ხაზარები
ხაზარები — თურქულენოვანი ნახევრად მომთაბარე ხალხი თავდაპირველად ცენტრალური აზიიდან, რომლებმაც VII საუკუნეში დამოუკიდებელი სახანო შექმნეს ჩრდილოეთ კავკასიაში. აკონტროლებდნენ აბრეშუმის დიდ გზას რომელიც აკავშირებდა ჩინეთს, ცენტრალური აზიასა და კიევის რუსეთს[1][2]. სამი საუკუნის განმავლობაში (650-965) აკონტროლებდნენ ვოლგისა და დონის სანაპიროებს ყირიმის ნახევარკუნძულზე[3]. ისინი დიდი ხნის განმავლობაში მოქცეულნი იყვნენ ბიზანტიის იმპერიასა და ომაიანთა სახალიფოს შორის, მას შემდეგ, რაც დაეხმარნენ ბიზანტიის იმპერიას სასანიანების დამარცხებაში.
ბიზანტიის იმპერიასა და ხაზარებს შორის კავშირი დაახლოებით 900 წელს გაუარესდა, რის შედეგადაც ბიზანტიამ მოუწოდა ალანებს, ხაზარები ყირიმიდან და ჩრდილოეთი კავკასიიდან განედევნათ[4]. ამ ფაქტით ისარგებლა კიევის რუსეთის მმართველმა სვიატოსლავ I-მა, აიღო ხაზარების დედაქალაქი ატილი (965-969) და გაანადგურა ხაზარების სამეფო.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 414.
- Noonan, Thomas S. (1999). „European Russia c500-c1050“, The New Cambridge Medieval History: Volume 3, C.900-c.1024. Cambridge University Press, გვ. 485–534. ISBN 978-0-521-36447-8.
- Golden, Peter Benjamin (2011). Central Asia in World History, New Oxford World History. Oxford University Press. ISBN 978-0-19-979317-4.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Noonan 1999, p. 493
- ↑ Golden 2011, p. 65
- ↑ Noonan 1999, p. 498
- ↑ Noonan 1999, p. 499,502–3.