Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ლიმბურგის პროვინცია (ნიდერლანდები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
ლიმბურგი
ნიდერლ. Limburg
დროშა გერბი

ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
ადმ. ცენტრი მაასტრიხტი
შიდა დაყოფა Beek, Beesel, Bergen, Brunssum, Echt-Susteren, Eijsden-Margraten, Gennep, Gulpen-Wittem, Heerlen, Horst aan de Maas, Kerkrade, Landgraaf, Leudal, Maasgouw, მაასტრიხტი, Meerssen, Mook en Middelaar, Nederweert, Peel en Maas, Roerdalen, Roermond, Simpelveld, Sittard-Geleen, Stein, Vaals, Valkenburg aan de Geul, ვენლო, Venray, Voerendaal, Weert, Beekdaelen, Onderbanken, Nuth, Schinnen, Eijsden, Margraten, Helden, Kessel, Maasbree, Meijel, Sevenum, Meerlo-Wanssum, Arcen en Velden, Swalmen, Ambt Montfort, Heel, Thorn, Maasbracht, Haelen, Hunsel, Heythuysen, Roggel en Neer, Echt, Susteren, Tegelen, Q130364948?, Horst, Broekhuizen, Grubbenvorst, Sittard, Geleen და Born
კოორდინატები 51°13′00″ ჩ. გ. 5°56′00″ ა. გ. / 51.21667° ჩ. გ. 5.93333° ა. გ. / 51.21667; 5.93333
მმართველი Emile Roemer
დაარსდა 1867
ფართობი 2153 კმ²
მოსახლეობა 1 131 938 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 530 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
საავტომობილო კოდი P
ოფიციალური საიტი limburg.nl

ლიმბურგი (ნიდერლ. Limburg) — პროვინცია ნიდერლანდებში, მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება გელდერლანდისა და ჩრდილოეთ ბრაბანტის პროვინციები, აღმოსავლეთით — გერმანია, დასავლეთით კი ბელგია. დედაქალაქია მაასტრიხტი.

ლიმბურგი მეტად განსხვავებული მახასიათებლებით გამოირჩევა. სოციალურმა და ეკონომიკურმა ტენდენციამ, ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად შეცვალა პროვინცია, მოუტანა ცვლილებებისა და განახლების პროცესები და იგი პერიფერიული პროვინციიდან მაღალგლობალიზებულ რეგიონად აქცია, რომელიც რურის მეტროპოლიურ არეალთან და ბენილუქსის რეგიონთან აკავშრებს. ასეთი საერთაშორისო ჭიშკრის როლი პროვინციაში ზრდის კრიმინალს, მათ შორის ხშირია ნარკოდანაშაული.

სტრატეგიული მდებარეობის გამო, საუკუნეთა მანძილზე ლიმბურგი ევროპის წამყვან სახელმწიფოთა სასურველ ტერიტორიას წარმოადგენდა. მათ შორის იყვნენ რომაელები, ჰაბსბურგები, ესპანელები, პრუსიელები თუ ფრანგები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]