ჯუზეპე ფარინა
ჯუზეპე ფარინა აღნიშნავს გამარჯვებას | |
დაიბადა |
30 ოქტომბერი, 1906 ტურინი, პიემონტი, იტალია |
---|---|
გარდაიცვალა |
30 ივნისი, 1966 (59 წლის) ეგბელი, სავოი, საფრანგეთი |
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კარიერა | |
ეროვნება | იტალიელი |
წლები | 1950–1955 |
გუნდ(ებ)ი | ალფა რომეო, ფერარი |
რბოლა | 34 (33 სტარტი) |
ჩემპიონი | 1 (1950) |
მოგება | 5 |
კვარცხლბეკი | 20 |
ქულები | 115 1⁄3 (127 1⁄3) |
პოულ პოზიცია | 5 |
უსწრაფესი წრე | 5 |
პირველი რბოლა | ბრიტანეთის გრან-პრი 1950 |
პირველი მოგება | ბრიტანეთის გრან-პრი 1950 |
ბოლო მოგება | გერმანიის გრან-პრი 1953 |
ბოლო რბოლა | იტალიის გრან-პრი 1955 |
ემილიო ჯუზეპე „ნინო“ ფარინა (იტალ. Giuseppe Emilio "Nino" Farina დ. 30 ოქტომბერი, 1906, ტურინი, პიემონტი, იტალია — გ. 30 ივნისი, 1966, ეგბელი, სავოი, იტალია) — იტალიელი ავტომრბოლელი. ჯუზეპე ფარინა არის პირველი ადამიანი რომელმაც მოიგო ფორმულა ერთის გრან-პრი (1950 წლის გრა-პრი).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯუზეპე ფარინა დაიბადა 1906 წლის 30 ოქტომბერს ტურინში, იტალიაში. მისი ზედმეტსახელი იყო „ნინო“. ჯუზეპე იყო ბატისტა ფარინას (კომპანია პინინიფარინას დამაარსებლის) ძმისშვილი. განათლებას ეუფლებოდა სამართლის დოქტორის პროფესიას ტურინის უნივერსეტეტში, ასევე მსახურობდა არმიაშიც, თავდაპირველად კავალერიის ოფიცერი იყო, მოგვიანებით მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა სატანკო პოლკში.
მისი სარბოლო კარიერა დაიწყო „hill-climbs-ში“, წრიულ რბოლას მაზერატიში სწავლობდა. თუმცა მისი კარიერის წინსვლა მას შემდეგ დაიწყო რაც ჯუზეპე ალფა რომეოში გადავიდა, ნომერ მეორე მრბოლელად და ასპარეზობდა ტაციო ნუვოლარისთან ერთად. პირველ დიდ წარმატებას ლივიის 1940 წლის გრან-პრიზე მიაღწია. მეორე მსოფლიო ომის გამო კარიერის მიტოვება მოუწია 8 წლით. ომის შემდეგ 1948 წელს ჯუზეპემ მაზერატით მოიპოვა გამარჯვება მონაკოში, ჟენევაში, მარ-დელ-პლატში და იმავე მანქანით წარსდგა შემდეგ წელსაც, რომლის დროსაც იგი ფინიშზე მივიდა პირველი ლოზანის გრან-პრიზე. იმავე წელს ავტორბოლაში მონაწილეობდა ფერარის გუნდში, რომელზეც ასევე გაიმარჯვა როზარიოს გრან-პრიზე.
1950 წელს FIA-მ ორგანიზება გაუკეთა ფორმულა 1-ის პირველ ავტორბოლებს, რომელზეც ჯუზეპე ფარინა წარდგა ალფა-რომეოს ბოლიდით. იგი ფორმულა-1-ის პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, რომელზეც მან ხუან მანუელ ფანხიოს აჯოობა 3 ქულით. 1951 წელს ჯუზეპემ შესძლო მხოლოდ ერთი მოგების მოპოვება, რითაც ჩემპიონატში ადგილი ფანხიოს და ფერარის ორ მრბოლელს დაუთმო. 1952 წელს ჯუზეპე ფარინა გადადის ფერარიში, რომელზეც საერთო ჩათვლით მეორე ადგილი დაიკავა. 1953 წლის ჩემპიონატზე ჯუზეპემ დაიკავა მესამე ადგილი. 1954 წელს იგი მოყვა ავტოავარიაში მონცეში რის გამოც სეზონის გაგრძელება ვერ შესძლო. 1955 წელს არგენტინის გრან-პრიზე მისი არაერთგზის მცდელობისა წარმატებას ვერ მიაღწია. მიღებული ტრამვების შემდეგ ის იძულებული გახდა სპორტიდან წასვლაზე გადაწყვეტილება მიეღო.
1956 წელს ჯუზეპემ მონაწილეობა მიიღო ინდიანაპოლისი 500-ის რბოლაში, მაგრამ კვალიფიკაცია ვერ გაიარა, რის გამოც დაასრულა თავისი კარიერა ავტორბოლაში.
ჯუზეპე ფარინა საფრანგეთის 1966 წლის გრან-პრიზე ავტორბოლებში მონაწილეობის მისაღებად მგზავრობისას, ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაიცვალა.
ფორმულა ერთის შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფორმულა ერთის საჩემპიონატო შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პოულ პოზიცია
- უსწრაფესი რაუნდი
აბრევიატურების განმარტებები:
- რამ - რბოლაში არ მონაწილეობდა
- რვდ - რბოლა ვერ დაიწყო
- გამ - გამოეთიშა (სხვადასხვა მიზეზების გამო რბოლას გამოეთიშა)
წელი | გუნდი | შასი | ძრავა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | მმჩ | ქულები |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1950 | ალფა რომეო | ალფა რომეო 158/50 | ალფა რომეო (8 ცილინდრიანი) | დბ 1 |
მონ გამ |
500 |
შვე 1 |
ბელ 4 |
საფ 7 |
იტა 1 |
1-ლი | 30 | ||
1951 | ალფა რომეო | ალფა რომეო 159A | ალფა რომეო (8 ცილინდრიანი) | შვე 3 |
500 |
ბელ 1 |
საფ 5 |
მე-4 | 19 (22) | |||||
ალფა რომეო 159B | დბ გამ |
გერ გამ |
||||||||||||
ალფა რომეო 159M | იტა 3* |
ესპ 3 |
||||||||||||
1952 | სკუდერია ფერარი | ფერარი 500 | ფერარი (4 ცილინდრიანი) | შვე გამ |
500 |
ბელ 2 |
საფ 2 |
დბ 6 |
გერ 2 |
ჰოლ 2 |
იტა 4 |
მე-2 | 24 (27) | |
1953 | სკუდერია ფერარი | ფერარი 500 | ფერარი (4 ცილინდრიანი) | არგ გამ |
500 |
ჰოლ 2 |
ბელ გამ |
საფ 5 |
დბ 3 |
გერ 1 |
შვე 2 |
იტა 2 |
მე-3 | 26 (32) |
1954 | სკუდერია ფერარი | ფერარი 625 | ფერარი (4 ცილინდრიანი) | არგ 2 |
500 |
საფ |
დბ |
გერ |
შვე |
იტა |
ესპ რამ |
მე-8 | 6 | |
ფერარი 553 | ბელ გამ |
|||||||||||||
1955 | სკუდერია ფერარი | ფერარი 625/555 | ფერარი (4 ცილინდრიანი) | არგ 2** |
მე-5 | 10 1⁄3 | ||||||||
ფერარი 625 | მონ 4 |
|||||||||||||
ფერარი 555 | 500 |
ბელ 3 |
||||||||||||
ლიანჩა D50 | ლიანჩა V8 | ჰოლ |
დბ |
იტა რვდ |
* პოზიციის გაზიარება სხვა მრბოლელთან
** 1955 წელს, არგენტინის გრან-პრიზე, ფარინამ დაიკავე როგორც მეორე (ტრინიტიგრანტთან და გონსალესთან ერთად) ისე მესამე (მაგლიოლთან და ტრინიტიგრანტთან ერთად) ადგილი. ფარინას ამ რბოლაში მიენიჭა, როგორც მეორე ადგილის ქულის ისე მესამე ადგილის ქულის ერთი მესამედი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფორმულა ერთის ტიტულოვანი მრბოლელები
- ისტორია
- მრბოლელი: ჯუზეპე ფარინა
- ნინო ფარინა: ბიოგრაფია
- ჯუზეპე ფარინა, მოკლე ინფორმაცია
- ფარინა შუმახერის წინააღმდეგ
|