ლაკები
იერსახე
ლაკები (ან ყაზიყუმუხები) — დაღესტნის ერთ-ერთი მკვიდრი ხალხი. ძირითადად ცხოვრობენ დაღესტნის რესპუბლიკის მთიან ნაწილში (უმთავრესად ლაკისა და კულიკულის რაიონებში), ნაწილი — ჩრდილოეთ დაღესტნის დაბლობზე ნოვოლაქსკის რაიონი). საერთო რაოდენობა 156 545 კაცი (2002)[1]. ლაპარაკობენ ლაკურ ენაზე, უმრავლესობამ იცის რუსულიც. ძირითადად სუნიტი მუსლიმები არიან. მატერიალური და სულიერი კულტურით ახლოს დგანან დაღესტნის სხვა ხალხთან. ძირითადი საქმიანობა მთაში მეცხოველეობაა (უმთავრესად მომთაბარე მეცხვარეობა), დაბლობში — მიწათმოქმედება. განვითარებულია ხელოსნობა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-02. ციტირების თარიღი: 2010-04-30.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 113.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (რუსული) www.narodru.ru: Лакцы დაარქივებული 2008-11-04 საიტზე Wayback Machine.
- (რუსული) (ინგლისური) www.lakia.net