Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

თავკომბალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თავკომბალა (მცენარე).

თავკომბალაუკუდო ამფიბიების ლარვა. ცხოვრობს წყალში. აქვს გარეგანი ლაყუჩები, ორსაკნიანი გული, გრძელი კუდი, გვერდითი ხაზის ორგანოები. კიდურები არ აქვს. 3-4 თვის შემდეგ იწყება მეტამორფოზი: გული სამსაკნიანი ხდება, ვითარდება სისხლის მიმოქცევის მეორე (მცირე) წრე და უკანა კიდურები; ქრება ლაყუჩები, კუდი, გვერდითი ხაზის ორგანოები და სხვა. მეტამორფოზის დამთავრების შემდეგ ხმელეთზე გამოდის პატარა ბაყაყი, რომელსაც უკვე აქვს ხმელეთის ხერხემლიანთა ყველა ნიშან-თვისება.