სისხლძარღვი
იერსახე
სისხლძარღვი — ელასტიური მილები ადამიანისა და ცხოველების სხეულში, რომელშიც მოძრაობს სისხლი ან ჰემოლიმფა. სისლძარღვს, რომლითაც სისხლი გულიდან პერიფერიისაკენ მიაქვთ, ეწოდება არტერია, საპირისპირო მიმართულებით სისხლის გამტარ სისხლძარღვს კი — ვენა. დახშული ტიპის სისხლის მიმოქცევის სისტემაში არტერიებსა და ვენებს შორის ჩართულია კაპილარები, რომლებიც წნულებს ქმნიან.
კაპილარების კედელი შექმნილია ენდოთელიუმით, საკუთრივ სისხლძარღვში კი მას ემატება შემაერთებელქსოვილოვანი შრეები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 402.