წყნარი ოკეანის მეორე ომი
წყნარი ოკეანის მეორე ომი | |||
---|---|---|---|
ჩილეს მიერ დაკავებული პერუს და ბოლივიის ტერიტორიები | |||
თარიღი | 1879–1883 | ||
მდებარეობა | პერუ | ||
Casus belli | ჩილეს სურვილი ხელში ჩაეგდო პერუს და ბოლივიის გვარჯილის საბადოები | ||
შედეგი | ჩილეს გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
წყნარი ოკეანის მეორე ომი ვიკისაწყობში |
წყნარი ოკეანის მეორე ომი (ესპ. Guerra del Pacífico) ან გვარჯილის ომი (ესპ. Guerra de Salitres) - ჩილეს ომი პერუსა და ბოლივიის წინააღმდეგ. ომის დაწყების მიზეზი გახდა ატაკამის უდაბნოში მდებარე პერუსა და ბოლივიის გვარჯილის საბადოები, რის გამოც მიიღო მეორე სახელწოდება – გვარჯილის ომი.
წინაპირობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIX საუკუნის მეორე ნახევარი ჩილეში აღინიშნა ეკონომიკური კრიზისით. კრიზისის პირობებში, ეკონომიკის ერთადერთი შემოსავლიანი დარგი აღმოჩნდა გვარჯილის წარმოება, მაგრამ გვარჯილის საბადოები, რომლებსაც ჩილელები ამუშავებდნენ, განლაგებული იყო ბოლივიის (ანტოფაგასტა) და პერუს (ტარაპაკა) ტერიტორიებზე, რაც ხშირად იწვევდა ჩილელთა და პერუ-ბოლივიის მთავრობების შეტაკებებს. 1879 წელს ბოლივიამ დაიწყო ჩილელ მრეწველთა შევიწროება.
ომის მსვლელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1879 წლის 14 თებერვალს 500 ჩილელმა ჯარისკაცმა, სწორედ იმ დროს როცა დანიშნული იყო აუქციონზე ჩილეს კომპანიების გაყიდვა, გენერალ ემილიო სოტომაიორის ხელმძღვანელობით დაიკავა ქ. ანტოფაგასტა, რაც ნიშნავდა ომის დაწყებას ჩილესა და ბოლივია-პერუს შორის. ამ ომში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერამ განაპირობა ჩილეს არმიის წარმატება. პერუს არმია განაგრძობდა წინააღმდეგობის გაწევას 1881 წლის იანვრამდე, ვიდრე ჩილეს არმიამ ლიმა არ დაიკავა.
დასასრული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1883 წელს ლიმის მახლობლად, ანკონაში ხელმოწერილ იქნა ზავი ჩილესა და პერუს შორის, რომლის მიხედვითაც ჩილეს გადაეცა პერუს პროვინცია ტარაპაკა სამუდამოდ, ტაკნა და არიკა კი 10 წლით. 1929 წელს ხანგრძლივი კონფლიქტი მოგვარდა, ტაკნა დაუბრუნდა პერუს, ხოლო არიკა გადაეცა ჩილეს.
1884 წელს ვალპარაისოში დაიდო საზავო ხელშეკრულება ჩილესა და ბოლივიას შორის, რომლის ძალით ბოლივიამ დაკარგა პროვინცია ანტოფაგასტა და, ამრიგად ზღვაზე გასასვლელიც.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 19,000 in San Juan, 4,000 in Lima, 1,000 in El Callao (Pierola letter to Julio Tenaud) 4,000 in Arequipa, Col. Jose de la Torre Jorge Basadre. History of Republic of Peru