მურა
იერსახე
მურა | |
---|---|
მდინარე მურა | |
ქვეყანა |
ავსტრია სლოვენია ხორვატია უნგრეთი |
ქალაქები | გრაცი |
სათავე |
მაღალი ტაუერნი 46°17′54″ ჩ. გ. 16°53′09″ ა. გ. / 46.29833° ჩ. გ. 16.88583° ა. გ. |
სიგრძე | 438 კმ |
აუზის ფართობი | 13.824 კმ² |
მურა ვიკისაწყობში |
მურა/მური (სლოვენ. Mura; გერმ. Mur; უნგრ. Mura) — მდინარე ცენტრალურ ევროპაში. მდინარე დრავის მარცხენა შენაკადი. მიედინება ავსტრიის, სლოვენიის, ხორვატიისა და უნგრეთის საზღვარზე. სათავე აქვს აღმოსავლეთ ალპებში, ზღვის დონიდან 1898 მ სიმაღლეზე. სიგრძე 438 კმ,[1] აუზის ფართობი 13.824 კმ².[2] მდინარის 295 კილომეტრიანი მონაკვეთი ავსტრიაშია, 95 კილომეტრი სლოვენიაში, დანარჩენი კი ქმნის საზღვარს ხორვატიასა და უნგრეთს შორის.[1] ზემო წელში მიედინება ვიწრო ხეობაში, ქვედა ნაწილში ვაკეზე იშლება, სადაც მდებარეობს ქალაქი გრაცი. მდინარე დრავას ერთვის ლეგრადის სიახლოვეს. წყლის საშუალო ხარჯი 166 მ³/წმ. სანაოსნოა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მდინარე მურის შესახებ დაარქივებული 2021-01-26 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
- მდინარე მურა (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Reke, dolge nad 25 km, in njihova padavinska območja Slovene, English. Statistical Office of the Republic of Slovenia (2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-20. ციტირების თარიღი: 2012-04-21.
- ↑ Geographical and meteorological data. Statistical Yearbook. Croatian Bureau of Statistics (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-03. ციტირების თარიღი: 2011-07-10.