Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ურბან V

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ურბან V

ურბან V (ლათ. Urbanus PP. V; ერისკაცობაში გილიომ დე გრიმორი; დ. 1310 — გ. 6 დეკემბერი, 1370) — ფრანგი რომის პაპი 1362–1370 წლებში. პაპობა მოუწია ავინიონის ტყვეობის პერიოდში (1309-1377).

დაიბადა სამხრეთ საფრანგეთში, იყო ავინიონისა და მონპელიეს პროფესორი. გახდა ბენედიქტელების ორდენის წევრი, შემდეგ გახდა მარსელის წმინდა ვიქტორის ეკლესიის აბატი.

მან გადადგა პირველი ნაბიჯები პაპების ავინიონიდან რომში დაბრუნებისათვის. იგი რომში ჩამოვიდა მაგრამ აშკარად დაინახა ფრანგი პაპების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება და იძულებული შეიქმნა დაბრუნებულიყო ავინიონში.

წინამორბედი:
ინოკენტი VI
რომის პაპი

13621370
შემდეგი:
გრიგოლ XI