Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

მასერუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედაქალაქი
მასერუ
ინგლ. Maseru
ქვეყანა ლესოთოს დროშა ლესოთო
კოორდინატები 29°18′36″ ს. გ. 27°28′48″ ა. გ. / 29.31000° ს. გ. 27.48000° ა. გ. / -29.31000; 27.48000
დაარსდა 1869
ფართობი 138 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1600
მოსახლეობა 227 880 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 1651,3 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2
მასერუ — ლესოთო
მასერუ

მასერუ (ინგლ. Maseru) — ლესოთოს დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე კალედონზე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე. მასერუ ლესოთოს ერთადერთი მოზრდილი ქალაქია, 2006 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 227 880 ადამიანს შეადგენს. ქალაქი დაარსდა როგორც საპოლიციო ბანაკი, ხოლო დედაქალაქად 1869 წელს გაფორმდა, მას შემდეგ, რაც ლესოთო ბრიტანეთის პროტექტორატი გახდა. როდესაც 1966 წელს ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მასერუმ დედაქალაქის სტატუსი შეინარჩუნა. სახელი სესოთოს ენიდან მომდინარეობს და „წითელ ქვიშაქვიან ადგილს“ ნიშნავს.

ქალაქი 1869 წელს დააარსა მეფე მოშეშ I-მა. 1966 წლამდე იყო ბასუტოლენდის ადმინისტრაციული ცენტრი.

გეოგრაფია და კლიმატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასერუ მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე. მდინარე კალედონზე აქ არსებობს ხიდი, რომელიც ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მხრიდან მასერუსთან ყველაზე ახლოსმდებარე ქალაქია ლედიბრანდი, რომელიც მდებარეობს სამეფოს დედაქალაქიდან 18 კმ-ში. ქალაქი გაშენებულია მალოტის მთების წინ, ზღვის დონიდან 1600 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქის ტერიტორია შეადგენს 138 კმ²-ს. ქალაქის კლიმატი ხასიათდება, როგორც მთის სუბტროპიკული, ცხელი, წვიმიანი ზაფხულით და გრილი ან ცივი ზამთრით. ზაფხულის საშუალო ტემპერატურა (დეკემბრიდან მარტის ჩათვლით) შეადგენს დაახლოებით 22 °С-ს, ხოლო ზამთრის საშუალო ტემპერატურა (ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით) შეადგენს დაახლოებით 9 °С-ს. ყველაზე თბილი თვეა — იანვარი, როდესაც ტემპერატურა მერყეობს 15 °С-დან 33 °С-მდე, ხოლო ყველაზე ცივი — ივლისი, ტემპერატურით −3 °С-დან 17 °С-მდე.[1] ნალექების წლიური დონე შეადგენს 700 მმ-ზე მეტს. მისი დიდი ნაწილი მოდის ზაფხულის თვეებში — ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით.

2006 წლის მონაცემებით მასერუს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 227 880 ადამიანს, რაც ლესოთოს მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ია და ქვეყნის ქალაქის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარია. ყოველ 100 ქალზე მოდის 83 მამაკაცი.[2] ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მასერუმ განიცადა მოსახლეობის განიცადა მოსახლეობის მკვეთრი ზრდა. 1966 წლის აღწერის თანახმად მისი მოსახლეობა სულ იყო 28 000 ადამიანი, ხოლო 1986 წლის აღწერის მონაცემებით ის უკვე შეადგენდა 110 000 ადამიანს. ქალაქი მასერუს არქიეპარქიის კათოლიკური ცენტრია.

მასერუს პანორამული ხედი, 2007 წ.

მასერუ — ქვეყნის ეკონომიკისა და კულტურის მთავარი ცენტრია. კვების მრეწველობის საწარმოები; გადამამუშავებელი, სასოფლო-სამეურნეო დარგები, ტანსაცმლის წარმოება. ვაჭრობა თავმოყრილია ორ ცენტრალურ საქმიან რაიონში, რომელიც მდებარეობს კინგსვეის ქუჩის გასწვრივ. დასავლეთის საქმიან რაიონში თავმოყრილია ოფისები, მსხვილი მაღაზიები, რამდენიმე ბანკი. აღმოსავლეთის რაიონში მდებარეობს პატარა მცირე საწარმოები, ბაზრები და კონცენტრირებულია ქუჩის ვაჭრები.

მოშეშ I-ის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს მასერუდან 18 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, მაზენოდის გარეუბანში. იგი ასევე სარკინიგზო კვანძია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Lesotho: Basic data“. The Economist Intelligence Unit. March 30, 2007.
  2. 2006 census. Lesotho Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-02. ციტირების თარიღი: 2008-04-14.