაკლისია კოლფაქსის პროსპექტი), ელსუორთის სამხრეთით კი — სახელებიანი.

დენვერის დაუნთაუნის გეგმა უფრო ძველია და მდინარე საუთ პლეტის ჩერი კრიკთან თანაკვეთის პარალელურადაა მოწყობილი. ლოუდოუს ქუჩების უმრავლესობა ჩრდილოაღმოსავლეთიდან სამხრეთდასავლეთით ან ჩრდილოდასავლეთიდან სამხრეთაღმოსავლეთითაა ორიენტირებული. ეს სისტემა თოვლის გაწმენდას აადვილებს: ქუჩები სტანდარტული ჩ-ს/ა-დ გეგმით რომ იყონ დაგეგმარებული, მხოლოდ ჩ-ს ქუჩები მოექცეოდნენ მზის ქვეშ. დიაგონალური გეგმის წყალობით კი ჩდ-სა ქუჩები დილით მზის ქვეშ ექცევიან, რაც თოვლს ადნობს, ჩა-სდ ქუჩები კი — შუადღეს. ჩდ-სა ქუჩები დანომრილია, ჩა-სდ ქუჩებს კი სახელები აქვთ. სახელებიანი ქუჩები კოლფაქსის პროსპექტის და ბროდვეის თანაკვეთაზე იწყება შეიენ პლეისით (ინგლ. Cheyenne Place). დანომრილი ქუჩები კოლფაქსის და I-25-ის ვიადუკის ქვეშ იწყება. დაუნთაუნის ძველი გეგმაში 27 სახელიანი და 44 დანომრილი ქუჩაა. ძველი გეგმის ნაკვალევი სტანდარტულ გეგმაშიც იგრძნობა: მაგალითად, პარკის პროსპექტი (ინგლ. Park Avenue), მორისონის გზა (ინგლ. Morrison Road) და სპირის ბულვარი.

დენვერში გამავალი მთავარი გზატკეცილებია შტატთაშორისი I-25 და I-70. მათ თანაკვეთას ადგილობრივები „სათაგურს“ უწოდებენ. I-70 დენვერის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადის (იუტადან ბალტიმორამდე), I-25 კი — ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ (ნიუ-მექსიკო-კოლორადოს საზღვრიდან, დენვერის გავლით, ვაიომინგ-კოლორადოს საზღვრამდე). შტატთაშორისი I-225 დენვერის მეზობელ ქალაქ აურორაზე გადის და I-25-ს დენვერის სამხრეთაღმოსავლეთით უერთდება. შტატთაშორისი I-76 I-70-იდან არვადაში იწყება და დენვერის ჩრდილოეთით გადის. ის ნებრასკაში მთავრდება შტატთაშორის I-30-ზე. აშშ-ს მე-6 ჩქაროსნული გზატკეცილი დენვერის დაუნთაუნს გარეუბან გოლდენთან აერთებს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დენვერ-აურორა-ბოლდერის გაერთიანებული სტატისტიკურ არეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეგიონული ტრანსპორტირების რაიონი (ინგლ. Regional Transportation District, შემოკლებით RTD) უზრუნველჰყოფს. RTD-ს შემადგენლობაშია 998 ავტობუსი[23] და 9,841 ავტობუსის გაჩერებაა.[23] გარდა ამისა, RTD ქალაქს მეტროტრამის ექვსი ხაზით უზრუნველჰყოფს (C, D, E, F, H და W),[24] რომლებიც 172 მანქანით 46 სადგურს ემსახურება.[23] RTD-თ ადგილობრივი ტრანსპორტირების სტანდარტული საფასური $2.25-ია,[25] თუმცა მოხუცებისთვის (65 წელი და ზემოთ), სტუდენტებისთვის (14-დან 19 წლამდე), ბავშვებისთვის (6-დან 13 წლამდე), ინვალიდებისა და სამხედრო პირებისთვის სხვადასხვა ფასდაკლებები არსებობს.[26] RTD-ს ერთ-ერთი მომსახურება უფასო MallRide, რომელიც დენვერის დაუნთაუნში, მე-16 ქუჩაზე გადაადგილდება.

დენვერში მატარებლის მომსახურებას ამტრაკი უზრუნველჰყოფს, რომელიც ჩიკაგოდან დასავლეთისკენ დენვერის გავლით სან-ფრანცისკომდე ჩადის.

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 სიმაღლეები და მანძილები აშშ-ში en. აშშ-ს გეოლოგიური აღწერა (2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-09. ციტირების თარიღი: 2013-11-14.
  2. 2.0 2.1 დენვერის მეტროპოლიის 300 მზიანი დღე ცხოვრების მაღალ დონეს უწყობს ხელს en. MetroDenver. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-04. ციტირების თარიღი: 2013-11-14.
  3. 3.0 3.1 3.2 QuickFacts დენვერის შესახებ აშშ-ს აღწერის ბიუროდან en. აშშ-ს აღწერის ბიურო (2013-06-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-21. ციტირების თარიღი: 2013-11-14.
  4. 4.0 4.1 მეტროპოლიების და მიკროპოლიების სტატისტიკური არეების მოსახლეობის წლიური აღრიცხვა: 1-ლი აპრილი, 2010-დან 1-ლი ივლისი, 2012-მდე en (CSV). აშშ-ს აღწერის ბიურო (03 2013). ციტირების თარიღი: 2013-11-14.
  5. 50.000 მოსახლეზე დიდი ინკორპორირებული ადგილების მაცხოვრებლების ყოველწლიური აღრიცხვა, დალაგებული 2012 წლის 1 ივლისის მოსახლეობით: 1 აპრილი, 2010-დან 1 ივლისი, 2012-მდე en. აშშ-ს აღწერის ბიურო (05 2013). ციტირების თარიღი: 2013-11-14.
  6. 6.0 6.1 გაერთიანებული სტატისტიკური არეების სტატისტიკური არეების მოსახლეობის წლიური აღრიცხვა: 1-ლი აპრილი, 2010-დან 1-ლი ივლისი, 2012-მდე en (CSV). აშშ-ს აღწერის ბიურო (03 2013). ციტირების თარიღი: 2013-11-14.
  7. 7.0 7.1 2013 U.S. Gazetteer-ის ფაილები en (TXT). 2013 წლის ამერიკული საზოგადოებრივი აღწერა. აშშ-ს აღწერის ბიურო (2013-01-01). ციტირების თარიღი: 2013-01-19.[მკვდარი ბმული]
  8. ინფორმაცია დენვერის (კოლორადო) ამინდსა & კლიმატზე en. VISIT DENVER, კონვენციის & ვიზიტორების ბიურო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-22. ციტირების თარიღი: 2013-11-20.
  9. პიდვირნი, დრ. მაიკლ (2006). „კლიმატური კლასიფიკაცია და მსოფლიოს კლიმატური რეგიონები“, ფიზიკური გეოგრაფიის ძირითადი ფაქტები, მე-2 (en). ციტირების თარიღი: 2013-11-20. 
  10. ოსბორნი, ლიზ. აშშ-ს ყველაზე მზიანი ქალაქები en. Current Results. ციტირების თარიღი: 2013-11-20.
  11. დოესკენი, ნოლან ჯ.; პიელკე უფროსი, როჯერ ა.; ბლისი, ოდილია ა.პ. [1959] (01 2003). „კოლორადოს კლიმატი“, აშშ-ს კლიმატოგრაფია, №60 (en). ვაშინგტონი, აშშ: აშშ-ს სამთავრობო პრესა. ციტირების თარიღი: 2013-11-21. 
  12. დენვერის ზამთრის/ცივი სეზონის სტატისტიკის გვერდი en. ეროვნული ოკეანური და ატმოსფერული ადმინისტრაცია (2005-07-01). ციტირების თარიღი: 2013-11-20.
  13. 13.00 13.01 13.02 13.03 13.04 13.05 13.06 13.07 13.08 13.09 13.10 13.11 NOWData დენვერი-ბოლდერის შესახებ en. ეროვნული ოკეანური და ატმოსფერული ადმინისტრაცია. ციტირების თარიღი: 2013-11-19.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 14.6 14.7 დენვერის ზამთრის/ცივი სეზონის სტატისტიკა en. ეროვნული ოკეანური და ატმოსფერული ადმინისტრაცია. ციტირების თარიღი: 2013-11-20.
  15. მონაცემები 2009 წლის ჩათვლით en (TXT). ეროვნული ოკეანური და ატმოსფერული ადმინისტრაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-14. ციტირების თარიღი: 2013-11-19.
  16. დილის უდაბლესი ტემპერატურები (-20 გრადუსი ან უფრო ნაკლები) 1872 წლიდან en. ეროვნული ოკეანური და ატმოსფერული ადმინისტრაცია. ციტირების თარიღი: 2013-11-20.
  17. ოსბორნი, ლიზ. ყველაზე ცივი ქალაქი აშშ-ში en. Current Results. ციტირების თარიღი: 2013-11-20.
  18. ოსბორნი, ლიზ. ყველაზე თოვლიანი ქალაქები აშშ-ში en. Current Results. ციტირების თარიღი: 2013-11-20.
  19. საშუალო ყოველთვიური და წლიური შეფარდებითი ტენიანობა პროცენტებში (ნაშუადღევი) en. დასავლეთის რეგიონული კლიმატური ცენტრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-18. ციტირების თარიღი: 2013-11-20.
  20. 20.0 20.1 სტატისტიკური უბნები en (CSV). ქალაქი-ოლქი დენვერი (2013-09-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-08. ციტირების თარიღი: 2013-11-20.
  21. 21.0 21.1 დენვრის პარკები და რეკრეაცია en. ქალაქი-ოლქი დენვერი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-10. ციტირების თარიღი: 2013-11-21.
  22. რეკრეაციული ცენრტის პოვნა | დენვერის პარკები და რეკრეაცია en. ქალაქი-ოლქი დენვერი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-17. ციტირების თარიღი: 2013-11-21.
  23. 23.0 23.1 23.2 RTD | ფაქტები & ციფრები en. რეგიონოული ტრანსპორტირების რაიონი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-26. ციტირების თარიღი: 2013-11-20.
  24. RTD | მეტროტრამი en. რეგიონული ტრანსპორტირების რაიონი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-21. ციტირების თარიღი: 2013-11-20.
  25. RTD | ფასები en. რეგიონული ტრანსპორტირების რაიონი. ციტირების თარიღი: 2013-11-20.
  26. RTD | ფასდაკლებები en. რეგიონული ტრანსპორტირების რაიონი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-04. ციტირების თარიღი: 2013-11-20.