თემა
იერსახე
თემა — მხატვრულ ლიტერატურაში, დედააზრი [1] ლიტერატურული ნაწარმოებისა, რომელიც მის შინაარსს აწესრიგებს და იდეურ-ემოციურ მთლიანობად აქცევს, ნაწარმოების ძირითად იდეაზე მიუთითებს. ისინი განუყოფელ კავშირშია, ხანდახან ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ იგივეობას არ წარმოადგენს. თემა გულისხმობს მწერლის მიერ ნაწარმოებში წამოჭრილ პრობლემასაც. თემა, როგორც გამოხატვის საგანი, ნეიტრალურია, ამიტომ შესაძლებელია ერთი და იგივე თემა დაამუშაოს სხვადასხვა მსოფლმხედველობის მწერალმა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 649.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Oxford English Dictionary, http://www.oed.com/view/Entry/200321?rskey=8toWeL&result=1&isAdvanced=false#eid. წაკითხვის თარიღი: January 26, 2012