Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

სამხრეთი სუდანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთ სუდანის რესპუბლიკა
ინგლ. South Sudan
არაბ. جنوب السودان
სამხრეთი სუდანი
სამხრეთ სუდანის
დროშა გერბი
დევიზი: სამართლიანობა, თავისუფლება, აყვავება
ჰიმნი: Land of Cush (South Sudan Oyee!)
სამხრეთ სუდანის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ჯუბა
ოფიციალური ენა ინგლისური[1][2]
აღიარებული ეროვნული ენები
და კიდევ დაახლოებით 60 სხვა ენა
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი სალვა კიირი
 -  ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმზ უანი იგა
ფართობი
 -  სულ 644 329 კმ2 
მოსახლეობა
 -  2008 აღწერა 8 260 490 
 -  სიმჭიდროვე 12,82 კაცი/კმ2 
მშპ (მუპ) 2015 შეფასებით
 -  სულ $23,546 მილიონი[3] 
 -  ერთ მოსახლეზე $2136[3] 
ვალუტა სამხრეთ სუდანური ფუნტი
დროის სარტყელი UTC+03:00
ქვეყნის კოდი SS
Internet TLD .ss[4]
სატელეფონო კოდი 211[5]

სამხრეთი სუდანი (ინგლ. South Sudan), ოფიციალურად სამხრეთ სუდანის რესპუბლიკა (ინგლ. Republic of South Sudan) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აფრიკაში. დედაქალაქია ჯუბა, თუმცა დაგეგმილია დედაქალაქის გადატანა ჯუბიდან ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში — ტბების შტატში ხელახლა დაარსებული დედაქალაქის ოლქის ქალაქ რამსელში.

სახელმწიფოს აღმოსავლეთით ესაზღვრება ეთიოპია, სამხრეთით კენია, უგანდა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დასავლეთით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ჩრდილოეთით სუდანი. ქვეყნის ფართობია 644 329 კმ²[6][7]. 2008 წლის აღწერის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 8 260 490 ადამიანს.[8][9][10]

სუვერენული სტატუსი მიიღო 2011 წლის 9 ივლისს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე სუდანის მიერ ოფიციალურად აღიარების შემდეგ.[11] ამავე წლის 14 ივლისს ახლადშექმნილი სახელმწიფო გაეროს 193-ე[12], ხოლო 28 ოქტომბერს იუნესკოს 194-ე წევრი სახელმწიფო გახდა.[13] სახელმწიფოს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი.

სამხრეთ სუდანის ფიზიკური რუკა
სამხრეთ სუდანის გეოლოგიური რუკა
სამხრეთი სუდანის რუკა
სამხრეთ სუდანის ხედი კოსმოსიდან

სახელმწიფო საზღვრის სიგრძე: ეთიოპიასთან 883 კმ, კენიასთან — 232 კმ, უგანდასთან — 435 კმ, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან — 628 კმ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან — 682 კმ, სუდანთან — 1973 კმ.

სამხრეთ სუდანის ვრცელ ველებზე და პლატოებზე მიედინება მდინარე ნილოსი და მისი შენაკადები. ესაა მდინარეთა სისტემა, რომელიც მიემართება სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ქვეყნის აღმოსავლეთი და ცენტრალური ნაწილის მთელ სიგრძეზე. ქვეყნის ცენტრში არსებობენ თიხოვანი დაბლობები, რომლის უმეტესი ნაწილი დაჭაობებულია, რომელიც ცნობილია სუდის სახელით.

არსებობს ერთმანეთისგან განსხვავებული პლატოს ორი რეგიონი. რკინის მადნეულის პლატო მდებარეობს კონგო-ნილოსის წყალგამყოფსა და თიხოვან დაბლობებს შორის; მისი ლანდშაფტი ხასიათდება ინსელბერგების (იზოლირებული ბორცვები, რომლებიც დაბლობებიდანაა ამოწეული) რაოდენობით. უგანდის საზღვრის გასწვრივ აღმართულია მომხიბლავი მთების წყება მწვერვალებით, რომელთა სიმაღლე აჭარბებს 3000 მეტრს. იმატონგის მთებში მდებარეობს კინიეტის მთა (სიმაღლე ზღვის დონიდან 3187 მეტრი), რომელიც სამხრეთ სუდანის ყველაზე მაღალი წერტილია ზღვის დონიდან.

ჰიდროლოგია და ნიადაგი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ სუდანის ყველა დიდი თუ პატარა მდინარე უერთდება ნილოსის უდიდესი მდინარის სისტემას ან მისკენ მიესწრაფება. თეთრი ნილოსი (Baḥr-Abyaḍ) ქალაქ ნიმულესთან არსებულ უგანდის საზღვრიდან დაწყებული ქვეყანაში სამხრეთიდან მოედინება „მთის ნილოსის“ სახელწოდებით (Baḥr Al-Jabal) რიგი წინააღმდეგობების გავლით. მასთან მარცხენა შენაკადის შეერთების შემდეგ, რომელიც ცნობილია ბაჰრ-ელ-ღაზალის სახელით, მდინარე მთის ნილოსს უწოდებენ თეთრ ნილოსს. ცოტათი უფრო შორს ჩრდილოეთისკენ, მისი ხეობის გასწვრივ, თეთრი ნილოსი იღებს წყლების დიდ რაოდენობას მარჯვენა შენაკადიდან — მდინარე სობატიდან, რომელიც სათავეს იღებს ეთიოპიის მთიანეთიდან და უერთდება ნილოსს ქალაქ მალაკალთან. ქვეყნის მდინარეების წყლები, ყოველთვის ვერ აღწევენ მდინარე ნილოსს; მაგალითად სამხრეთ-დასავლეთის მდინარეები იშვიათად აღწევენ ბაჰრ-ელ-ღაზალის სისტემას.

1978 წელს დაიწყო ჯონგლის არხის (Junqalī) მშენებლობა, რომლის მიზანი იყო ვრცელი ჭაობიანი ადგილის — სუდის გარშემოვლა და უზრუნველყო პირდაპირი არხის აგება, რომელიც ჩრდილოეთისკენ იქნებოდა მიმართული თეთრ ნილოსთან შეერთებამდე. ამას გარდა, ეს ხელს შეუწყობდა სუდის დიდი ჭაობიდან წყლის გამოყენებას სასოფლო-სამეურნეო სარგებლობისათვის. პროექტი შეჩერდა 1983 წელს, რაც გამოწვეული იყო სამოქალაქო ომებით ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. 2005 წელს ნაივაშის შეთანხმების შემდეგ, ლაპარაკი მიდიოდა არხის მშენებლობის განახლების შესახებ ეგვიპტის და სუდანის მთავრობების მიერ ხართუმში, მაგრამ სამხრეთ სუდანის მთავრობა (GoSS) მერყეობდა გადაწყვეტილების მიღებაში, სანამ არ ჩატარდა დამატებითი გამოკვლევები; დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ იყო საბოლოოდ მიღებული.

სამხრეთი დაბლობები შედგება ტუტე ნიადაგისგან, რომელიც ჩამოყალიბებულია თიხის ფრაგმენტაციის შედეგად.

რეგიონში მშრალი პერიოდი საკმაოდ ხანმოკლეა და გრძელდება მხოლოდ ზამთრის თვეებში (ჩრდილოეთში ის უფრო ხანგრძლივია, მაგრამ მაინც გრძელდება წლის მცირე პერიოდში). ნალექების წლიური რაოდენობა მერყეობს ჩრდილოეთში 700 მმ-დან სამხრეთ-დასავლეთში დაახლოებით 1400 მმ-მდე. წვიმების ძირითადი ნაწილი მოდის მაისი — ოქტომბრის თვეებზე.

სამხრეთი სუდანის ნაკრძალები და დაცული ტერიტორიები მსოფლიოში მეორეა ველური ცხოველების მიგრაციის სიდიდით. ბუნების მსოფლიო ფონდმა აჩვენა, რომ სამხრეთ სუდანში არსებული სამი ეროვნული პარკი: ბანდინგილოს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვართან შორიახლოს მდებარე სამხრეთის და ეთიოპიის საზღვრიდან დასავლეთით მდებარე ბომის ეროვნული პარკები, ასევე სუდის ჭაობიანი ადგილები ბუნების უნიკალური წარმონაქმნებია ძროხისებური ანტილოპა კონგონის, აფრიკული ანტილოპების კობის და ტოპის, აფრიკული კამეჩების, სპილოების, ჟირაფების და ლომების მრავალრიცხოვანი პოპულაციების საცხოვრებლად.

2006 წელს სამხრეთ სუდანის ავტონომიური ოლქის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა ყოველ ღონეს იხმარს, რომ დაიცვას და შეინარჩუნოს ფლორა და ფაუნა, შეამციროს ტყის ხანძრებისგან მოყენებული უარყოფითი შედეგები და ხელი შეუშალოს წყლის დაბინძურებას.

მთელი სამხრეთი სუდანი დაფარულია ტყეებით, რომლებიც იყოფიან ორ ნაწილად. ესაა — მუსონური ტროპიკული ტყეები — სამხრეთით და ეკვატორული ჯუნგლები — უკიდურეს სამხრეთში, ანუ მუსონური (95 %) და ეკვატორული (5 %). მდინარის ხეობებში იზრდება მდინარისპირა ტყეები. სამხრეთ სუდანის მდინარისპირა ტყეებში გვხვდება ტექის ხის ერთ-ერთი სახეობის წითელი ხე, ლიანა-კაუჩუკონოსის ლანდოლფია. ცენტრალური აფრიკის ზეგნების და ეთიოპიის მთიანეთის ქედის ტოტები დაფარულია მთის ტყეებით.

სამხრეთ სუდანის მიკროფლორის შესახებ საკმაოდ მცირე ინფორმაციაა. მოსი სია მოამზადა ს. ტარმა (S. A. J. Tarr) და 1955 წელს გამოაქვეყნა მიკოლოგიური ინსტიტუტის თანამეგობრობამ (კიუ, სურეი, დიდი ბრიტანეთი). 383 სახეობის და 175 გვარის სიაში ჩართული იყო იმ დროისთვის ქვეყნის საზღვრებში აღმოჩენილი ყველა მიკროორგანიზმები. დღეისათვის გამოქვეყნებული სიიდან ბევრი რჩება აქტუალური სამხრეთ სუდანისთვის. დარეგისტრირებული სახეობების უმრავლესობა დაკავშირებული იყო სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებებთან. სამხრეთ სუდანის მიკროფლორის სახეობების ნამდვილი რაოდენობა, სავარაუდოდ მნიშვნელოვნად უფრო მეტია. დღეისათვის ქვეყანაში არაფერია ცნობილი მიკრობიოლოგიური ორგანიზმების სტატუსის შენარჩუნებაზე, თუმცა, როგორც ცხოველებმა ასევე მცენარეებმა შეიძლება განიცადონ ცვლილება კლიმატის ცვლილების, გარემოს დაბინძურების და სხვა საფრთხის გამო.

ველური ცხოველების პოპულაციის გამოკვლევა სამხრეთ სუდანში 2005 წელს დაიწყო ველური ბუნების დაცვის საზოგადოებამ (ინგლ. Wildlife Conservation Society) (WCS) ნახევრად ავტონომიური სამხრეთ სუდანის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით და აჩვენა, რომ ველური ცხოველების პოპულაციები თუმცა კი შემცირდა, მაგრამ ჯერ კიდევ ინარჩუნებენ თავის მნიშვნელობას. მაგალითად 1,3 მილიონი სული ანტილოპების უზარმაზარი პოპულაცია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით პრაქტიკულად არ შეცვლილა.

ქვეყანაში ველური ცხოველების საცხოვრებელი ადგილი მოიცავს მინდვრებს, მაღალმთიან პლატოებს და ფერდობებს, ტყიან და ბალახოვან სავანებს, მდინარის ჭალებს და ჭაობიან ადგილებს. ცხოველების სახეობების ნაწილი წარმოადგენენ ენდემებს: თეთრყურებიანი კობი (Kobus kob leucotis) და სუდანური თხა (Kobus megaceros). სავანების ტერიტორიაზე ბინადრობენ სპილოები, ჟირაფები, კანები, დასავლეთის კანები, ორიქსები, ლომები, აფთრისებრი ძაღლები, კაბო-ბუფალოები და ტოპები (ადგილობრივი დასახელება — ტიანი). დღეისათვის ბევრი არაფერია ცნობილი თეთრყურებიანი კობების და ტოპების შესახებ. ბომა-ჯონგლის (Boma-Jonglei) რეგიონი მოიცავს ბომის ეროვნულ პარკს, ვრცელ საძოვრებს და ჭალებს, ბანდინგილოს ეროვნულ პარკს (Bandingilo), სუდს და ზერაფის ნაკრძალს (Zeraf), რომლის ტერიტორია მოიცავს ჭაობების ვრცელ ტერიტორიას და სეზონურად დატბორილ მინდვრებს.

ბუნების მსოფლიო ფონდის მონაცემებით, რამდენიმე ეკორეგიონი სამხრეთ სუდანში საჭიროებს საერთაშორისო დაცვას: სუდი, საჰელი, აღმოსავლეთ სუდანის სავანა (ინგლ. East Sudanian savanna), ჩრდილოეთ კონგოს ტყის სტეპი (ინგლ. Northern Congolian forest-savanna mosaic) და აღმოსავლეთ აფრიკული მთის წინა ტყეები (ინგლ. East African montane forests).[14]

კოლონიამდელი პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფუძვლიანი ცნობები თანამედროვე სამხრეთ სუდანის ტერიტორიის განვითარების შესახებ XVIII საუკუნემდე, თითქმის არ არსებობს. ტრადიციულად ითვლება, რომ პირველი ადამიანები, რომლებიც დასახლდნენ სამხრეთ სუდანის ტერიტორიაზე, იყვნენ ნილოტის ხალხის წარმომადგენლები, როგორებიცაა დინკა, ნუერი, შილუკები და სხვა. XVI საუკუნეში, ტომების მიგრაციის შედეგად, რეგიონში გამოჩნდა ზანდეს ტომის ხალხი, რომელიც ნილოტის ხალხთა ჯგუფს არ მიეკუთვნებოდა და მალე მათ კონტროლი დაამყარეს თანამედროვე სამხრეთ სუდანის ტერიტორიაზე.

სუდანი თურქ-ეგვიპტური, შემდეგ კი ინგლისურ-ეგვიპტური ბატონობის ქვეშ.

ევროპელების მიერ აფრიკის კოლონიზაციის დაწყების მომენტისთვის სამხრეთ სუდანში ბატონობდა ზანდეს ხალხი, მაგრამ არ არსებობდა ორგანიზებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები. არაბებმა და თურქ-ოსმალოებმა ბუნებრივი გეოგრაფიული წინაღობების გამო ასევე ვერ შეძლეს დაემორჩილებინათ ეს რეგიონი, რითაც სამხრეთი სუდანის მოსახლეობა გადაურჩა ისლამიზაციას, შეინარჩუნა საკუთარი ეთნიკური და კულტურული თავისებურებები. ზოგიერთი წარმატება სამხრეთსუდანური ტერიტორიების ათვისების სფეროში შეიმჩნეოდა 1820-იან და 1870-იან წლებში ეგვიპტის სასულთნოს მხრიდან, მაგრამ მათი საბოლოო კოლონიზაცია განახორციელეს უკვე ინგლისელებმა.

ანგლო-ეგვიპტური სუდანის არსებობის პერიოდში (1899-1956 წლები), რომლის შემადგენლობაში შედიოდა სამხრეთ სუდანიც, კოლონიალური ხელისუფლება ესწრაფოდა შეეზღუდა ისლამური და არაბული გავლენა რეგიონის მოსახლეობაზე. ამ მიზნით სუდანის ჩრდილოეთი და სამხრეთი დაუქვემდებარეს ცალკე ადმინისტრაციებს, ხოლო 1922 წელს ორ რეგიონს შორის გადაადგილებაზე შემოღებული იქნა სპეციალური საშვები. ამასთან ერთად სამხრეთ სუდანის მოსახლეობას შორის ინგლისელები ნერგავდნენ ქრისტიანობას, რადგანაც მათი დიდი უმრავლესობა ანიმიზმის და სხვა ტრადიციული რწმენის მიმდევარი იყო.

1956 წელს, სუდანისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შედეგად, მისი ორივე ნაწილის (ჩრდილოეთის და სამხრეთის) ტერიტორიაზე გამოცხადდა ერთიანი სუდანის სახელმწიფოს შექმნა, დედაქალაქით ხარტუმში, რომელმაც იმთავითვე მოუტანა ქვეყანას პირველი სამოქალაქო ომი. სამოქალაქო ომი დასრულდა 1972 წელს ადის-აბების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ 17 წლის ომის შემდეგ სამხრეთელებმა ჯამში განიცადეს დამარცხება, ცენტრალურმა ხელისუფლებამ სამხრეთ სუდანს მიანიჭა ფართე ავტონომია და მნიშვნელოვანი პრივილიგიები სხვა რეგიონებთან შედარებით.

ათწლიანი მშვიდობიანი პერიოდის შემდეგ ქვეყანაში კვლავ იფეთქა მეორე სამოქალაქო ომმა. რადიკალურად განწყობილმა პრეზიდენტმა ჯაფარ ნიმეირიმ, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა სამხედრო გადატრიალების შედეგად 1969 წელს, განაახლა ისლამიზაციის პოლიტიკა. ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილი იქნა შარიათით გათვალისწინებული ისეთი სახის სასჯელები, როგორიცაა ქვებით ჩაქოლვა, სახალხო გაროზგვა და ხელის მოჭრა. ამან და მთელმა რიგმა სხვა მიზეზებმა აიძულა სუდანის განთავისუფლების სახალხო არმია — სამხრეთის სეპარატისტების შეიარაღებული ძალები — გაეგრძელებინა საბრძოლო მოქმედებები.

ამერიკული შეფასებებით, 22 წელში, რომლის განმავლობაშიც მიმდინარეობდა მეორე სამოქალაქო ომი, სამთავრობო ჯარის მხრიდან გარდაიცვალა 2 მილიონზე მეტი სამოქალაქო პირი. პერიოდული გვალვების, შიმშილის, საწვავის არყოფნის, მზარდი სამხედრო დაპირისპირების, ადამიანის უფლებების დარღვევების შედეგად 4 მილიონზე მეტი სამხრეთელი იძულებული იყო დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი და გაქცეულიყო მეზობელ ქვეყნებში: ეთიოპიაში, კენიაში, უგანდაში, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, ეგვიპტეში. მრავალწლიანმა ომმა მოიტანა ჰუმანიტარული კატასტროფა.

მოლაპარაკებებმა აჯანყებულებსა და ხელისუფლებას შორის 2003—2004 წლებში სუდანში ფორმალურად დაასრულა 22-წლიანი მეორე სამოქალაქო ომი, თუმცა ცალკეულ შეიარაღებულ შეჯახებებს სამხრეთის ზოგიერთ რაიონებში მოგვიანებითაც ჰქონდათ ადგილი. 2005 წლის 9 იანვარს კენიაში ხელი მოეწერა ნაივაშის შეთანხმებას, რომელმაც რეგიონს მიანიჭა ავტონომია, ხოლო სამხრეთის ლიდერი ჯონ გარანგი გახდა სუდანის ვიცე-პრეზიდენტი. სამხრეთ სუდანმა 6 წლიანი ავტონომიის შემდეგ მიიღო უფლება ჩაეტარებინა რეფერენდუმი საკუთარი რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ. ამ პერიოდში ნავთობის მოპოვებიდან მიღებული შემოსავალი შეთანხმების საფუძველზე უნდა გაყოფილიყო თანაბრად ცენტრალურ ხელისუფლებასა და სამხრეთის ავტონომიის ხელისუფლებას შორის. ამან რამდენადმე გააუვნებელყო ერთმანეთში არსებული დაძაბული მდგომარეობა. მაგრამ 2005 წლის 30 ივლისს გარანგი გარდაიცვალა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად და მდგომარეობა კვლავ დაიძაბა. კონფლიქტის დასარეგულირებლად 2007 წლის სექტემბერში სამხრეთ სუდანს ეწვია გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი. საერთაშორისო თანამეგობრობამ კონფლიქტის ზონაში შეიყვანა სამშვიდობო და ჰუმანიტარული ძალები. 6-წლიანი დროებითი პერიოდის განმავლობაში სამხრეთის ხელისუფლებამ საკუთარ ტერიტორიაზე დაამყარა სამხრეთ სუდანის მოქმედი ხელისუფლების საკმაოდ მთლიანი და ეფექტური კონტროლი ყველა სამინისტროებით, შეიარაღებული ძალებისა და სამართალდამცავი ორგანოების ჩათვლით. ყველანაირი შეფასებით, არაარაბული რეგიონის დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი და სურვილი არ იწვევდა არანაირ ეჭვს. 2010 წლის ივნისში აშშ-მა განაცხადა, რომ მიესალმებოდა ახალი სახელმწიფოს გამოჩენას რეფერენდუმის დადებითი პასუხის შემთხვევაში.

2011 წლის 4 იანვარს რეფერენდუმის დაწყებამდე სუდანის პრეზიდენტმა ომარ ალ-ბაშირმა სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში ვიზიტის დროს პირობა დადო ეღიარებინა რეფერენდუმის ნებისმიერი შედეგი, გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიეღო ახალი სახელმწიფოს წარმოქმნის ოფიციალურ დღესასწაულზე, თუ რეფერენდუმზე სამხრეთელები ხმას მისცემდნენ დამოუკიდებლობას. ამას გარდა, ის დაპირდა გადაადგილების თავისუფლებას ორ ქვეყანას შორის, სამხრეთელებს შეთავაზა დახმარება უსაფრთხო და სტაბილური სახელმწიფოს შექმნაში, ასევე შექმნილიყო ორი სახელმწიფოს თანაბარუფლებიანი კავშირი ევროპის კავშირის მსგავსად, თუ სამხრეთი დამოუკიდებლობას მოიპოვებდა.

2011 წლის 9 იანვრიდან 15 იანვრამდე სამხრეთ სუდანში ჩატარდა რეფერენდუმი სუდანისგან დამოუკიდებლობის თაობაზე. ამას გარდა, რეფერენდუმი ასევე უნდა ჩატარებულიყო აბიეის რაიონში სამხრეთ სუდანში შესვლის საკითხზე, მაგრამ იგი გადაიდო.

2009 წლის 22 დეკემბერს სუდანის პარლამენტმა მოიწონა კანონი, რომელმაც დაამტკიცა 2011 წლის რეფერენდუმის ჩატარების წესები. 2010 წლის 27 მაისს სუდანის პრეზიდენტმა ომარ ალ-ბაშირმა პირობა დადო სამხრეთ სუდანის თვითგამორკვევის რეფერენდუმი ჩატარებულიყო დათქმულ ვადაში — 2011 წლის იანვარში[15][16]. რეფერენდუმის მომზადებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლებმა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის ფინანსურ დახმარებაშიც. რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები გამოცხადდა 7 თებერვალს, რის თანახმადაც სამხრეთ სუდანის გამოყოფას და დამოუკიდებლობას ხმა მისცა გაუბათილებლად ცნობილი ბიულეტენების საერთო რაოდენობის 98,83 %-მა[17]. ახალი სახელმწიფოს ოფიციალური გამოცხადება მოხდა 2011 წლის 9 ივლისს, ამ თარიღამდე სუდანი აგრძელებდა არსებობას, როგორც ერთიანი სახელმწიფო.

ჯერ კიდევ მანამდე, 2011 წლის ივნისში, დაიწყო სასაზღვრო კონფლიქტი სამხრეთ კორდოფანსა და ცისფერი ნილოსის შტატში.

დამოუკიდებლობის პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ სუდანის სუვერენული სტატუსი ძალაში შევიდა 2011 წლის 9 ივლისს, მისი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების თაობაზე დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ. ამის შემდეგ დაიწყო მისი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობის მასობრივი აღიარება, დაწყებული სუდანიდან, და 2011 წლის 14 ივლისს სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შესვლა მის 193-ე წევრის სახით.

მსხვილი ისტორიული რეგიონისათვის ქვეყნის დასახელების ეკვატორიათი შეცვლის წინადადება არ იქნა მიღებული. ასევე არ იქნა მიღებული ქვეყნისათვის აზანიის დარქმევის საკითხი, რომელიც ისტორიულად გამოიყენებოდა ან განიხილებოდა აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის სხვადასხვა ადგილებისთვის (მათ შორის ეს საკითხი განიხილებოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშიც), ასევე ეს სახელი ჰქვია თვითგამოცხადებულ ავტონომიურ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნ აზანიას სომალიში[18].

2011 წლის ზაფხულში შემოღებული იქნა ეროვნული ფულადი ერთეული — სამხრეთ სუდანური ფუნტი.

2012 წლის 18 აპრილს სამხრეთ სუდანი გახდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის წევრი.

იგეგმება ქვეყნის ახალი დედაქალაქის — რამსელის მშენებლობა დღევანდელ დედაქალაქ ჯუბიდან ჩრდილოეთით ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ტბების შტატში 6 წლის განმავლობაში დედაქალაქის ოლქის — «რამსელის კავშირის» შექმნით. ასევე დაგეგმილია რამდენიმე სხვა ახალი ქალაქის და ზოგიერთი არსებული ქალაქების ძირეული რეკონსტრუქცია.

ქვეყანაში, რომელმაც სამოქალაქო ომებისგან მემკვიდრეობით მიიღო არანაკლებ 7 შეიარაღებული დაჯგუფება და ჰყავს რამდენიმე ეთნოსი, გრძელდება კონფლიქტები და შეიარაღებული შეტაკებები. ასევე საკმაოდ დაძაბული, თვით შეიარაღებულ შეტაკებებამდე, რჩება სუდანთან ურთიერთობა, რომელთანაც არსებობს ტერიტორიული და ეკონომიკური უთანხმოებები. ბოლო დროს სიტუაცია სამხრეთ სუდანში იმდენად დაიძაბა, რომ იკვეთება სამოქალაქო ომის დაწყების ნიშნები.

კონფლიქტი სამხრეთ კორდოფანში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით სამხრეთ სუდანის რესპუბლიკასა და სუდანის რესპუბლიკას შორის მოხდა შეიარაღებული კონფლიქტი სამხრეთი კორდოფანის საკამათო ზონაში.

ჰეგლიგის კონფლიქტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 26 მარტს მოხდა შეიარაღებული შეჯახებები სამხრეთ სუდანის და სუდანის არმიებს შორის. სამხრეთ სუდანის არმიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მეზობელი ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განახორციელეს საავიაციო დარტყმები ქალაქ ჯაუზე და სხვა საკამათო რაიონებზე. სუდანში აღიარეს მომხდარი კონფლიქტი, მაგრამ არ დააზუსტეს ვინ იყო ამის დამწყები.

2012 წლის 10 აპრილს სამხრეთ სუდანის არმიამ დაიპყრო ქალაქი ჰეგლიგი, რომელშიც იმყოფება სუდანის სანავთობო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი (ჰეგლიგის საბადო, დიდი ჰეგლიგის ნაწილი). სამხრეთ სუდანმა ქალაქის დაპყრობა ახსნა სუდანის მხრიდან თავდასხმის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად. პასუხად სუდანმა გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაცია და მოსახლეობას შეპირდა გაეკეთებინა ყველაფერი, რათა უკან დაებრუნებინა ქალაქი.

უგანდის თავდაცვის სახალხო ძალების მეთაურმა არონდა ნიაკაირიმამ განაცხადა, რომ ქვეყანა მხარს დაუჭერს სამხრეთ სუდანს, თუ მასსა და სუდანს შორის დაიწყება ომი.

სუდანის პარლამენტმა ორშაბათს — 2012 წლის 16 აპრილს, მიიღო განცხადება, რომელშიც მეზობელი სამხრეთ სუდანი გამოცხადებულია მტრულ ქვეყნად.

2012 წლის 22 აპრილს სამხრეთ სუდანმა დაამთავრა საკუთარი ჯარების გამოყვანა ჰეგლიგიდან და გააკრიტიკა სუდანის მოქმედებები, რომელიც არ წყვეტდა დარტყმების მიყენებას საცხოვრებელ კვარტლებზე მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რა დროსაც სამხრეთ სუდანის ჯარი იმყოფებოდა ქალაქში. სუდანის პრეზიდენტმა ომარ ალ-ბაშირმა 2012 წლის 23 აპრილს ქალაქ ჰეგლიგში განაცხადა: «ჩვენ არ ვაპირებთ ვილაპარაკოთ სამხრეთ სუდანის ხელისუფლებასთან, რადგანაც მათ ესმით მხოლოდ ავტომატების და პატრონების ენა».

დაახლოებით 1200 სამხრეთ სუდანის მოქალაქე დაიღუპა სამხედრო კონფლიქტის შედეგად მეზობელ სუდანთან ჰეგლიგის რეგიონის გამო (სამხრეთ სუდანის არმიის მეთაურის კამალ მარუფის 2012 წლის 23 აპრილის განცხადება).

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 16 დეკემბერს სამხრეთ სუდანის პრეზიდენტმა სალვა კიირმა განაცხადა სამხედრო გადატრიალების გაუვნებელყოფის შესახებ. მისი სიტყვებით, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა, რომელიც მისი პოლიტიკური ოპონენტების მიერ იყო წამოწყებული, ვერ შედგა, სიტუაცია ქვეყანაში და მის დედაქალაქ — ჯუბაში — იმყოფება ხელისუფლების მთლიანი კონტროლის ქვეშ.

პოლიტიკური სიტუაცია მკვეთრად გამწვავდა 2013 წლის ივლისში, როდესაც პრეზიდენტმა თანამდებლობიდან გაათავისუფლა ვიცე-პრეზიდენტი რიეკ მაჩარი და გაატარა რადიკალური ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში. ამ გადაადგილებების შემდეგ ქვეყნის ხელმძღვანელობაში პრაქტიკულად არ დარჩა ქვეყანაში სიდიდით მეორე ხალხის — ნუერის წარმომადგენლები. თვითონ პრეზიდენტი სალვა კიირი და მისი წრის ხალხის უმრავლესობა ეკუთვნის სხვა ტომის ხალხს — დინკას, რომელიც ყველაზე მრავალრიცხოვანია ქვეყანაში.

სამხრეთ სუდანში გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორმა ტობი დანცერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შეიარაღებული აჯანყების დროს დაიღუპა ათასობით ადამიანი. ადრე გაერო იტყობინებოდა კონფლიქტში 500 დაღუპულის ადამიანის შესახებ. 80 ათას ადამიანზე მეტი გაიქცა კონფლიქტის ზონიდან. გაერო ასევე იტყობინება, რომ სამხრეთ სუდანში აღმოჩენილია მასობრივი ადამიანთა სამარხები. ქალაქ ბენტუს ერთ-ერთი საფლავში დამარხულია 14 სხეული, მეორეში, რომელიც მდებარეობს მდინარის ნაპირის შორიახლოს — 20 სხეული. კორესპონდენტს დედაქალაქ ჯუბაში მოჰყავს თვითმხილველთა სიტყვები მასზედ, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა დახვრიტეს 200 ადამიანზე მეტი, რომლებიც უპირატესად ნუერის ტომის ხალხს ეკუთვნოდნენ. ჯუბაში კიდევ ერთმა ადამიანმა მოყვა, რომ დინკას ეთნიკური ჯგუფის მებრძოლები, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ, ესროდნენ ხალხს იმ რაიონებში, სადაც ნუერები ცხოვრობდნენ[19].

გაეროში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელი ჟერარ არო, რომელიც დღეისათვის უშიშროების საბჭოს თავჯდომარეა, თვლის, რომ კონფლიქტი ვითარდება ეთნიკური ნიშნების საფუძველზე და შესაძლებელია გადაიზარდოს სამოქალაქო ომში. მან ასევე განაცხადა, რომ გაეროს მონაცემებით, სამხრეთ სუდანში დახოცილია ასობით ადამიანი, ხოლო საკვების და მედიკამენტების მარაგი, რომლებიც აუცილებელია ასეთი დიდი რაოდენობის ხალხისთვის, მალე დამთავრდება[20]. გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია სამხრეთ სუდანში მშვიდობისმყოფელების რაოდენობის გაზრდის შესახებ 7 ათასიდან 12,5 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად, რომლებიც ემალებიან ძალადობას გაეროს და აშშ-ის ბაზებში.

დღეისათვის კონფლიქტი ღრმავდება, იზრდება მსხვერპლთა რაოდენობა, აჯანყებულები ინარჩუნებენ კონტროლს ჯონგლის შტატის ქალაქ ბორზე. მიმდინარეობს ბრძოლები ნავთობის შტატის ზემო ნილოსის დედაქალაქ მალაკალისთვის და შტატ ერთობის მთავარ ქალაქ ბენტიუსათვის[21].

2015 წლის აგვისტოს ბოლოს სამხრეთ სუდანის პრეზიდენტმა სალვა კიირმა და აჯანყებულების ლიდერმა რიეკ მაჩარმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას[22][23]

2015 წლის 20 ოქტომბერს, უგანდის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის ნაბაყოფილობით გაიყვანს საკუთარ შეიარაღებულ ძალებს სამხრეთ სუდანის ტერიტორიიდან სამშვიდობო შეთანხმების თანახმად.[24]

პოლიტიკური სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლიდან 2011 წლამდე სამხრეთ სუდანი იყო ავტონომიური რეგიონი სუდანის რესპუბლიკაში. ავტონომიური რეგიონი ჩამოყალიბდა სუდანის განთავისუფლების სახალხო არმიასა და სუდანის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმების შედეგად[25]. სამხრეთ სუდანის ხელისუფლება შეიქმნა 2005 წლის 9 იანვარს. ჯონ გარანგი არჩეული იქნა პირველ პრეზიდენტად და ამ თანამდებობაზე დარჩა დაღუპვამდე. იგი შეცვალა სალვა კიირმა.

2005 წლის დეკემბერში მიღებული იქნა სამხრეთ სუდანის კონსტიტუცია. სალვა კიირი ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად 2010 წლის არჩევნებში. 2011 წლის 9 იანვრიდან 12 იანვრამდე ჩატარდა სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი. ამომრჩეველთა დაახლოებით 96 %-მა ხმა მისცა სამხრეთ სუდანის სუდანიდან გამოყოფას და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას[26]. დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადება მოხდა 2011 წლის 9 ივლისს.

საკანონმდებლო ხელისუფლება ხორციელდება სამხრეთ სუდანის პარლამენტის მეშვეობით, რომელიც შედგება 170 წევრისაგან. პარლამენტის შენობა მდებარეობს დედაქალაქ ჯუბაში. 2011 წელს მიღებული სამხრეთ სუდანის დროებითი კონსტიტუციის მიღების შემდეგ სამხრეთ სუდანის პარლამენტი გახდა ორპალატიანი — 50 ადგილიანი შტატების საბჭო და 170 ადგილიანი ეროვნული საკანონმდებლო კრება.

აღმასრულებელი ხელისუფლება ხორციელდება სამხრეთ სუდანის მთავრობის მეშვეობით, რომელიც შედგება პრეზიდენტისაგან, ვიცე-პრეზიდენტისაგან და 29 მინისტრისაგან.

სამხრეთ სუდანის სასამართლო ხელისუფლება შეიქმნა 2011 წელს. მისი ამოცანაა მართლმსაჯულების განხორციელება და სასამართლო სისტემის განმტკიცება. იგი ჯერ კიდევ 2005 წელს შეიქმნა ნაივაშის შეთანხმების საფუძველზე სამხრეთ სუდანის ავტონომიურ რეგიონში და დღეისათვის მისი მემკვიდრე დღევანდელი სამხრეთ სუდანის სასამართლო სისტემაა. სამხრეთ სუდანის სასამართლო სისტემის იურისპრუდენციაში შედიან სამხრეთ სუდანის უზენაესი სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, უმაღლესი სასამართლოები და სარაიონო სასამართლოები.

სამხრეთ სუდანის სუვერენული სახელმწიფოს უსაფრთხოება და საზღვრების დაცვა გადაეცა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, რომელიც ოფიციალურად შეიქმნა 2005 წლის 9 ივლისს ნაივაშის შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც ხელი მოაწერეს სამხრეთ სუდანის და სუდანის ხელისუფლების წევრებმა.

ზოგიერთმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ისინი აპირებენ ცნონ სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 2011 წლის 9 ივლისამდე. სუდანის ხელისუფლებამ აღიარა სამხრეთ სუდანის 2011 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგები და განაცხადა, რომ გეგმავს გახსნას საელჩო ჯუბაში ქვეყნის ორ ნაწილად გაყოფის შემდეგ,[27] მეზობელმა ქვეყნებმა, ჩადის და თავიდან ერიტრეის გარდა, ასევე აღიარეს მისი დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობის პირველივე დღეებში რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ აღიარა სამხრეთ სუდანი.

დიდმა ბრიტანეთმა და მთელმა რიგმა სხვა ქვეყნებმა განაცხადეს სამხრეთ სუდანში საკუთარი საელჩოების გახსნის გეგმებზე[28].

საკმაოდ დაძაბული, ზოგჯერ შეიარაღებულ კონფლიქტებამდე მისული, რჩება ურთიერთობა სუდანთან, რომელთანაც არსებობს ტერიტორიული და ეკონომიკური დავა. სამხრეთ სუდანსა და სუდანს შორის 2011 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით მოხდა შეიარაღებული კონფლიქტი სამხრეთ კორდოფანის სადავო ზონაში და 2012 წლის მარტ-აპრილში ჰეგლიგის რეგიონში.

2012 წლის 18 აპრილს სამხრეთ სუდანი გახდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის წევრი.

სამხრეთ სუდანს აქვს სადავო ტერიტორიები სუდანთან (აბიეი და კაფია-კინგი) და კენიასთან (ილემის სამკუთხედი).

შეიარაღებული ძალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ სუდანის შეიარაღებული ძალები — ქვეყნის სამხედრო ორგანიზაციაა, რომლის დანიშნულებაა თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. შედგება სახმელეთო ჯარებისაგან და სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან.

სამხრეთ სუდანის შეიარაღებული ძალები შეიქმნა ქვეყნის კონსტიტუციის I თავის X ნაწილის თანახმად. დღეისათვის ის უპირველეს ყოვლისა შედგება ადრე არსებული სუდანის სახალხო განმათავისუფლებელი მოძრაობის შეიარაღებული ფრთის სუდანის განთავისუფლების სახალხო არმიისგან და იმყოფება რეგულარულ არმიად ჩამოყალიბების პროცესში.

სამხრეთ სუდანის შეიარაღებული ძალების მიზნები აღწერილია სამხრეთ სუდანის კონსტიტუციაში:

  • ქვეყნის კონსტიტუციისადმი მხარდაჭერა;
  • ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა;
  • სამხრეთ სუდანის მოსახლეობის დაცვა;
  • სამხრეთ სუდანის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა;
  • სამხრეთ სუდანის დაცვა გარე საფრთხეებისგან და აგრესიისგან, ასევე ნებისმიერ საგანგებო სიტუაციების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება, აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა და სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში დახმარების აღმოჩენა, მოქმედი კონსტიტუციის და კანონების თანახმად დახმარების გაწევაში.

2013 წლის მდგომარეობით სახმელეთო ჯარების არსენალში იმყოფებოდა შემდეგი მძიმე ტექნიკა:

სამხედრო-საჰაერო ძალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის მდგომარეობით სამხედრო-საჰაერო ძალების არსენალში ირიცხებოდა შემდეგი საბრძოლო თვითმფრინავები:

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სუდანის რეგიონები და შტატები

სამხრეთ სუდანის იყოფა სამ ისტორიულ რეგიონად: ბაჰრ-ელ-ღაზალი, ეკვატორია და ზემო ნილოსი. რეგიონები თავის მხრივ დაყოფილია 10 შტატად, ხოლო შტატები 86 მუნიციპალიტეტად.

შტატი
(ქართ.)
შტატი
(ინგლ.)
ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი,[7]
კმ²
მოსახლეობა,[8][9][10]
ად. (2008 წელი)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
ბაჰრ-ელ-ღაზალი
1 ვარაბი Warrap კუაჯოკი 45 567 972 928 21,35
2 დასავლეთი ბაჰრ-ელ-ღაზალი Western Bahr el Ghazal ვაუ 91 076 333 431 3,66
3 ტბები Lakes რუმბეკი 43 595 695 730 15,96
4 ჩრდილოეთი ბაჰრ-ელ-ღაზალი Northern Bahr el Ghazal ავეილი 30 543 720 898 23,60
ზემო ნილოსი
5 ზემო ნილოსი Upper Nile მალაკალი 77 283 964 353 12,48
6 ჯონგლი Jonglei ბორი 122 581 1 358 602 11,08
7 ერთობა (ვაჰდა) Unity ბენტიუ 37 837 585 801 15,48
ეკვატორია
8 აღმოსავლეთი ეკვატორია Eastern Equatoria ტორიტი 73 472 906 161 12,33
9 დასავლეთი ეკვატორია Western Equatoria იამბიო 79 343 619 029 7,80
10 ცენტრალური ეკვატორია Central Equatoria ჯუბა 43 033 1 103 557 25,64
სულ 644 329 8 260 490 12,82

სადავო სტატუსის ტერიტორიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • აბიეის რაიონი ვარაბის შტატში, დღეისათვის მას აკონტროლებს სუდანის ხელისუფლება და ადმინისტრაციულად ეკუთვნის სამხრეთი კორდოფანის შტატს. ნაივაშის შეთანხმების თანახმად ტერიტორიის სტატუსი უნდა განისაზღვროს რეფერენდუმის გზით.
  • ილემის სამკუთხედი მდებარეობს აღმოსავლეთი ეკვატორიის შტატში, დღეისათვის მას აკონტროლებს კენიის ხელისუფლება. სტატუსი გაურკვეველია კოლონიალური ეპოქის დროინდელი დოკუმენტების წინააღმდეგობების გამო.
  • კაფია-კინგის რაიონი დასავლეთი ბაჰრ-ელ-ღაზალის შტატში, დღეისათვის მას აკონტროლებს სუდანის ხელისუფლება და ადმინისტრაციულად ეკუთვნის სამხრეთი დარფურის შტატს. რაიონი იყო ბაჰრ-ელ-ღაზალის ნაწილი 1956 წელს, დარფურის შემადგენლობაში გადასცეს 1960 წელს. 2011 წლის 9 ივლისს სუდანის ხელისუფლებამ აღიარა სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობა 1956 წლის 1 იანვრის საზღვრებში, ამასთან, ნაივაშის შეთანხმების შესაბამისად, ლაპარაკია იმ დროის არა ადმინისტრაციულ საზღვარზე, არამედ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის გამყოფ ხაზზე, რომელიც არსებობდა 1956 წლის 1 იანვარს სუდანის დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტში. კერძოდ, ცნობილია, რომ ეს ხაზი როგორც მინიმუმ ერთ ადგილას (აბიეის რაიონში) არ ემთხვევა პროვინციის საზღვარს, რომელიც არსებობდა 1956 წელს. რომელი ადმინისტრაციული საზღვარი (1956 წლის ან 1960 წლის) თავის დასავლეთ ნაწილში შეესაბამება გამყოფ ხაზს, უცნობია, და შესაბამისად თითოეული სახელმწიფო აღიარებს იმ საზღვარს, რომელსაც იგი მიიჩნევს საჭიროდ. აშშ აღიარებს 1956 წლის საზღვარს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს რუკებზე განსახილველი ტერიტორია აღნიშნულია, როგორც სამხრეთ სუდანის ნაწილი[29]).

სამხრეთი სუდანის მოსახლეობა, სხვადასხვა მონაცემებით, მერყეობს 7,5 მლნ-დან[30] - 13 მლნ კაცამდე[31]. სუდანის 2008 წლის აღწერის თანახმად, სამხრეთის მოსახლეობა შეადგენდა 8 260 490 კაცს[32], თუმცა სამხრეთი სუდანის მთავრობა ამ აღწერას არ აღიარებს, რადგანაც ხართუმის სტატისტიკის ცენტრალურმა ბიურომ უარი განუცხადა სამხრეთის წარმომადგენლებს აღწერის საწყისი მონაცემების გადაცემაზე[33].

მოსახლეობის რაოდენობა — 8 260 490 ადამიანი (2008 წლის აღწერა).

წლიური ზრდა — 2,85 %.

საშუალო ასაკი:

  • სულ: 16,8 წელი
  • მამაკაცები: 16,6 წელი
  • ქალები: 17,0 წელი (2014 წლის შეფასება)

ასაკობრივი სტრუქტურა:

  • 0-14 წელი — 44,3 %
  • 15-64 წელი — 53 %
  • 65+ წელი — 2,7 %

სქესობრივი სტრუქტურა:

  • საერთო — 1,07 მამაკაცი/ქალზე
  • 0-14 წელი — 1,12 მამაკაცი/ქალზე
  • 15-64 წელი — 1,02 მამაკაცი/ქალზე
  • 65+ წელი — 1,36 მამაკაცი/ქალზე

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 42 წელი.

შობადობა — 37,68 %.

სიკვდილიანობა — 8,42 %.

ჩვილთა სიკვდილიანობა — 71,83 ბავშვი 1000 ადამიანზე (2010 წელი).

ეთნიკური შემადგენლობა: დინკა — 35,8 %, ნუერი — 15,6 %, სხვები (ზანდე, შილუკები, ბარი, ლოტუკო და სხვა).

ენები: ოფიციალური — ინგლისური, სალაპარაკო — დინკა, ნუერი, ბარი, მურლე, ზანდე, შილუკი და არაბული ენა.

ძირითადი რელიგია — ქრისტიანები — 60,5 %, ანიმისტები — 32,9 %, მუსლიმები შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის 6,2 %-ს.

ეთნიკური სტრუქტურა

სამხრეთ სუდანი 62 მკვიდრი ეთნიკური ჯგუფისაგან შედგება. მოსახლეობის უმრავლესობა მიეკუთვნება ნეგრეოიდულ რასას. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი არის ნილოტთა ხალხები, რომელთაგან უმსხვილესია დინკას ხალხი, ქვეყნის ძირითადი ეთნიკური ჯგუფი, რომლებიც შეადგენენ მთელი მოსახლეობის დაახლოებით 36 %-ს.

ნილოტების შემდეგი მსხვილი ეთნიკური ჯგუფია ნუერის ტომის ხალხი, რომლებიც მთელი მოსახლეობის 15 %-ს შეადგენენ. მათ გარდა ქვეყანაში ასევე ცხოვრობენ ნილოტების ჯგუფში შემავალი სხვა ხალხები: ბარი, ლოტუკო, შილუკები, აჩოლი, ტოპოზა და სხვა[34].

აღმოსავლეთსუდანური ენების ეთნიკური ჯგუფები მოიცავენ დიდინგა და მურლე. ცენტრალურსუდანური ენების სხვა ეთნიკური ჯგუფებია: მორუ, მადი, ლულუბო და სხვა.

ეთნიკური ჯგუფების უმცირესობას მიეკუთვნება ნიგერ-კონგოს ენები, მათ შორის ზანდე, მაკარაკა და მუნდუ. ნილო-საჰარული ენების ჯგუფის ხალხს მიეკუთვნება ავუკაია, მორუმადი და სხვები, რომლებიც ცხოვრობენ მდინარე თეთრი ნილოსის რაიონში. ისინი იქ დასახლდნენ მას შემდეგ რაც დატოვეს ქუშის სამეფო.

ეთნიკური სტრუქტურა
ენები სამხრეთ სუდანში[35].
ენა პროცენტი
დინკა
  
35.8%
ნუერი
  
15.6%
შილუკი
  
8.9%
ზანდე
  
8.4%
ბარი
  
8.3%
არაბული ენა
  
3.1%

სამხრეთ სუდანში ლაპარაკობენ 200-ზე მეტ სხვადასხვა ენებზე. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, ოფიციალური ენაა ინგლისური[36], ხოლო მის გარდა, აღიარებულია კიდევ დაახლოებით 200 რეგიონალური ენა[37]. ისინი იყოფიან რამდენიმე ჯგუფებად და ოჯახებად. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია ნილო-საჰარული ენების ჯგუფი: დინკა(3 მილიონი მოლაპარაკე), ნუერი (900 000 მოლაპარაკე), ბარი (400 000 მოლაპარაკე), შილუკი (200 000 მოლაპარაკე) და სხვა. შემდეგ მოდის ნიგერ-კონგოს ენების ჯგუფი, რომელთაგან ყველაზე მრავალრიცხოვანია — ზანდეს ენაზე მოლაპარაკე ხალხი (1 000 000 მოლაპარაკე). მათ გარდა მნიშვნელოვანია სემიტური ენების ჯგუფის სამხრეთსუდანური არაბული პიჯინის ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა, რომლებიც შეადგენენ დაახლოებით 40 000 ადამიანს დედაქალაქ ჯუბაში.

დინკას და ნუერის ენები ყველაზე უფრო გავრცელებული ენებია ქვეყნის დიდ ნაწილში. ნუერი ძირითადი სალაპარაკო ენაა ჯონგლის შტატის აღმოსავლეთ ნაწილში, მაშინ როდესაც დინკას ენა წარმოდგენილია ცენტრალურ, ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (ჯონგლი, ზემო ნილოსი, ერთობა, ჩრდილოეთი ბაჰრ-ელ-ღაზალი). შილუკის ენა გამოიყენება ქალაქ მალაკალას ჩრდილოეთით მდებარე რაიონებში. ბარის ენა ძირითადია ცენტრალურ ეკვატორიაში, ხოლო ზანდეს ენა დასავლეთ ეკვატორიაში. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე დასავლეთ ბაჰრ-ელ-ღაზალის შტატში გამოიყენება არაბული ენაც[38].

რელიგიური სტრუქტურა

რელიგიის თავისუფლება სამხრეთ სუდანში გარანტირებულია ქვეყნის კონსტიტუციით. მოსახლეობა ძირითადად სამი ძირითადი რელიგიის მიმდევრები არიან — ქრისტიანობის, ანიმიზმის და ისლამის. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე სამხრეთ სუდანი ჩრდილოეთ სუდანთან აწარმოებდა სამოქალაქო ომს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მათ შორის რელიგიური უთანხმოებაც იყო.

რელიგია სამხრეთ სუდანში[39]
რელიგია პროცენტი
ქრისტიანები
  
60.50%
ანიმისტები
  
32.90%
მუსლიმები
  
6.20%
დანარჩენები
  
0.40%
სულ: 10 798 098 მორწმუნე
ქრისტიანობა სამხრეთ სუდანში[40]
რელიგია პროცენტი
კათოლიკეები
  
55.83%
ანგლიკანები
  
24.23%
პროტესტანტები
  
18.14%
ორმოცდაათიანელები
  
0.58%
ბაპტისტები
  
0.38%
მართლმადიდებლები
  
0.04%
სხვები
  
0.76%
სულ: 6 411 987 მორწმუნე

მორწმუნეთა უმეტესობა ქრისტიანულ კონფესიას იზიარებს, რომელთა რაოდენობა მოსახლეობის დაახლოებით 60 %-ია, თუმცა ძლიერია ტრადიციული აფრიკული ანიმისტური რელიგიების პოზიციაც, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 33 %-ია, ხოლო მუსლიმების რაოდენობა 6 %-ს შეადგენს[41].

ქრისტიანობა სამხრეთ სუდანში წარმოდგენილია რამდენიმე კონფესიის სახით, რომელთაგან 6 ახალი სუდანის ეკლესიების საბჭოს წევრია. ქვეყანაში ცხოვრობს დაახლოებით 6,5 მილიონი ქრისტიანი, რაც შეადგენს მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 60,5 %-ს. ქრისტიანებიდან ყველაზე უფრო კათოლიკეა, შემდეგ მოდიან ანგლიკანები და პროტესტანტები. ქრისტიანების ყველაზე უფრო დიდი კონცენტრაცია შეიმჩნევა ქვეყნის სამხრეთის, სამხრეთ-დასავლეთის, უკიდურესი ჩრდილოეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის რაიონებში. სამხრეთ სუდანში არსებობს 8 აღიარებული ეკლესია: რომის კათოლიკური ეკლესია, ეპისკოპალური, აფრიკის შიდა ეკლესია, პრესვეტერიანული, პენტეკოსტალური, შიდა ეკლესია, კოპტური მართლმადიდებლური ეკლესია და ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესია.

სამხრეთ სუდანში ანიმიზმი, სპირიტიზმი და ტრადიციული სარწმუნოებები, დამახასიათებელია ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილისათვის. მათი წარმომადგენლების უმრავლესობა ცხოვრობს აღმოსავლეთ ეკვატორიის, ჯონგლის და ზემო ნილოსის შტატებში. სუდის ვრცელი დაჭაობებული ტერიტორიის ირგვლივ არსებულ ცენტრალურ ნაწილს ანიმისტების რაოდენობით სიდიდით მეორე ადგილი უკავია, დასავლეთი ბაჰრ-ელ-ღაზალის შტატში ტრადიციული სარწმუნოების მიმდევრები და ქრისტიანები ერთმანეთშია შერეული. ანიმისტების რაოდენობა სამხრეთ სუდანში შეადგენს დაახლოებით 3 500 000 ადამიანს, რაც ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობის ერთი მესამედია, ანუ შეადგენს 32,90 %-ს.

მეზობელ სუდანში გავრცელებულ ისლამს, სამხრეთ სუდანის ტერიტორიაზე დიდი გავლენა არ გააჩნია. ისლამის სარწმუნოებას მისდევენ მასალიტის, დაგოს და ბერტის ეთნიკურ ჯგუფებში და მათი წილი ქვეყანაში შეადგენს 6 %-ს.

სამხრეთ სუდანის ეკონომიკა დაფუძნებულია თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე. დღეისათვის ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში[42]. შედეგად მას 17-ე ადგილი უკავია ზრდის მიხედვით.[42], მიუხედავად მიმდინარე არასტაბილური ეკონომიკური ტენდენციებისა. სამხრეთ სუდანის მთავარი კოზირებია ნავთობი, აირი, ციტრუსოვანი კულტურები და ხე-ტყე. ქვეყნის ოფიციალური ვალუტაა სამხრეთ სუდანური ფუნტი. მიუხედავად ამ მაჩვენებლებისა, სამხრეთ სუდანის მოსახლეობა ცხოვრობს საკმაოდ ღარიბულად, რაც პირდაპირაა დაკავშირებული მრავალწლიან სამოქალაქო ომებთან[43].

ნავთობი — ქვეყნის მთავარი რესურსია, რომელზეც დაყრდნობილია სამხრეთ სუდანის მთელი ეკონომიკა, 2013 წელს მისმა მოპოვებამ შეადგინა 4,9 მილიონი ტონა (99 ათასი ბარელი დღე-ღამეში). მაგრამ ჩრდილოეთი სუდანი აკონტროლებს მილსადენებს, რომლის გავლითაც ნავთობი გადის ექსპორტზე, ამის გამო თითოეულ მხარეს გააჩნია საკუთარი ინტერესები მისი ექსპორტისგან მიღებული შემოსავლების განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე[42][44]. სამხრეთ სუდანის ინვესტიციების მინისტრი გენერალ-პოლკოვნიკი ოიაი დენგ აჯაკი მრავალჯერ აცხადებდა აბიეის ნავთობმომპოვებელი რაიონის საკითხის საერთაშორისო დონეზე გადაწყვეტის აუცილებლობის შესახებ.

ნავთობის გაყიდვიდან შემოსავლები ნაივაშის შეთანხმების საფუძველზე უნდა გაიყოს შუაზე შეთანხმების მოქმედების ვადის განმავლობაში[45]. რადგანაც სამხრეთ სუდანი დამოკიდებულია მილსადენებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და ჩრდილოეთ სუდანის წითელი ზღვის შტატის საპორტო ინფრასტრუქტურაზე, შეთანხმების საფუძველზე ჩრდილოეთ სუდანმა მიიღო უფლება მთელი ნავთობის შემოსავლების 50 %-ზე[45]. ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები შეადგენენ სამხრეთ სუდანის ხელისუფლების ბიუჯეტის 98 %-ზე მეტს ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს და ეკონომიკური დაგეგმვის მონაცემებით ან 8 მილიარდი აშშ დოლარზე მეტს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მომენტიდან[45].

უკანასკნელ წლებში სამხრეთ სუდანში გააქტიურდა მუშაობა ნავთობის ჭაბურღილების ბურღვაზე უცხოური კომპანიების მონაწილეობით, რამაც გააუმჯობესა ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ნავთობი და სახვა მინერალური რესურსები გვხვდება სამხრეთ სუდანის მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ ბენტიუს ირგვლივ არსებული რეგიონი ფართედაა ცნობილი, როგორც ნავთობით ყველაზე უფრო მდიდარი რეგიონი, ხოლო ჯონგლის, ვარაბის და ტბების შტატებში არსებობს პოტენციური მარაგი. ავტონომიის პერიოდში 2005 წლიდან 2011 წლების ჩათვლით ჩრდილოეთ სუდანის ხელისუფლებამ სუდანის ძირითადი ნაწილი ბლოკებად დაჰყო, ამასთან ნავთობის დაახლოებით 85 % მოყვა სამხრეთში. 1, 2 და 4 ბლოკები მდებარეობენ უმსხვილესი უცხოური კონსორციუმის — Greater Nile Petroleum Operating Company (GNPOC) კონტროლქვეშ, რომელიც შედგება შემდეგი მონაწილეებისაგან: ჩინეთის ეროვნული ნავთობაირის კორპორაცია (CNPC, ჩინეთი) — 40 %, Petronas (მალაიზია) — 30 %, Oil and Natural Gas Corporation Limited (ONGC, ინდოეთი) — 25 %, Sudapet (სუდანის ეროვნული ნავთობაირის კორპორაცია) — 5 %[46]. იმის გამო, რომ აშშ-მა სუდანი ჩართო ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნების სიაში, ასევე ჩრდილოეთ სუდანის ხელისუფლების განუხრელმა სურვილმა სამხრეთ სუდანის ნავთობისაგან მიეღო შემოსავლების ნაწილი ნებისმიერი საერთაშორისო საქმიანი შეთანხმებიდან ამერიკულ სანავთობო კომპანიებს არ შეუძლიათ იმოქმედონ სამხრეთ სუდანთან, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. შედეგად ამერიკული კომპანიები პრაქტიკულად არ მონაწილეობენ სამხრეთ სუდანის სანავთობო სექტორში[47].

ნავთობის მოპოვება სამხრეთში მიმდინარეობს ასევე 3 და 7 ბლოკებში აღმოსავლეთში, ზემო ნილოსის შტატში. ამ ბლოკებს აკონტროლებს Petrodar, რომელშიც 41 % ეკუთვნის CNPC-ს, 40 % — Petronas-ს, 8 % — Sudapet-ს, 6 % — Sinopec-ს და 5 % — ალ ტანის[46].

სამხრეთ სუდანის კიდევ ერთ მსხვილ ბლოკზე (ადრე — ბლოკი ბ, ჩრდილოეთ სუდანის ხელისუფლების აღნიშვნის თანახმად) პრეტენზიას აცხადებს რამდენიმე მხარე. კომპანია Total-მა (საფრანგეთი) მიიღო კონცესია 90 000 კმ²-იან ბლოკზე 1980-იან წლებში, მაგრამ მას შემდეგ ჩაატარა შეზღუდული მუშაობა — „ფორს-მაჟორის“ სახით. სუდანის განთავისუფლების სახალხო არმიის სხვადასხვა ელემენტები გადასცემდნენ ბლოკს, ან მის ნაწილებს სამხრეთ სუდანის სხვა მხარეს. ზოგიერთი ასეთი გარიგება, დადებული ნაივაშის შეთანხმებამდე, გაუქმდა, როდესაც ჯონ გარანგმა დაკარგა ხელისუფლება.

ნაივაშის შეთანხმების ერთ-ერთ თავში ბუნებრივი რესურსების შესახებ ნათქვამია, რომ ყველა შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილია ნაივაშის შეთანხმებამდე, რჩება ძალაში და ნაივაშის შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ნავთობის და აირის ეროვნული კომისიის, რომელიც შედგება, როგორც ჩრდილოეთ სუდანის, ასევე სამხრეთ სუდანის წარმომადგენლებისგან და რომელსაც ერთობლივად ხელმძღვანელობენ ჩრდილოეთ სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი და სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი სალვა კიირი, გადასინჯვას არ ექვემდებარება. მაგრამ ნაივაშის შეთანხმებაში არ არის განსაზღვრული, ვინ უნდა მოაწეროს ხელი ამ ნაივაშის შეთანხმებამდელ ხელშეკრულებებს.

ზოგიერთი მონაცემებით, ჩინეთმა მისცა სამხრეთ სუდანს საკრედიტო ხაზი რამდენიმე წლით კენიის სანაპირომდე ალტერნატიული მილსადენის გაყვანამდე და კენიის მთავრობასთან საექსპორტო შეთანხმების დადებამდე, მაგრამ ეს სცენარი ნაკლებ სავარაუდოა, ვიდრე სამხრეთ სუდანის დამოკიდებულების გაგრძელება ჩრდილოეთ სუდანის ინფრასტრუქტურებზე. ასეთი შეთანხმების დადების შემთხვევაში კი სამხრეთ სუდანი დაიწყებდა ნავთობის ექსპორტირებას კენიის პორტებიდან და აშშ გახდებოდა ნავთობის პოტენციური სავაჭრო პარტნიორი და იმპორტიორი სამხრეთ სუდანიდან. ჯერჯერობით სამხრეთ სუდანის ხელისუფლება აპირებს სუდანში მომუშავე ამერიკული კომპანიებისთვის შეზღუდვების შემცირების აშშ-ში ლობირებას[47].

ბუნებრივი რესურსების ბაზაზე და სოფლის მეურნეობაზე დაყრდნობით შემუშავებულია სამხრეთ სუდანის მრავალრიცხოვანი დარგები. პირველ რიგში ესაა ენერგეტიკა და ნავთობმრეწველობა. მას მოსდევს ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოები ქვეყნის სამხრეთში, ტროპიკული ტყეების ზონაში, შემდეგ კვების მრეწველობა, ხილის და ბოსტნეულის დამუშავება და მშენებლობა მინერალური ნედლეულის საფუძველზე. მთავარი როლი უკავია ძვირფასი ლითონების მოსაპოვებელ მაღაროებს, სადაც ამზადებენ ოქროს, ვერცხლის და ალმასის ნაკეთობებს. მთლიანად, სამხრეთ სუდანის მრეწველობა რეაბილიტაციის და აღდგენის პროცესშია უახლოესი სამოქალაქო ომების შედეგად განადგურების შემდეგ[48].

ბუნებრივი რესურსები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე უფრო მთავარ ენერგეტიკულ რესურსებს წარმოადგენენ მდინარე თეთრი ნილოსის წყლები ბაჰრ-ელ-ღაზალის, სობატის და სხვა შენაკადებთან ერთად. ქვეყნის სამხრეთით მდებარე მთიან რაიონებში მდინარეებს აქვთ პოტენციური ენერგეტიკული სარგებელი. ნილოსის ხეობაში, უფრო ზუსტად, სუდის ვრცელი ჭაობიანი ადგილების სივრცეში, ხანგრძლივი ნოტიო პერიოდის გამო ნიადაგი ხელსაყრელია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანისათვის. მოიპოვება შემდეგი ნედლეული: ოქრო, ვერცხლი, ქრომი, ასბესტი, მანგანუმი, თაბაშირი, რკინა, თუთია, ტყვია, ურანი, სპილენძი, კაოლინი, გრანიტი, ნიკელი, კობალტი, კალა და სხვა[49].

სამხრეთ სუდანის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებია ნავთობი და აირი, რომელთა საბადოები თავმოყრილია მხოლოდ ქვეყნის ცენტრში, მდინარეების თეთრი ნილოსის და ბაჰრ-ელ-ღაზალის ხეობებში. ყოფილ სუდანში თვით ნავთობის საერთო მოპოვების 85 % მოდიოდა ქვეყნის სამხრეთზე. დღეისათვის სამხრეთ სუდანში ნავთობის მოპოვებისგან მიღებული შემოსავალი საერთო ბიუჯეტის 98 %-ია[50]. საექსპლოატაციო სამუშაოებს ახორციელებენ უცხოური ნავთობის კონსორციუმები ჩინეთიდან, ინდოეთიდან და მალაიზიიდან. შემოსავლები ნავთობიდან და აირიდან ყოვლისმომცველი სამშვიდობო ნაივაშის შეთანხმების საფუძველზე გარდამავალი პერიოდის განმავლობაში (2005-2011 წლები) იყოფოდა ორ თანაბარ ნაწილად — ნახევარი ეძლეოდა ჩრდილოეთ სუდანს, ხოლო მეორე ნახევარი სამხრეთ სუდანს.

ქვეყნის ეკონომიკა, როგორც ბევრ სხვა განვითარებად ქვეყნებში, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე. ქვეყანაში სოფლის მეურნეობა ყველაზე უფრო მეტად განვითარებულია სწორ, ვაკე ადგილებში და მდინარის ხეობებში. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზოგიერთი დარგები მოიცავენ შემდეგ პროდუქტებს: ბამბა, სიმინდი, არაქისი, სორგო, ფეტვი, ხორბალი, გუმიარაბიკი, შაქრის ლერწამი, ტაპიოკა, მანგო, ნესვის ხე, ბანანი, ბატატი და შირბახტი.

მეცხოველეობა დაფუძნებულია თხების, ცხვრების და მსხვილი რქოსანი საქონელის მოშენებაზე. ეს დარგი ყველაზე უფრო მეტად განვითარებულია ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის და სამხრეთის რაიონებში.

ტყის ძირითადი რესურსები მდებარეობს დასავლეთ ეკვატორიის და ცენტრალური ეკვატორიის შტატებში. სატყეო მეურნეობა განვითარებულია სამხრეთ სუდანის უკიდურეს სამხრეთში, ტროპიკული ტყეების ზონაში.

სამხრეთ სუდანის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად მოიშალა მრავალწლიანი სამოქალაქო ომების შემდეგ. ყველა მთავარი ქალაქი ერთმანეთთან დაკავშირებულია ავტოგზებით. ავტოგზების ქსელის სიმჭიდროვე ყველაზე უფრო მეტია ქვეყნის სამხრეთში, ჩრდილო-დასავლეთით და ცენტრალურ ნაწილებში[51]. ავტოგზების ზოგიერთ მონაკვეთზე იკეტება ტრანსპორტის მოძრაობა წვიმების სეზონის დროს დიდი წყალდიდობების გამო. დედაქალაქი ჯუბა А-34 ავტოსტრადით უერთდება რეგიონების სხვადასხვა ქალაქებს ავეილს, რუმბეკს, ვაუს და შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთით კენიას და უგანდას. დასავლეთით მიემართება ქალაქ იამბიომდე და იქიდან კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკამდე. ჯუბიდან ჩრდილოეთით გზა ქალაქ ბორის გავლით მიდის ქალაქ მალაკალიმდე, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

სამხრეთ სუდანის რკინიგზის რუკა

სამხრეთ სუდანის სარკინიგზო ტრანსპორტი სუსტადაა განვითარებული. ქვეყანაში არსებული 248 კმ სარკინიგზო ხაზი წარმოადგენს ვიწროლიანდაგიანი (ლიანდაგის სიგანე — 1067 მმ) ერთლიანდაგიანი ხაზის სამხრეთ სუდანის ნაწილს, რომელიც ქალაქ ვაუს აერთებს ქალაქ ბაბანუსასთან ჩრდილოეთ სუდანში. ეს ხაზი აშენდა 1959—1962 წლებში, საკმაოდ დაზიანებულია სამოქალაქო ომების დროს, ხოლო შემდეგ შეკეთდა გაეროს დახმარებით.

არსებობს რკინიგზის მშენებლობის გეგმები, რომელიც შეაერთებს ქალაქ ვაუს ქვეყნის დედაქალაქ ჯუბასთან, ხოლო აქედან აშენდება რკინიგზის ხაზი, რომელიც შეუერთდება კენიის და უგანდის რკინიგზის ქსელს. მაგრამ ასეთი პროექტის განხორციელება საკმაოდ ძნელია მისი დიდი ღირებულების გამო. ასევე აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ლიანდაგის სიგანე სამხრეთ სუდანის რკინიგზაზე და მის მეზობელ ქვეყნებში (კენია და უგანდა) განსხვავებულია.

მოძრაობა ხორციელდება ასევე მდინარეებზე: თეთრი ნილოსი, ბაჰრ-ელ-ღაზალი და სობატი.

საჰაერო საერთაშორისო გადაყვანები ხორციელდება ჯუბას საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით, ასევე მალაკალის აეროპორტის მეშვეობითაც. შიდა რეისები სრულდება ბორის, ვაუს და იამბიოს აეროპორტებით.

სამხრეთ სუდანის სავაჭრო მოქმედებების საფუძველს წარმოადგენს ნავთობის და აირის წარმოება და ექსპორტი. სახელმწიფო შემოსავლების დაახლოებით 98 %, რაც შეადგენს 8 მილიარდ აშშ დოლარს, მიიღება „შავი ოქროსგან“. სამხრეთ სუდანის ძირითადი სავაჭრო პარტნიორებია ეგვიპტე, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები. უცხოეთში ექსპორტზე ასევე გადის ოქროს, ვერცხლის და ალმასის ნაკეთობები. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ექსპორტზე უპირატესად გადის ხორცი, მატყლი და ბამბა[52].

ჯანდაცვის სისტემა სამხრეთ სუდანში ცუდადაა განვითარებული, რასაც ხელს უწყობს ქვეყანაში განათლების საერთო დაბალი დონე, ასევე სუსტად განვითარებული ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვნად ხელს უშლის ავადმყოფობასთან ბრძოლას.

სამხრეთ სუდანში გავრცელებულია მალარია და ქოლერა. მიუხედავად საერთაშორისო ჩარევისა, ბევრ მაცხოვრებელს არ აქვს საშუალება მიიღოს კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარება, რაც 2010 წელს გახდა ერთ-ერთი მიზეზი ვისცერარული ლეიშმანიოზის (ინგლ. visceral leishmaniasis) დაავადების სწრაფი გავრცელებისა.

სამხრეთ სუდანში მსოფლიოში აივ-ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი დონეა. მაგრამ, ქვეყანაში მისი ზუსტი მონაცემები არ არსებობს[53]. გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური კომისიის ანგარიშის თანახმად 2008 წელს ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 3,1 % აივ-ინფექცირებულია. ეს რიცხვი პრაქტიკულად ორჯერ მაღალია, ვიდრე მეზობელ ჩრდილოეთ სუდანში[54].

სამხრეთ სუდანში დარეგისტრირებულია რამდენიმე იშვიათი დაავადება, რომელიც ამ რეგიონის საზღვრებს იქით არსად არ გვხვდება[55]. მაგალითად, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში შეიმჩნევა უცნობი ბუნების იშვიათი დაავადება, რომელსაც ჰქვია Nodding syndrome. ის გავრცელებულია შედარებით პატარა ტერიტორიაზე და მისით ძირითადად ბავშვები არიან დაავადებულები 5-დან 15 წლამდე. 2011 წლის მდგომარეობით დაავადებულთა რიცხვი შეადგენს რამდენიმე ათას ადამიანს. არც დაავადების მიზეზები, არც მისი მკურნალობის თანხები არ არის ცნობილი[56].

განათლება სამხრეთ სუდანში დაფუძნებულია ჩრდილოეთ სუდანის მოდელზე. დაწყებითი სკოლა გრძელდება რვა წელი, რომელსაც მოსდევს სამწლიანი საშუალო განათლება, ხოლო შემდეგ ოთხწლიანი უნივერსიტეტში. სისტემა 8+3+4 არსებობს 1990 წლიდან. სკოლების ძირითადი და ოფიციალური ენა სამხრეთ სუდანში ინგლისურია. სახელმწიფო აწყდება ინგლისური ენის მასწავლებლების არასაკმარისი რაოდენობის პრობლემებს, როგორც პროფესორების, რომლებიც ლაპარაკობენ ინგლისურ ენაზე.

გაუნათლებლობა სამხრეთ სუდანში საკმაოდ მაღალია. მოსახლეობის 72 %-მა არ იცის წერა-კითხვა[42]. სქესის მიხედვით მამაკაცების 62 %-ს და ქალების 81 %-ს არა აქვთ ელემენტარული განათლება, ხოლო ქალაქის მაცხოვრებლების განათლების დონეა 76 %, ხოლო სოფლის 48 %[42]. ყველაზე ბევრი გაუნათლებელი ადამიანი ცხოვრობს ჯონგლის, აღმოსავლეთ ეკვატორიის და ვარაბის შტატებში, დაახლოებით 82 %. ყველაზე უფრო განათლებული ადამიანები გვხვდება 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით გოგონების 1 %-ზე ცოტა მეტმა დაამთავრა დაწყებითი სკოლა[57]. დღეისათვის სამხრეთ სუდანს მსოფლიოში ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე უფრო გაუნათლებელი მოსახლეობა.

1980 წლის მონაცემებით სამხრეთ სუდანში იყო დაახლოებით 800 დაწყებითი სკოლა. მათი უმრავლესობა გაიხსნა ფართო რეგიონალური ავტონომიის პერიოდში (1971-1982 წლები). სუდანის მეორე სამოქალაქო ომმა (1983-2005 წლები) მოიტანა ის, რომ ბევრი სკოლა დაიკეტა, ხოლო მათი უმრავლესობა ბრძოლებში განადგურდა. ამ პერიოდში გაკვეთილები ტარდებოდა დევნილების ბანაკებში. დღეისათვის, ადგილების და ინფრასტრუქტურის არასაკმარისობის გამო გაკვეთილები ტარდება ღია ცის ქვეშ. დაწყებითი განათლება სამხრეთ სუდანში უფასოა ყველა მოქალაქისთვის 6 წლის ასაკიდან 13 წლამდე.

სამხრეთ სუდანში საშუალო სკოლა განათლების მეორე საფეხურს მიეკუთვნება და გრძელდება სამი წელი (9. 10. 11. კლასები). სწავლების ამ დონეზე შემოდის ისეთი საგნები, როგორებიცაა ბიოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა და სხვა. საშუალო სკოლის მოსწავლეები 14-დან 18 წლამდე ასაკისანი არიან. სწავლის ამ დონეზე მოსწავლეების დიდი რაოდენობა ან თავისით ტოვებს სკოლებს, ან მათ რიცხავენ სკოლიდან. ამის მთავარი მიზეზია ბიჭების მრავალრიცხოვანი გაცდენები და გოგონების ნაადრევი ორსულობა[58].

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ კოლეჯებში ან ტექნიკურ სკოლებში. იმისათვის, რომ ადამიანი გახდეს მშენებელი, ინჟინერი, ფიზიკური მომუშავე, ანუ საერთოდ მშენებელი, უნდა გაიაროს რაიმე განათლება ტექნიკურ სკოლებში.

2011 წელს სამხრეთ სუდანში არსებობდა 11 უნივერსიტეტი — აქედან 6 სახელმწიფო და 5 კერძო. ოფიციალური შეფასებებით, ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობს დაახლოებით 25 000 სტუდენტი. სახელმწიფო იხდის კამპუსებში ცხოვრების და კვების თანხებს. უმაღლესი სასწავლებლების ყველაზე დიდი პრობლემაა პედაგოგების კადრების ნაკლებობა, მით უმეტეს, რომ პედაგოგთა 75 % ჩრდილოეთ სუდანიდანაა. სამხრეთ სუდანში ყველაზე ძველი უნივერსიტეტი მდებარეობს დედაქალაქ ჯუბაში, რომელიც დაარსებულია 1977 წელს.

სამხრეთ სუდანის მთავრობაში განათლების საკითხებს წყვეტს სამი სამინისტრო[59]:

  • ახალგაზრდობის, სპორტის და დასვენების სამინისტრო
  • განათლების სამინისტრო
  • უმაღლესი განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების სამინისტრო

სამხრეთ სუდანის მასმედია ბევრ სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ნაკლებადაა განვითარებული, მათ შორის აღმოსავლეთი აფრიკის ისეთ სახელმწიფოებთან, როგორებიცაა კენია, ტანზანია და უგანდა. ქვეყნის განუვითარებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მუდმივი სიღარიბე აფერხებს გაზეთების ტირაჟის რაოდენობას და გავრცელებას, განსაკუთრებით იმ შტატებში, რომლებიც განლაგებულია დედაქალაქ ჯუბადან მოშორებით.[60]

მიუხედავად ამისა სამხრეთ სუდანში არსებობს რამდენიმე მასმედიის საშუალება და ქვეყანას ჰყავს ბევრი აქტიური ჟურნალისტი.

2005 წლის ნაივაშის შეთანხმების შემდეგ სამხრეთ სუდანის ავტონომიის კონსტიტუცია პრესის თავისუფლების გარანტიას იძლევა, რომლის პრინციპებსაც ხელისუფლების ყველა შტო დაიცავს. მაგრამ პრესის თავისუფლების საკანონმდებლო ნორმატიული ბაზა დღემდე არაა შემუშავებული და ჟურნალისტებს არ გააჩნიათ საკუთარი უფლებების დაცვის გარანტია.[61] ხელისუფლება პერიოდულად საკუთარი სურვილის მიხედვით ახორციელებს საგაზეთო ტირაჟების კონფისკაციას[60] და ემუქრება ზოგიერთ რადიოსადგურებს დაკეტვით. ზოგჯერ ხდება არაბულენოვანი ჟურნალ-გაზეთების შეზღუდვა ან დაკეტვა.[62]

იმ დღის შემდეგ რაც სამხრეთ სუდანი გახდა დამოუკიდებელი, მისმა მთავრობამ აკრძალა გაზეთების ტრანსპორტირება ჩრდილოეთ სუდანიდან. მან ასევე დაკეტა სამხრეთ სუდანის ახალი ამბების ბიურო ჩრდილოეთ სუდანში და არ შეაქვს იქ სამხრეთ სუდანის პრესა.[63]

სამხრეთ სუდანმა 2013 წელს ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეთ“-ის მონაცემებით პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით დაიკავა 124-ე ადგილი, რომელიც 12 ადგილით უფრო დაბალია ვიდრე 2012 წელს.[64]

2014 წელს, ორგანიზაციებმა Human Rights Watch და Amnesty International გამოსცეს ერთობლივი მოხსენება სამხრეთ სუდანში მასმედიის თავისუფლების შესახებ. მოხსენება, რომელსაც ერქვა „დუმილის ფასი: სამხრეთ სუდანში აზრის გამოთქმის თავისუფლებაზე თავდასხმები“, ბრალს დებს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს ჟურნალისტების შევიწროვებაში და დაკავებაში.[65]

რადიო ახალი ამბებისა და ინფორმაციის ძირითადი წყაროა სამხრეთ სუდანში. „ირონდელის“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, რადიო ყველაზე უფრო ფართედ გამოყენებადია და ინფორმაციის საიმედო წყაროა ქვეყანაში. რადიოს მოსმენა სოციალურად აქტიურობის მანიშნებელია. 2005 წლის ნაივაშის შეთანხმების შემდეგ, 30 FM რადიოსადგურზე მეტი, რომლებიც შეიქმნა მთელ ქვეყანაში სუდანის განთავისუფლების სახალხო არმიია დახმარებით მაუწყებლობს სახელმწიფოს მეშვეობით. რადიოქსელები და სადგურები ფინანსირდება ეკლესიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და კერძო ბიზნესის მიერ.[66]

სამხრეთ სუდანში მაუწყებლობს 4 ძირითადი რადიოსადგურების ქსელი, რომელიც ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს. ქვეყანაში რადიოსადგურებს აკონტროლებს სამხრეთ სუდანის ხელისუფლება და FM სიხშირის სადგურები დგას ქვეყნის ათიდან ცხრა შტატის ადმინისტრაციულ ცენტრში. ზოგიერთი ცალკეული სადგური მდებარეობს შტატის ხელისუფლების საკუთრებაში, მაგრამ ყველა ისინი იმართება სამხრეთ სუდანის რადიოქსელის ეგიდით. სამთავრობო FM რადიოსადგურების სტუდიები, როგორც წესი, პრიმიტიულია და ზოგიერთი მაუწყებლობს მხოლოდ 4-6 საათს დღე-ღამეში. რადიო ჯუბა ქსელში ფლაგმანის მოვალეობას ასრულებს. სხვა რადიოსადგურებია — რადიო ვაუ, რადიო მალაკალე და რადიო რუმბეკე. პროგრამების უმრავლესობა გადაიცემა ინგლისურ და არაბულ ენებზე, თუმცა ასევე გამოიყენება ადგილობრივი ენებიც.[66]

სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში დაარსებული სახელმწიფო ტელევიზია (SSTV) მაუწყებლობს 6 საათი დღეში ინგლისურ და არაბულ ენებზე, ასევე მისი მიღება შესაძლებელის თანამგზავრის საშუალებით. მუშაობს რამდენიმე მცირე ადგილობრივი სატელევიზიო სადგური ვაუში, მალაკალეში და რუმბეკეში. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ეხმარება SSTV-ს თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში.[66] ტელევიზია „Citizen“ (CTV) ყოველდღიური გაზეთის „Citizen“-ის დამაარსებლების საკუთრებაა. 2013 წელს დაარსებული ტელესადგური მაუწყებლობს დედაქალაქ ჯუბიდან, ყოველ საღამოს 5 საათის განმავლობაში. მაგრამ, 2015 წლის სექტემბერში გაზეთ „Citizen“-ის მთავარმა რედაქტორმა განაცხადა, რომ ის მიდის და ხურავს გაზეთს და წყვეტს მაუწყებლობას მის მიმართ წაყენებული მუქარების შემდეგ. ამას გარდა სახელმწიფო უსაფრთხოების აგენტებმა დახურეს მისი გაზეთის შენობა.[67]

გაზეთებს სამხრეთ სუდანში კითხულობენ მხოლოდ განათლებული ელიტარული წრის წარმომადგენლები ქალაქის რაიონებში, მხოლოდ საკმაოდ ცოტა პარტია აღწევს სოფლის რეგიონებში. პრაქტიკულად ყველა გაზეთი გამოიცემა ინგლისურ ენაზე და 2012 წლის დასაწყისის მდგომარეობით გაზეთების უმრავლესობა იბეჭდება კამპალაში ან ნაირობიში, რომლებიც საჰაერო გზით იგზავნება ჯუბაში ქვეყანაში გასავრცელებლად. სამხრეთ სუდანს აქვს გაზეთების საბეჭდი ორი სტამბა, საიდანაც ერთი სახელმწიფოს ეკუთვნის, ხოლო მეორე ყოველდღიურ გაზეთ „Citizen“-ს.

ორ კვირაში ერთხელ გაზეთ „Juba Post“-ს ჟურნალისტების გუნდი არედაქტირებს ჯუბაში, მაგრამ იბეჭდება ხარტუმში. ეს ერთადერთი სამხრეთ სუდანის გაზეთია, რომელიც დღემდე იყიდება ხარტუმში.

„SHE“ სამხრეთ სუდანის დამოუკიდებელი ჟურნალია ქალებისათვის. მასში იბეჭდება საინფორმაციო და გასართობი მასალები სამხრეთსუდანელი ქალებისათვის.

რამდენიმე სამხრეთსუდანური მედიაკომპანია მუშაობს ქვეყანაზე უცხოეთიდან. მათ ეკუთვნიან სამხრეთ სუდანის საინფორმაციო სააგენტო, „Sudan Tribune“, „the New Sudan Vision“, და SouthSudanNation.com.[68]

ზოგიერთი სხვა ხელახლა შექმნილი ინტერნეტ-მედია მოიცავს Wangdunkon Media დაარქივებული 2015-05-30 საიტზე Wayback Machine. , Talk of Juba, Nyamilepedia Press და The Upper Nile Time დაარქივებული 2015-05-01 საიტზე Wayback Machine. . ამ ინტერნეტ-მედიების უმრავლესობას ასევე შეუძლია იმუშაოს უცხოეთში.

მრავალწლიანი სამოქალაქო ომების შემდეგ, სამხრეთ სუდანის კულტურა იმყოფება თავისი მეზობლების ძლიერი გავლენის ქვეშ. სამხრეთ სუდანის ბევრი მაცხოვრებელი გაიქცა ეთიოპიაში, კენიაში და უგანდაში, სადაც ისინი ურთიერთობდნენ იქაურ მოსახლეობასთან და შეისწავლეს მათი ენა და კულტურა. მათი უმრავლესობა, ვინც დარჩა ქვეყანაში, ან წავიდა ჩრდილოეთისკენ სუდანში და ეგვიპტეში, მნიშვნელოვნად ასიმილირდნენ არაბულ კულტურასთან.

სამხრეთ სუდანში ყველაზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარი ტომობრივი წარმოშობის ცოდნას, მის ტრადიციულ კულტურას და დიალექტს, თუნდაც იმყოფებოდნენ დევნილობაში და დიასპორებში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გავრცელებული ენებია - სამხრეთსუდანური არაბული პიჯინი და ინგლისური, მოსახლეობაში ინერგება სუაჰილის ენა ქვეყნის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მის აღმოსავლეთ აფრიკელ მეზობლებთან.

ბევრი სამხრეთსუდანელი მუსიკალური შემსრულებელი იყენებს ინგლისურ, სუაჰილის ენას, სამხრეთსუდანურ არაბულ პიჯინს, მათ დიალექტებს ან ყველა მათგანის ერთმანეთში ნარევს. პოპულარული მსახიობები არიან იაბა ანგელოსი, რომელიც მღერის აფრობიტის, რიტმ-ენდ-ბლუზი და ზუკის სტილში; Dynamq პოპულარული თავისი რეგით; და ემანუელ კემბე, რომელიც მღერის ხალხური მუსიკის, რეგის და აფრობიტის სტილში. ემანუელ ჯალი - ერთ-ერთი სამხრეთსუდანელი მუსიკოსია, რომელიც გავიდა საერთაშორისო დონეზე[69] მისი ჰიპ-ჰოპის უნიკალური ფორმით და პოზიტიური ხმით მის ლირიკაში.[70] ჯალი, ყოფილი ბავშვი-ჯარისკაცი, რომელმაც მუსიკოსობა გადაწყვიტა და მიიღო კრიტიკოსების კარგი შეფასება და გამოხმაურება დიდ ბრიტანეთში[71] იგი ასევე მიწვეულია რამდენიმე ლექციაზე დიდ პოპულარულ ფესტივალებზე, როგორიცაა ტედის კონფერენცია.[72]

ბევრი ტრადიციული და თანამედროვე თამაში და სპორტის სახეობა პოპულარულია სამხრეთ სუდანში, განსაკუთრებით ჭიდაობა და ხელჩართული ბრძოლა. სპორტის ტრადიციულ სახეობებში შეჯიბრებები იმართებოდა მოსავლის აღების შემდეგ, რომ ეზეიმათ ბუნების ნობათი და დაემთავრებინათ სასოფლო-სამეურნეო სეზონი. შეჯიბრებების დროს, მოასპარეზეები სხეულს ოხრით იპოხავდნენ – რათა, გაეძლიერებინათ მოჭიდულობა ან მოჭიდულობის აღქმა. შეჯიბრებები ბევრ მაყურებელს იზიდავდა, რომლებიც მღეროდნენ, უკრავდნენ ბარაბანზე და ცეკვავდნენ საკუთარი საყვარელი მებრძოლის მხარდასაჭერად. თუმცა ეს ყველაფერი აღიქმებოდა, როგორც შეჯიბრება, მაგრამ ის ძირითადად იმართებოდა გასართობად.[73]

ფეხბურთის ასოციაცია ასევე პოპულარული ხდება სამხრეთ სუდანში და ქვეყნის მთავრობის და მისი სხვა პარტნიორების მხრიდან მოდის ბევრი ინიციატივა სპორტის პროპაგანდისთვის და თამაშის დონის ამაღლებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა სამხრეთ სუდანის იუნიორთა სპორტული ასოციაციის (SSYSA) შექმნა. იუნიორთა ფეხბურთში ამ ძალისხმევის საპასუხოდ ქვეყანაში ჩატარდა აღმოსავლეთი და ცენტრალური აფრიკის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის (ინგლ. The Council for East and Central Africa Football Association) ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში.

სამხრეთ სუდანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები შეუერთდა აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციას 2012 წლის თებერვალში და გახდა ფიფას სრულუფლებიანი წევრი 2012 წლის მაისში.[74] ნაკრებმა თავისი პირველი მატჩი ითამაშა კენიის პრემიერ ლიგის საფეხბურთო კლუბ „ტასკერთან“ (ინგლ. Tusker Football Club) 2011 წლის 10 ივლისს ჯუბაში, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის დღესასწაულზე,[75] რომელსაც ჯერ იგებდა, მაგრამ საბოლოოდ წააგო 1-3 უფრო გამოცდილ მეტოქესთან.[76]

თანამედროვე ეპოქაში სამხრეთ სუდანმა უკვე თავი გამოიჩინა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში. ლუოლ დენგი აშშ-ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავია, სადაც ის თამაშობს გუნდ „მაიამი ჰიტში“; საერთაშორისო დონეზე ის წარმოადგენს დიდ ბრიტანეთს. სამხრეთ სუდანის ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა თავისი პირველი მატჩი ჩაატარა უგანდის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებთან 2011 წლის 10 ივლისს ჯუბაში.[75]

ერთი სპორტსმენი სამხრეთ სუდანიდან — გუორ მარიალი, მონაწილეობდა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში. რადგანაც 2012 წლისთვის სამხრეთ სუდანმა ვერ მოასწრო საკუთარი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შექმნა გუორ მარიალი ყოფილი ნიდერლანდების ანტილის კუნძულების სამ სპორტსმენთან ერთად, მონაწილეობდა დამოუკიდებელი ოლიმპიელი სპორტსმენების დროშის ქვეშ მძლეოსნობაში.

სამხრეთ სუდანში ოფიციალური დღესასწაულებია:[77]

თარიღი დასახელება
1 იანვარი დამოუკიდებლობის დღე
9 იანვარი სამშვიდობო შეთანხმების დღე
16 მაისი სუდანის განთავისუფლების სახალხო არმიის დღე
30 ივლისი მოწამეთა დღე
25 დეკემბერი ქრისტეს შობა
26 დეკემბერი საჩუქრების დღე

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. The Transitional Constitution of the Republic of South Sudan, 2011. Government of South Sudan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 12 July 2011. Part One, 6(2). "English shall be the official working language in the Republic of South Sudan".
  2. At a Glance. Official portal. Government of South Sudan (12 July 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 24 July 2011.
  3. 3.0 3.1 Report for Selected Countries and Subjects. World Economic Outlook Database, April 2013. International Monetary Fund (April 2013). ციტირების თარიღი: 18 April 2013.
  4. .ss Domain Delegation Data. Internet Assigned Numbers Authority. ICANN. ციტირების თარიღი: 1 September 2011.
  5. „New country, new number: Country code 211 officially assigned to South Sudan“ (პრეს-რელიზი). International Telecommunication Union. 14 July 2011. ციტირების თარიღი: 20 July 2011.
  6. South Sudan Centre for Census, Statistics and Evaluation
  7. 7.0 7.1 National Bureau Of Statistics
  8. 8.0 8.1 Geohive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-27. ციტირების თარიღი: 2015-11-05.
  9. 9.0 9.1 Statoids
  10. 10.0 10.1 Citypopulation
  11. Martell, Peter. (2011 [last update])BBC News - South Sudan becomes an independent nation. BBC. ციტირების თარიღი: 2011-07-09.
  12. Республика Южный Судан стала 193-м государством - членом ООН
  13. South Sudan becomes UNESCO’s 194th Member State
  14. Burgess, Neil, Jennifer D’Amico Hales, Emma Underwood (2004). Terrestrial Ecoregions of Africa and Madagascar: A Conservation Assessment. Island Press, Washington DC.
  15. Президент Судана обязался в срок провести референдум по отделению юга. «РИА Новости» (27 мая 2010). ციტირების თარიღი: 2010-08-14.
  16. В Судан доставили бюллетени для референдума, по итогам которого в Африке может появиться новое государство. korrespondent.net (со ссылкой на CNN). ციტირების თარიღი: 2010-12-29.
  17. Fick, Maggie (30 იავარი, 2011). „Over 99 pct in Southern Sudan vote for secession“. USA Today. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  18. Southern Sudan Weighs Its New Name. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-27. ციტირების თარიღი: 2015-11-08.
  19. გაერო: სამხრეთ სუდანში დაიღუპა ათასობით ადამიანი - BBC Russian - მსოფლიოში
  20. გაერო: სამხრეთ სუდანს ემუქრება სამოქალაქო ომი - BBC Russian - ახალი ამბების რგოლი
  21. სამხრეთ სუდანი: ეთიოპიის და კენიის შუამავლობა - euronews, მსოფლიო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-11-08.
  22. Is South Sudan's latest peace accord the real deal?. irinnews.org (26 August 2015). ციტირების თარიღი: 30 August 2015.
  23. „Will South Sudan peace deal be worth the wait?“. bbcnews.com. 26 August 2015. ციტირების თარიღი: 26 August 2015.
  24. Uganda Begins Troop Withdrawal from South Sudan
  25. Sudan: Country Studies - Federal Research Division, Library of Congress
  26. Sudan vote trend points at split - Africa - Al Jazeera English
  27. «Khartoum Opens Embassy in Juba as South Approaches Separation» AllAfrica.com
  28. «UK plans to open five new foreign embassies» BBC News
  29. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიციალური საიტი. სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის რუკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-11-10.
  30. UNFPA Southern SUDAN. sudan.unfpa.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-03. ციტირების თარიღი: 2011-1-1.
  31. Sudan census committee say population is at 39. sudantribune.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-23. ციტირების თარიღი: 2011-1-1.
  32. Discontent over Sudan census. news24.com. ციტირების თარიღი: 2011-1-1.[მკვდარი ბმული]
  33. Isaac Vuni.. South Sudan parliament throw outs census results. sudantribune.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-15. ციტირების თარიღი: 2011-1-1.
  34. Sudan: One country or two?. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 2011-1-16.
  35. მშობლიურ ენაზე მოლაპარაკეთა პროცენტი სამხრეთ სუდანში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-18. ციტირების თარიღი: 2015-11-11.
  36. სამხრეთ სუდანის კონსტიტუცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-29. ციტირების თარიღი: 2015-11-11.
  37. სამხრეთ სუდანის კონსტიტუცია - ენები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-29. ციტირების თარიღი: 2015-11-11.
  38. ენათა ჯგუფების გავრცელება სამხრეთ სუდანში დაარქივებული 2011-09-18 საიტზე Wayback Machine. .
  39. რელიგია სამხრეთ სუდანში დაარქივებული 2011-08-11 საიტზე Wayback Machine. , 18. ივლისი 2011 წელი.
  40. ქრისტიანობა სამხრეთ სუდანში დაარქივებული 2011-08-11 საიტზე Wayback Machine. , 18. ივლისი 2011 წელი.
  41. В Судане 4 миллиона человек примут участие в референдуме о независимости. rus.ruvr.ru (со ссылкой на «Би-би-си»). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-03. ციტირების თარიღი: 2011-1-3.
  42. 42.0 42.1 42.2 42.3 42.4 South Sudan Referendum: Oil Industry Implications. Risk Watchdog (2011-01-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-30. ციტირების თარიღი: 2011-07-15.
  43. სამხრეთ სუდანის ეკონომიკა - სიღარიბე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-25. ციტირების თარიღი: 2011-07-10.
  44. After Years of Struggle, South Sudan Becomes a New Nation
  45. 45.0 45.1 45.2 Hamilton, Rebecca "Awaiting Independence Vote, Southern Sudan Has High Hopes" დაარქივებული 2014-04-25 საიტზე Wayback Machine. , Washington Post, 28 November 2010, via Pulitzer Center on Crisis Reporting.
  46. 46.0 46.1 "The 'Big 4' – How oil revenues are connected to Khartoum" დაარქივებული 2011-04-29 საიტზე Wayback Machine. Amnesty International Retrieved 8 December 2010
  47. 47.0 47.1 Trivett, Vincent (8 July 2011). „Oil-Rich South Sudan Has Hours To Choose Between North Sudan, China And The U.S.“. Business Insider. ციტირების თარიღი: 9 July 2011.
  48. სამხრეთ სუდანის ინდუსტრია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-25. ციტირების თარიღი: 2011-07-10.
  49. სამხრეთ სუდანის ეკონომიკა - მინერალური რესურსები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-25. ციტირების თარიღი: 2011-07-10.
  50. Pulitzer Center - სამხრეთ სუდანი დაარქივებული 2014-04-25 საიტზე Wayback Machine. .
  51. სამხრეთ სუდანის გზების რუკა[მკვდარი ბმული]
  52. სამხრეთ სუდანის ვაჭრობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-25. ციტირების თარიღი: 2011-07-10.
  53. James Gita Hakim, HIV/AIDS: Update on Epidemiology, Prevention and Treatment - including Available South Sudan Literature(ინგლისური) // South Sudan Medical Journal.
  54. UNGASS HIV/AIDS in Southern Sudan. UNGASS Report January 2008.
  55. Emma Ross (February 11, 2009). „Sudan A Hotbed Of Exotic Diseases“ (ინგლისური). CBS News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-02-18. ციტირების თარიღი: 2011-07-13.
  56. Meredith Wadman (13 July 2011). „African outbreak stumps experts“ (ინგლისური). Nature. ციტირების თარიღი: 2011-07-13.
  57. განათლების პრობლემები სამხრეთ სუდანში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-17. ციტირების თარიღი: 2015-11-13.
  58. განათლებაზე უარის თქმა სამხრეთ სუდანში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-02. ციტირების თარიღი: 2015-11-13.
  59. სამხრეთ სუდანის მთავრობა დაარქივებული 2015-12-25 საიტზე Wayback Machine. .
  60. 60.0 60.1 Carlstrom, Gregg (12 July 2011). „South Sudan journalists facing intimidation“. Al Jazeera English. ციტირების თარიღი: 12 July 2011.
  61. South Sudan. Freedom House. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-30. ციტირების თარიღი: 2015-11-14.
  62. „South Sudan’s Media Landscape Has Long Path Toward Democratization“. South Sudan Info. 11 July 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 2 August 2011.
  63. Odongo, Robert (17 July 2011). „Khartoum bans South Sudan newspapers“. Talk of Sudan. ციტირების თარიღი: 2 August 2011.[მკვდარი ბმული]
  64. 2013 World Press Freedom Index. Reporters Without Borders. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-13. ციტირების თარიღი: 2015-11-14.
  65. The Price of Silence: Freedom of Expression Under Attack in South Sudan. Amnesty International and Human Rights Watch (August 2014). ციტირების თარიღი: 2015-10-16.
  66. 66.0 66.1 66.2 South Sudan: Media and Telecoms Landscape Guide. INFOASAID.
  67. Waakhe, Simon. „South Sudan’s Citizen newspaper lays off staff, forced to close“. The Niles. ციტირების თარიღი: 2015-10-16 – წარმოდგენილია 2015-09-16-ის მიერ.
  68. South Sudan Newspapers and News on the Internet. Stanford University. ციტირების თარიღი: 2 August 2011.
  69. Emmanuel Jal: National Geographic World Music. Web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-27. ციტირების თარიღი: 2013-12-21.
  70. Stevenson, Jane. Emmanuel Jal uses music as therapy | Music | Entertainment. Toronto Sun. ციტირების თარიღი: 2013-12-21.
  71. Music - Review of Emmanuel Jal - Warchild. BBC (1970-01-01). ციტირების თარიღი: 2013-12-21.
  72. TEDGlobal 2009. Emmanuel Jal: The music of a war child | Video on. Ted.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-18. ციტირების თარიღი: 2013-12-21.
  73. DiPiazza, Francesca (2006). Sudan in Pictures. 21st-century Books, გვ. 54. ISBN 0-8225-2678-6. 
  74. „South Sudan joins Fifa 10 months after independence“. BBC News. 25 May 2012. ციტირების თარიღი: 27 May 2012.
  75. 75.0 75.1 World’s Newest Nation Set to Step Into Sporting Arena. The Jakarta Globe (2011-07-06). ციტირების თარიღი: 2013-12-21.
  76. „S. Sudan team kicks off to a good start, then collapses“. SKNVibes. 10 July 2011. ციტირების თარიღი: 10 July 2011.
  77. დღესასწაულები სამხრეთ სუდანში